როგორია ლევან კობიაშვილის 9 მილიონ ლარზე მეტად შეფასებული ქონება

AutoSharing Option
ვებგვერდი bpn.ge საქართველოს პარლამენტის წევრისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ქონებით დაინტერესდა.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან.

"დეპუტატ ლევან კობიაშვილის შემოსავალმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე გასულ წელს 63 334 ლარი შეადგინა.

კობიაშვილი ამ თანამდებობას 2015 წლის 3 ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე იკავებს.
ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, რომელიც 2016 წლის ნოემბერში "ქართული ოცნების" რიგებიდან მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, მილიონერ დეპუტატებს შორის მოხვდა.

მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" კვლევის თანახმად, კობიაშვილის უძრავ-მოძრავი ქონება 9 829 530 ლარად არის შეფასებული.

2016 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი
დეკლარაციის მიხედვით, ლევან კობიაშვილი ფლობს 70 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ბათუმში; 6 500 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ბაკურიანში; 450 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ სახლს წყნეთში; ამავე მისამართზე მდებარე 2 100 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.

მას ეკუთვნის ასევე 425 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი დიუსელდორფში, ამავე მისამართზე მდებარე 790 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი და 550 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი ბერლინში. აღსანიშნავია, რომ თავად კობიაშვილი გერმანიაში მდებარე უძრავი ქონების მხოლოდ 50%-იანი წილის მფლობელია, დანარჩენს 50%-ს კი მისი მეუღლე თამარ წულეისკირი ფლობს".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 15 /
ხალხო, იმის მაგივრად თქვენი შვილებისთვის სამაგალითოდ მოგყავდეთ კობიაშვილის პიროვნება, ლაფს ესვით? 23 წელი ითამაშა კაცმა დიდი ფეხბურთი, მართლა დიდი... ერთ-ერთი იმათაგანია, ვისზეც არასდროს გვითქვამს- თამაში ჩააგდოო... სადაც იყო, საუკეთესო იყო.... გინახავთ ერთხელ მაინც ვარჯიშზე? ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ქართველები და ნეტა პარლამენტშიც სულ ისეთები იყვნენ, ლევანივით საკუთარი ოფლითა და სისხლით რომ აქვთ ნაშოვნი, და არა ცალ ცალი კალოშით მოსულები, მერე რომ გამდიდრდნენ... მე მის გვერდით ვმუშაობ და იშიათად შემხვედრია ასეთი წესიერი კაცი ცხოვრებაში....
მამუკა კვარაცხელია
16:44 01-09-2017
0
რისთვის პარლამენტში და პულტზე ხელის დამჭერად უინიციატივო დეპუტატად არაფრის მკეთებლად და მხოლოდ სტატუსისთვის
ნურავინ იფიქრებს რომ მე მას ქონებას უთვლი ეს ის იშვიათი გამონაკლისია როდესაც კაცს რაც გააჩნია ალალია და როგორც ფეხბუთელი დიდ პატივისცემას იმსახურებს აი როგორც პოლიტიკოსი კი იმსახურებს იმას რაც ზევით დავწერე არაა სპორცმენების ნავსაყუდელი პოლიტიკა კობიაშვილს ჭკუა ყოფნის და კომენტარებს არ აკეთებს კალაძისგან განსხვავებით და ქართველებს შორის დაპირისპირებას ეთნიკურ კომფლიკტს არ ეძახის
რეზიუმე ბრწყინვალე ფეხბურთელი და ნოლი პოლიტიკაში
live
10:37 06-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული