[ფანკლუბები] გაიცანით ტურინის "იუვენტუსის" ქართული ფანკლუბი

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს რუბრიკა "ფანკლუბებს", რომლის მიზანია, მორიგეობით გაგაცნოთ საქართველოში არსებული ქართული და უცხოური კლუბების ფანკლუბები - რას საქმიანობენ, როგორ ხდება გაწევრიანება, რა პრივილეგიები აქვთ წევრებს და ა.შ.

დღეს ტურინის "იუვენტუსის" ქართულ ფანკლუბს წარმოგიდგენთ, რომლის წევრთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია. ეს ფანკლუბი იმითაცაა გამორჩეული, რომ საქართველოში უცხოური კლუბის ფანკლუბებს შორის პირველია, რომელსაც ოფიციალური სტატუსი თავად კლუბმა მიანიჭა. თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ამაზე ფანკლუბის ლიდერ ლევან ბეგლარიშვილს ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, გვითხარით, როდის და როგორ გაჩნდა ფანკლუბის დაარსების იდეა?
- რამდენიმე გულშემატკივარმა
ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გავიცანით, შემდეგ შეკრებები დავიწყეთ. მოგვიანებით გაჩნდა იდეა: მოდი, ამ ყველაფერს ოფიციალური სახე მივცეთო...

ეს 2014 წელს ხდებოდა და ზუსტად ამ დროს დაემთხვა თურქეთში "ტრაბზონსფორისა" და "იუვენტუსის" მატჩიც. ჩავედით, თამაშს დავესწარით და ეს საკითხი საბოლოოდ უკვე იქ გადაწყდა.

ამის მერე შევეხმიანეთ "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას და ოფიციალური სტატუსის მიღების სურვილი გამოვთქვით. ორთვიანი მოლაპარაკებები გავმართეთ, რის შედეგად ნდობა გამოგვიცხადეს. საქართველოში დავაფუძნეთ არაკომერციულ-იურიდიული პირი და სტატუსიც მოგვენიჭა.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოში და ალბათ, მსოფლიოშიც პირველი ფანკლუბი ვართ, ზებრას რომ პატრონობდა, რომელიც თბილისის ზოოპარკში დაიბადა.

- ოფიციალური სტატუსის მისაღებად კონკრეტულად რა გააკეთეთ?
- წარვადგინეთ დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა, რომ ვართ ორგანიზაცია, გვყავს არჩეული პრეზიდენტი, ნამდვილად ვართ "იუვენტუსის" გულშემატკივრები.

ოფიციალური სტატუსის მისანიჭებლად წევრთა რაოდენობა მინიმუმ 80 უნდა იყოს, ჩვენ კი ბევრად მეტნი, დაახლოებით 400 ვართ. შემდეგ ჩვენი "ფეისბუქგვერდი" დაათვალიერეს, დარწმუნდნენ ჩვენს არსებობაში, იმაშიც, რომ არ ვართ რასისტები და თანხმობაც მოგვცეს.

- თუ შეგიძლიათ, უფრო დეტალურად მოგვიყევით, რას ნიშნავს ოფიციალური სტატუსის მქონე ფანკლუბის წევრობა...
- პირველ რიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბის მიერ აღიარებული ფანკლუბის წევრი ხარ. დაწესებულია საწევროც: წევრი ყოველწლიურად 20 ევროს იხდის.

ჩვენზე მოქმედებს შეღავათებიც. ეს არის ფასდაკლებები ბილეთებზე, პროდუქციაზე ოფიციალურ მაღაზიებში, მუზეუმებში და ა.შ.

- ფანკლუბში გაწევრიანებაც ფასიანია?
- არა, უფასოა. არც ასაკია შეზღუდული.

- ტურინულ კლუბთან, ფეხბურთელებთან და ადგილობრივ ფანკლუბთან უშუალო კონტაქტი თუ გაქვთ?
- აპრილის დასაწყისში ტურინში, სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი "იუვენტუსის" ფანკლუბების ხელმძღვანელები იკრიბებიან ხოლმე. შეხვედრა კლუბის ხელმძღვანელობასთან იმართება და ვაბარებთ ანგარიშს, თუ რა გაკეთდა ფანობის კუთხით ქვეყანაში. შემდეგ იმართება პრესკონფერენცია, სადაც ხელმძღვანელობა საუბრობს, თუ რამდენი ახალი წევრი, ახალი ქვეყანა შეემატა... შეხვედრის შემდეგ იმართება ვახშამი, სადაც "იუვენტუსის" ძველი ფეხბურთელებიც მოდიან.

ჩვენ ასეთ შეხვედრაზე პირველად შარშან ვიყავით, ტურინში ქართული ღვინო ჩავიტანეთ და "იუვენტუსის" გენერალურ დირექტორს ვაჩუქეთ.

- კიდევ რას საქმიანობს თქვენი ფანკლუბი?
- სოციალური აქტივობებით გამოვირჩევით. ყველაფერი ზებრაზე მზრუნველობიდან დაიწყო, შემდეგ იყო სისხლის ჩაბარება, სხვადასხვა სახის დახმარება სოცალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახებისთვის... ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ფანკლუბის შესაძლებლობებშია.

- სამომავლო გეგმები როგორია?

- გვინდა, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი ჰყავდეს "იუვენტუსს" და გაწევრიანდნენ ჩვენთან. ასევე ძალიან გვინდა, კარგი ურთიერთობა დავამყაროთ სხვა ფანკლუბებთან და ქვეყანაში ფანკულტურის დონის ამაღლებას შევუწყოთ ხელი.

- [ფანკლუბები] ვინ არიან "ქართული სპორტის ქომაგები"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეტყობა 11ში საღამოს გეძინა და არ იცი ხო რა მოხდა? :)
gagas2
12:44 13-04-2017
0
ნუ იბოღმები და თუ არ იცი რას ნიშნავს გუნდის სიყვარული და ფანობა,
gagas
11:34 13-04-2017
0

სიახლეები პოპულარული