სოსო ფრუიძე: სუსტი მეტოქე არ იქნება...

AutoSharing Option
ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ვიცე-ჩემპიონი საჩხერის "ჩიხურა" ავსტრიულ "ალტახს" დაუწყვილდა. პირველი მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" 29 ივნისს გაიმართება, ხოლო განმეორებითი ავსტრიაში - 6 ივლისს.

- ევროპალიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა

ევროპის ლიგამდე საჩხერელებმა მეკარე და ნახევარმცველი დაიმატეს: გუნდს ზურაბ მწყერაშვილი დაუბრუნდა. 31 წლის მეკარე "ჩიხურას" აღზრდილია და გუნდში 15 წლის განმავლობაში ირიცხებოდა, გარდამავალი ჩემპიონატიდან კი "ჭიათურაში" გა
დავიდა.

საჩხერელებს პაპუნა ფონიავაც შეუერთდა - "ჩიხურას" 24 წლის ნახევარმცველი ორი წელი ბათუმის "დინამოში" თამაშობდა. მისი ტრანსფერი ახლაც ზღვისპირელებს ეკუთვნით და საჩხერეში წლის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის, მალხაზ მახარაძის თქმით, ფონიავამ წასვლა თავად ისურვა.

"ახლა მთლიანად მორიგი ტურის შეხვედრაზე ვფიქრობ, მერე კი დავსხდებით და მეტოქეს შევისწავლით. თუმცა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ავსტრიის ბუნდესლიგის მე-4 ადგილზე გასული გუნდი სუსტი მეტოქე არ იქნება.

უცხოურ შეკრებას არ ვგეგმავთ, საჩხერეში მოვემზადებით. გაძლიერებაზე უარს არ ვიტყოდით, მაგრამ ჯერ რა შემადგენლობაც გვყავს, იმას დავჯერდებით", - ამბობს საჩხერელთა მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული