ტორპედო-ტრენჩინი 0:3 - 1:8 მარტივი ფეხბურთით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სლოვაკურ "ტრენჩინსა" და "ტორპედოს" შორის ისეთი ანგარიში დაფიქსირდა, ქუთაისური გუნდის ყველაზე პესიმისტი გულშემატკივარიც რომ ვერ წარმოიდგენდა. სლოვაკებმა 5:1 აჯობეს "ტორპედოს" და საპასუხო შეხვედრა, ფაქტობრივად, ფორმალობად აქციეს.

- ტრენჩინი-ტორპედო 5:1 - რაში გიხდით სახელმწიფო ფულს? [VIDEO]

ქუთაისელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ 4:0 უნდა დაემარცხებინათ მეტოქე. პირველ მატჩში გუნდის ფიასკო, დიდწილად, 16-საათიან მგზავრობას დაბრალდა და საინტერესო იყო, შეძლებდა თუ არა დასვენებული "ტორპედო" საკუთარი ქომაგის თვალწინ სასწაულის მოხდენას...

პირველ მატჩში დიდი ანგარიშით მარცხისა და წვიმიანი ამინდის მიუხედავად,
ქუთაისელი გულშემატკივრები "ტორპედოს" ბოლომდე გვერდით დაუდგნენ და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი სანახევროდ მაინც შეავსეს.

სამწუხაროდ, ქუთაისელი ქომაგი საპასუხო შეხვედრაშიც იმედგაცრუებული დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა არ დაუკლიათ, პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდნენ და გოლის გატანის შანსებიც ჰქონდათ. საბოლოოდ, ტორპედოელები "ტრენჩინთან" გვარიანად შერცხვნენ.

სტუმრებმა გაცილებით ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს. მათ მარტივი, კომბინაციური ფეხბურთით შეძლეს ქუთაისელთა სისუსტეების გამოყენება და ორი მატჩის ჯამში 8:1(!) გაიმარჯვეს. სლოვაკების ორ-სამსვლიანი მარტივი, მაგრამ სწრაფი კომბინაციების შედეგად "ტორპედოს" დაცვა ჰაერივით გამჭვირვალე ხდებოდა. ამას მასპინძელთა ბავშვური შეცდომებიც დაემატა და ქართული ფეხბურთის ისტორიას კიდევ ერთი შავი ფურცელი შეემატა...

არადა, "ტორპედომ" შეხვედრა რიხით დაიწყო. მე-9 წუთზე გრიგოლ დილიძის ტექნიკური დარტყმა სლოვაკთა მეკარე ადრიან ჩოვანმა აკრობატულ ნახტომში მოიგერია. ამ ეპიზოდს ქუთაისელთა ზედიზედ სამი კუთხური მოჰყვა და სამივე საკმაოდ მწვავე დარტყმით დასრულდა.

შემდეგ გიორგი ქიმაძეს არ გაუმართლა, როცა მარცხენა ფლანგზე დრიბლინგს კარგი დარტყმაც მიაყოლა, მაგრამ ბურთი სანტიმეტრებით ასცდა კარს.

გამოუყენებელი მომენტების გამო "ტორპედო" დაისაჯა: 21-ე წუთზე "ტრენჩინის" ნიგერიელმა მარჯვენაფლანგელმა ჰილარი გონგიმ მასპინძელთა მცველებს ჩაუქროლა და ზუსტი დარტყმით სლოვაკები დააწინაურა - 0:1.

ამ გოლის შემდეგ გონს რომ მოეგნენ, ტორპედოელები ანგარიშის გათანაბრებას შეეცადნენ და ახლოსაც იყვნენ მიზანთან: 34-ე წუთზე დოლიძემ კუთხურიდან პირდაპირ კარისკენ ჩაახვია ბურთი, რომელიც მეკარემ აკრობატულ ნახტომში მოიგერია, დამატებაზე კი თორნიკე კაპანაძემ ვერ ივარგა.

შეტევაზე გადართულ ქუთათურებს უკან სივრცეები ღიად რჩებოდათ, რითიც სტუმრებს სწრაფი კონტრშეტევების წამოწყების საშუალება ეძლეოდათ. გოლის გატანასთან ახლოს იყო ანტონიო მანცე, მაგრამ მასპინძლები როინ კვასხვაძის დამაჯერებელმა თამაშმა იხსნა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, მარჯვენა ფლანგზე როდნი კლოსტერის აქტიურობის შემდეგ, ტორპედოელებმა დაცვაში უხეში შეცდომა დაუშვეს, რითიც კარგად ისარგებლა გიორგი ბერიძემ და მეორე მატჩის დიდი ანგარიშით წაგებაც რეალური გახდა - 0:2.

მალევე, მასპინძლები კიდევ ორ ეპიზოდში გადაურჩნენ აშკარა გოლს - კლოსტერის დარტყმა კვასხვაძემ მოიგერია, კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კი ქუთაისელებმა კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრეს.

სლოვაკებმა მალე მაინც იხეირეს - გონგიმ საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა, დუბლი გაიფორმა და მასპინძლების წვალებას წერტილი დაუსვა - 0:3.

აღსანიშნავია, რომ დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, გულშემატკივრებმა ფეხბურთელები ოვაციებით გააცილეს და გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის მხარდასაჭერად მის სახელსაც სკანდირებდნენ...

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
06.07. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-ტრენჩინი 0:3
გოლები: 0:1 გონგი (21), 0:2 ბერიძე (48), 0:3 გონგი (64)
ტორპედო (4-5-1): კვასხვაძე - ტაბატაძე, ხურცილავა (65. ადამაძე), გურული, ქიმაძე - დოლიძე, გიგაური, ხურციძე (46. მამასახლისი), კუხიანიძე, ტუღუში (57. კვირკვია) - კაპანაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი, კუჭუხიძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
ტრენჩინი (4-1-4-1): ჩოვანი - რ. კლოსტერი (76. შულეკი), კლეშჩიკი, ლორენცი (81. ჯულიენი), სკოვაისა - ელმაჰდაუი - ზუბაირუ, გონგი, უბინკი, ბერიძე - მანცე (68. ჩატაკოვიჩი).
სათადარიგოები: სერმინეკი, მ. კლოსტერი, ჰალგოში, კვოცერა
მწვრთნელი: მარტინ შეველა
გაფრთხილება: მანცე (42), დოლიძე (85), ბერიძე (88), გონგი (90)
არბიტრი: მ. ზებეცი (ხორვატია).

მარტინ შეველა (ტრენჩინი):
"რთული თამაშის მოლოდინში ვიყავით. პირველი ტაიმი ნამდვილად არ იყო ადვილი. მეტოქე აქტიურ პრესინგს თამაშობდა, უპირატესობასაც ფლობდა და სახიფათოდაც გვიტევდა, მაგრამ, როგორც კი მოგვეცა შანსი, საგოლე მომენტი გამოვიყენეთ. მან უკეთეს პოზიციაში ჩაგვაყენა.

მეორე ტაიმში შემტევი ტაქტიკა ავირჩიეთ, რამაც გაამართლა. მოვიგეთ თამაში და შედეგით ძალიან კმაყოფილნი ვართ. მადლობას ვუხდი "ტორპედოს" კარგი მასპინძლობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ".

კახა ჩხეტიანი (ტორპედო):
"მარცხს პირადად ჩემს თავზე ვიღებ. თავიდან იყო ისეთი მომენტები, რომ გაგვეტანა, შეიძლებოდა სხვაგვარად განვითარებულიყო მოვლენები, მაგრამ შემდეგ საკუთარ კარში მივიღეთ გოლი და ამან ფსიქოლოგიურად მთლიანად მოგვშალა. ამ მარცხისგან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას არ ვაპირებ, ჩემპიონატში მეორე პოზიციაზე ვართ, ყველა თამაშში გამარჯვებისთვის და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენს გუნდს შესწევს ამის ძალა.

გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი თანადგომისთვის და მაქსიმალურად ვეცდებით, როგორც დღეს დამწუხრებული გამოვედით მოედნიდან, ასეთი რამ აღარ განმეორდეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
კიდევ რომ იძახიან დასკვნებს გამოვიტანთო როდემდე 15-20 წელია დასკვნებში ვართ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
zura
07 ივლისი 2017 22:19
0
erti ram ver gavige,he kargo adamiano hxetians mivmartav tu xels gihlian ar gadzleven sahualebas fexb.daimato,scori seleqcia da samuhao haataro datove dzmao gundi ras alandzgieb am nalxs tavs.
S.P
07 ივლისი 2017 18:02
0
ერთი რამე გადაარჩეწნს ქართულ ფეხბურთს,რომ სასწრაფოდ გადადგეს მთელი ფედერაცია და ყველა ნაკრებთა მწვრთვნელები, ბავშვთა ფეხბურთში კი ფული დარდიმანდულად კი არ იძლეოდნენ,არამედ შედეგის მიხედვით, თუ რამდენი ნაკრების წევრი გაზარდა წლების გაანგარეიშების მიხედვით,და მალე შეხედავთ,რომ არამწვრთვნელებისაგან განთავისუფლდება ბავშვები და დაიწყება შედეგის დადება. არასდროს არ უნდა დაინიშნოს ხელმძღვანელოებად ფედერაციისა და გუნდების ხელმძღვანელებად ახალგაზრდები.
ჩვენ თავ ჩაწეულნი სირცხვილისგან.
07 ივლისი 2017 18:01
0
am etapistvir tb.dinamo aris qartuli fexburtis flagmani kvelafrit,infrastruqtura,akademia,profesionalizmi da kvelaferi safexburto.
. . . .
07 ივლისი 2017 16:58
0
რატომ ტორპედოს არ აძლევენ მწვანე შუქს, რომ გუნდი გააძლიერონ, ეთერში ჩხეტო ამას ვერ იტყვის, ადამიანურად მესმის მა ადამიანის.ასეთია ცხოვრების მწარე რეალია.
გივი ქუთაისელი
07 ივლისი 2017 16:32
0
მწვრთნელი რაშვაშია იმდენათ ვერ გავიგე როცა იგებდა ტორპედო და მოგებების სერიები ქონდა მაშინ ხო იყო კაი ჩხეტიანი.. არ უნდა წავიდეს უბრალოთ ფეღბურთელების ყიდვაა საჭიროო და ლეგიონერების კაი რომ ჩამოიყვანო ცოტა მეტი ხელფასი რო გადაუხადონ აბა ისე არაფერი საშველი არ იქნება თუ არ დახარჯეს ფული აბა ისე როგორ გინდათ თქვე დალოცვილებო.. და ერთი კიდე მესი რონალდო ნეიმარი ინიესტა ბეილი და სხვა კიდე მაგარი იგროკები ესენი ციდან კიარ ჩამოფრენილან ყველა სკოლამ გაზარდა და სწორმა მიდგომამ და ვარჯიშმაა.. და მითუმეტეს ქუთაისში საფეღბურთო ქალაქში რომ არ ექნებათ ბავშვებს არანაირი პირობები რომ გავითარდენ სად ვარჯიშობენ უბრალოთ გული მიწუხდება და.მეცოდებიან რო ვუყურებ რა..არ გხხვენიათ ფეედერაციას გააკეთონ სკოლა საფეღბურთო ბაზები და ხელი შეუწყონ ამ ბავშვებს არამარტო ქუთაისში ბათუმში ზესტაფონში ზუგდიდში და ასე შემდეგ სხვა ქალაქებში კიდე... და განავითარონ ცოტა ეს სპორტი.. ეს დედააააფეთქებული მარტო თბილისი ხოარაა საქართველო.. და თბილისის დინამო.. 1981 თში რომ მოიგო ეს თასი და ლივერპულს რომ მოუგენ 3 0 მაგაზეაა ლაპარაკი სულ გავიგეთ
გადაყვაყოლეს.იმ თასების თას რაა.მიხარია ბაზარი არაა როგორც ქართველი და მეამაყება რათქმაუნდა ვისაც მაგი არ ეამაყება ის ქართველი არაა.მაგრამ იმაას რატო არავინ არ იძახის რომ.იქ ბევრი ქუთაისადან წამოსულები რომ თამაშობდა ტორპედოში გამოჩდებოდა კარგი მოთამაშე ეგრევე დინამო წააათრევდა მოგლეჯილი ხესავით და იმას ვიძახი ამით რომ სანამ სხვა ქალაქებს არ განავითარებენ და ბავშვებს ნორმალურ პირობებს არ შეუქმმნიან მიდღემჩი არ გვეშველება და გლგვეყოლება სულ ლობჯანიძეეების ნაირი და დვალიშვილების ნაირი ფეღბურთელები.....
ლევანი
07 ივლისი 2017 16:27
0
მურთაზი

მართლა მასეა, 1000% მართლაი ხარ.
ჩემი რომ იყოს ბათუმის დინამო ან შუქურა გავუშვებდი ყველას და მაგ ბიჭებს მოვიყვანდი კლუბში მინიმუმ 3 წლიანი კონტრაქტებით და 3-3000 დოლარი ხელფასით..
Jango
07 ივლისი 2017 15:34
0
საფეხბურთო გუნდი კიარა ნახირიაა
megre
07 ივლისი 2017 14:03
0
ახალგაზრდულ ნაკრებში მოთამაშე არც ერთი ფეხბურთელი არ ჩაუგდოთ ხელში ასეთ დამჟავებულ გუნდებს და მწვრთნელებს, არ ვიცი ალბათ აჯობებს, რომ ეს 19 წლიანების ნაკრები ახლავე გამოვიდეს ეროვნულ ლიგაზე სათამაშოდ ტორპედოს, ან სხვა გუნდის სახელით, ვიცი ეს ალბათ არა რეალურია, მაგრამ ხომ ვხედავთ რომ ევროპამ ჩაგვახრჩო ჩვენსავე ჭაობში.მე სპეციალიტი არ ვარ და არ ვიცი როგორ ამოვიდეთ ამ უფსკრულიდან, მე მხოლოდ გული მტკივა, მაგრამ ხომ არიან ისეთებიც ვისაც შეუძლია ამის გაკეთება თუ არავინ იცის, ან მიზან მიმართულად ახრჩობენ ჩვენს ფეხბურთს?
მურთაზი
07 ივლისი 2017 13:43
0
უსაქმურების შეკრების ადგილი მწვრთნელს სინდის-ნამუსი რო ქონდეს პირველის თუ არა გუშინ მორჩენისას გადადგებოდა მარა ეგ წაგება მისი ბრალი კი არა მამა ზეციერის ბრალია :)
ნოდო
07 ივლისი 2017 12:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული