რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას

AutoSharing Option
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებამ საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გაერთიანებული ჩემპიონატის შესახებ.

თურმე, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საქმის კურსშია უეფა, ტურნირის ჩატარებას კი დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დასჭირდება.

რაც შეეხება დეტალებს: თუ სამ ქვეყანას შორის შედგება შეთანხმება, მომავალ პრემიერლიგაში 18 გუნდი ითამაშებს - თითო ქვეყნიდან ექვსი კლუბი. თუ ორი ქვეყანა შეთანხმდა, ჩემპიონატი 16-გუნდიანი იქნება (8-8 გუნდი თითო ქვეყნიდან).

სიჭინავამ ხაზი გაუსვა, რომ სამივე ქვეყანა ევროტურნირებზე თავის კვოტას შეინარჩუნებს და 4-4 გუნდით
ითამაშებს.

პროექტი ერთი წლის განმავლობაში უნდა მომზადდეს. ამ პერიოდში ჩატარდება ამხანაგური თამაშები, რის შემდეგაც შეაფასებენ - რამდენად დიდი იქნება ტელევიზიების, სპონსორების და მაყურებელთა ინტერესი და ღირს თუ არა გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარება.

მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

აზიელებმა "სოვეტსკი სპორტთან" განაცხადეს - ყაზახეთის პრემიერლიგა ისედაც ვითარდება და კავკასიელებთან გაერთიანების აზრს ვერ ვხედავთო.

* * *
პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს ვთხოვეთ.

"აზერბაიჯანთან კონტაქტი ყოველთვის გვქონდა და მეზობლობისა და კარგი ურთიერთობის წყალობით, თამაშის პრობლემა არ ყოფილა.

თუ პროექტს კარგად განვახორციელებთ, მათთან და ყაზახებთან ერთობლივი ჩემპიონატი უდავოდ საინტერესოა. ჩვენი ფეხბურთი უკვე იმდენად დაობლებული და "დაკონსერვებულია", ნებისმიერი "ფანჯარა" მისაღები ჩანს. თუნდაც იმიტომ, რომ ეს მოთამაშეე
ბს, მწვრთნელებს, კლუბებს, მედიას გამოაცოცხლებს და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ გვიბიძგებს.

სხვა ქვეყანაში თამაშის დროს მეტი თავდადებით ცდილობ შენი ქვეყნის ინტერესის დაცვას. ვარჯიშზეც უფრო მეტად ინდომებ, რათა გაიზარდო და მოწინააღმდეგეს არაფერი დაუთმო.

ასევე, კლუბის ყველა მეპატრონე მოინდომებს, რომ ჩემპიონატში საუკეთესო სტადიონი ჰქონდეს, საუკეთესო ლეგიონერი და მწვრთნელი ჩამოიყვანოს და მთლიანობაში, ქვეყანა და საკუთარი თავი ღირსეულად წარმოადგინოს.

ასე ყველა გაიზრდება, მაგრამ მეორე მხარეც არსებობს: ცუდი ორგანიზაციით კარგ იდეასაც გავაუფასურებთ. ასეთ ლიგაში ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ შესაძლოა, გუნდები ნაციონალური კუთხით "შეეკრან" ერთმანეთს და ეს სავსებით რეალური მგონია.

ასე რომ, ერთობლივ ჩემპიონატს ბევრი პლუსი და მინუსი აქვს. მთავარია, ეს ყველაფერი ჯერ ჩვენთვის ავწონ-დავწონოთ, რადგან საქართველო ამ სამ ქვეყანას შორის ყველაზე ღარიბია, ჩვენს კლუბებს უჭირთ, ამ დროს კი აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ყველა კლუბის ბიუჯეტი მინიმუმ 2-3 მილიონ დოლარს აღემატება. ჩვენში ამხელა ბიუჯეტის მქონე კლუბებს მდიდარს ვეძახით.

დასაფიქრებელიც სწორედ ესაა, ისეთი ნაბიჯი არ გადავდგათ, რაც ჩვენს სახელს საბოლოოდ დაასამარებს. მე კი მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოვიჭრათ",
- ამბობს ძოძუაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ
გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ
ვახტანგ ბზიკაძე: მგონია, აზერბაიჯან-ყაზახეთთან საქართველო დაიჩაგრება
მკითხველის კომენტარები / 11 /
მართალია ქართული და აზერული გუნდები ერთმანეთთან შეიკვრება და ჩაწყობილი თამაშები წავა. გარდა ამისა გაძლიერდება ნაციონალისტური გამოხდომები რაც დააზარალებს ჩვენს მეზობლობას.
ამას ჯობს კავკასიის თასის გათამაშება: საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთის ჩემპიონები. თავიდან თბილისში, იმიტომ რომ ორი სტადიონია. მერე ვნახოთ შეიძლება სხვა ქვეყნებიც დაემატონ.
დაფინანსება იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ვინც ცდილობს სომხების და აზერების შერიგებას.
ჯერ ეს ცადეთ და მერე იფიქრეთ სხვაზე.
roko
17:03 16-04-2013
0
სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა იქიდან გამოიქეცით,არ გვინდაო,ეხლა თავად ეძებთ მის მაგვარ ჩემპიონატს ვერ გავიგე რა გინდათ,რაც იყო იმას ვეღარასოდეს გაიმეორებთ.
maxo
18:51 16-04-2013
0

სიახლეები პოპულარული