რა აკავშირებს სერბულ სკანდალს საქართველოსთან?

AutoSharing Option
ანტარქტიდის გარდა, ფეხბურთს ყველა კონტინენტზე თამაშობენ. ეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სპორტის სახეობაა, ხოლო ფიფაში ყველაზე მეტი, 211 ქვეყნის ეროვნული ფედერაციაა გაერთიანებული. ცხადია, ფეხბურთი ყველგან სხვადასხვა დონეზეა: ზოგან განვითარებულია, ზოგან კი დაბალ დონეზეა.

მაგრამ რაც ამ ყველა ქვეყანას აერთიანებს, ეს მსაჯობისადმი დამოკიდებულებაა: ამ პროფესიის წარმომადგენლებით კმაყოფილები არსად არიან. ასეთივე ვითარებაა სერბეთში, რომელიც საქართველოს ნაკრების დღევანდელი მეტოქეა.

ამ ბალკანური ქვეყნის ჩემპიონატში დიდი სკანდალი მწიფდება. სუპერლიგის მონაწილე "ბაჩკა პალანკას" ადმინისტრაცია "რადნიჩკი ნიშთან" მსაჯობით იმდენად უკმაყოფილო დარჩა, ტურნირიდან გუნდის მოხსნა გადაწყვიტა, თუმცა ამის ოფიციალურად
გამოცხადებას არ ჩქარობენ. დირექტორატის სხდომა 30 მარტს შეგნებულად დანიშნეს.

კლუბის განცხადების თანახმად, სერბეთის ფეხბურთის ფედერაციას მოსაფიქრებლად დრო მისცეს და, რაც ყველაზე უცნაურია, ამ წერილში საქართველოს ნაკრებიც ახსენეს:

"ჩვენი კლუბი საჯაროდ გადაწყვეტილებას საქართველო-სერბეთის თამაშამდე არ გაასაჯაროებს, რადგან ქვეყნის ეროვნულ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჩასატარებელი. მაგრამ ეს გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ "ბაჩკა პალანგას" მიერ წამოჭრილი საკითხი უნდა მიიჩქმალოს", - წერია განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული