ტურნირმა, რომელსაც პროფესიონალი მსაჯი ემსახურებოდა, სტარტი 27 მაისს აიღო. ტურნირში ჰოლდინგის სხვადასხვა სტრუქტურაში დაკომპლექტებულმა 11-მა გუნდმა და 110-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
ფავორიტები ტურნირის დასაწყისშივე გამოიკვეთნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალში, ჩემპიონატის თასის მოსაპოვებლად ერთმანეთს ორი უძლიერესი გუნდი დაუპირისპირდა.
მოლოდინზე მეტად
საბოლოოდ, საგაზაფხულო ტურნირის ჩემპიონის თასი ნიკა კბილაძის გუნდმა მოიპოვა.
ტიტულები და პრიზები ამით არ დასრულებულა, ფეხბურთელებმა სხვა პრიზებიც წაიღეს. ჩემპიონატის ბომბარდირის ტიტული ლაშა შარვაშიძემ მოიპოვა.
საუკეთესო ფეხბურთელად elva.ge-ს კაპიტანი გიორგი მაზანიშვილი დასახელდა.
საუკეთესო მეკარის ტიტული elva.ge -ს კარის დარაჯს, გიორგი ლილუაშვილს ერგო.
ჩემპიონი გუნდის ყველა ფეხბურთელს და ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ ევროპარკის უფასო აბონემენტები და სამახსოვრო თასები.
ტურნირის დასრულების შემდეგ I, II და III ადგილებზე გასულ გუნდებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.
ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჟილდოვდა ალექსანდე ხვთისავრიშვილი.
თასის გადაცემის ცერემონიალი ცეცხლოვანი შოუს თანხლებით, სრული ანშლაგით დასრულდა.