სოსო ფილია: გაერთიანებულ ჩემპიონატში ყველა თავისიანს გაქაჩავს!

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფილიამ ქართულ-აზერბაიჯანული გაერთიანებული ჩემპიონატის იდეასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, ასეთი იდეის არსებობის შესახებ ცოტა ხნის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა.

"პირდაპირ ვამბობ, რომ ამ იდეას არ ვემხრობი. ჩვენ ფინანსურად აზერბაიჯანელებს ვერ გავეჯიბრებით და რა შესაძლებლობებიც გვაქვს, საერთო ჩემპიონატს კი არა, საკუთარ საჭიროებას უნდა მოვახმაროთ.

საქართველოსთვის საუკეთესო ვარიანტი სამწლიანი განვითარების პროექტი იქნება, რომელშიც გავითვალისწინებთ კლუბების სტაბილურ დაფინანსებას, მათთვის საფეხბურთო აკადემიების დაფუძნებას, სტადიონების, ბაზებისა და მოედნების მოწესრიგებას. კლუბების განვითარების, გუნდისა და მოთამაშის, ქართული ფეხბურთის
გაზრდის წინა პირობა მხოლოდ ეს შეიძლება გახდეს.

მესმის, რომ პროექტი საამისოდ ჩაიფიქრეს, მაგრამ ეს საკუთარი ჩემპიონატითაც შესაძლებელია, თუ მას სწორად გავუძღვებით და საფუძველს ჩავუყრით.

ახლა კი რა ხდება? უმაღლესი ლიგის გუნდებს მოწესრიგებული სტადიონები, ბევრს კი საკუთარი ბაზაც არ აქვს. ასე სად უნდა ვითამაშოთ?

მეორე ფაქტორიც მაფიქრებს: გაერთიანებულ ჩემპიონატში პირველი ადგილისთვის ქართული და აზერბაიჯანული კლუბები თუ იბრძოლებენ, ყველა რომ თავისიანის "გაქაჩვაზე" იქნება, ეს ვინმესთვის საკამათოა? მეშინია, რომ ამის გამო ტურნირმა სპორტული ინტერესი არ დაკარგოს.

კიდევ ერთი სავარაუდო პრობლემა მსაჯობა გახდება. იმავე ქართულ-აზერბაიჯანულ შეხვედრას ობიექტურად ვინ განსჯის, ჩვენი თუ მათი არბიტრი?

მიმაჩნია, რომ ასეთი "წვრილმანი დეტალების" მოუგვარებლობა, საბოლოოდ, ჩიხში შეგვიყვანს და ამიტომაც მგონია, რომ ქართულ ფეხბურთს თავადვე უნდა მოვუაროთ. ამას სახელმწიფო დაფინანსება ესაჭიროება.

კახა კალაძის სიტყვებმა დამაიმედა, რომ ახალი მთავრობა ფეხბურთს მალე მიხედავს. იმედია, ასეც იქნება".

ასევე იხილეთ:
დაინტერესდება ჩვენი ქომაგი აზერბაიჯანულ-ქართული ლიგით?
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას
გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ
გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ
სოსო ფრუიძემ გაერთიანებული ჩემპიონატის იდეაზე ისაუბრა
გია ისიანი: ურიგო არ იქნება, თუ ასეთი ტურნირის ჩატარებას ვცდით
მალხაზ ჟვანია: ერთობლივი ლიგა ქართველებისთვის მომგებიანი იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული