მალხაზ ჟვანია: ერთობლივი ლიგა ქართველებისთვის მომგებიანი იქნება

AutoSharing Option
გაერთიანებული ქართულ-აზერბაიჯანული ლიგის შესახებ მოსაზრება უკვე არაერთმა ქართველმა სპეციალისტმა გამოთქვა და აზრთა სხვადასხვაობაც დაფიქსირდა.

დღეს "ლელოს" რესპონდენტი მარტვილის "მერანის" მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანიაა, რომელიც იდეის მომხრეთა ბანაკშია.

"არ ვიცი, რამდენი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს ამ პროექტს აზერბაიჯანში და რას მოუტანს ეს ჩემპიონატი იქაურ კლუბებს, ქართველებისთვის კი ეს იდეა ცალსახად მომგებიანად მიმაჩნია.

ფაქტია, რომ დღეს ჩვენს მეზობლებს ჩვენზე ბევრად მეტი ფული აქვთ და რაკი მზად არიან, ჩემპიონატი თავად დააფინანსონ, უარის თქმის მიზეზი არ გვაქვს.

ერთადერთი, რაც მაფიქრებს, ის არის, როგორ გათამაშდება
გაერთიანებულ ჩემპიონატში ევროთასების საგზურები, მაგრამ როგორც შევიტყვე, ოთხი ქართული კლუბი ევროტურნირებზე ნებისმიერ შემთხვევაში იასპარეზებს. ასე რომ, დამაბრკოლებელ ფაქტორს საერთოდ ვერ ვხედავ.

არც ის მგონია, რომ პროექტის წინააღმდეგ უეფა წავა. რაკი ამ თემაზე საუბარი ინტენსიურად დაიწყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პროექტის ინიციატივას უეფასთან შეთანხმებით გააჟღერებდნენ.

არ ვამბობ, რომ ეს ექსტრაკლასის ტურნირი იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ იმაზე მაღალი დონის გათამაშებას, ვიდრე საქართველოს დღევანდელი ჩემპიონატია.

რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, საქართველოს ჩემპიონატს ფინანსურად ძლიერი სპონსორები ჰყავდეს და ამ გზით შევძლოთ ჩვენი უმაღლესი ლიგის განვითარება, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარია.

გამოითქვა მოსაზრება, რომ სპონსორების მიერ შემოთავაზებული თანხა ჩვენი ჩემპიონატის გაძლიერებას მოვახმაროთ. ეს მშვენიერი იქნებოდა, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ სპონსორები მხოლოდ გაერთიანებული ლიგის დაფინანსებაზე არიან თანახმა?!

მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი ბიზნესმენებისთვის ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადება საინტერესო არ არის და როდემდე უნდა ველოდოთ ამ გაყინული მდგომარეობის შეცვლას?!

ქართული კლუბები ამ პროექტით სულს მოითქვამენ და სტადიონზე მაყურებლების რაოდენობაც აუცილებლად გაიზრდება. მეზობელი ქვეყნების კლუბებთან დაპირისპირებას სულ სხვაგვარი ინტერესი მოჰყვება. უნდა ვივარაუდოთ, რომ კლუბები სატელევიზიო რეპორტაჟებითაც გამოიმუშავებენ გარკვეულ თანხას.

ბუნებრივია, არსებობს გარიგებული მატჩების საშიშროება, მაგრამ მსგავსი სიბინძურეები არც საქართველოს ჩემპიონატს აკლია. მთავარია ორგანიზატორების ნება. ამ შემთხვევაში გარიგებული შეხვედრების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა სრულიად შესაძლებლად მიმაჩნია".

მალხაზ ჟვანია: ეს იდეა უეფასთან შეუთანხმებლად არ გაჟღერდებოდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დაინტერესდება ჩვენი ქომაგი აზერბაიჯანულ-ქართული ლიგით?
რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ
გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ
სოსო ფრუიძემ გაერთიანებული ჩემპიონატის იდეაზე ისაუბრა
გია ისიანი: ურიგო არ იქნება, თუ ასეთი ტურნირის ჩატარებას ვცდით
მკითხველის კომენტარები / 3 /
რაღაც რომ არის მოსაფიქრებელი ეს ფაქტია.ეს ტურნირი 2-3 დღეში არ ჩატარდება.მილიონი რაღაც არის მოსაგვარებელი და გასარკვევი.თუ გაერთიანებული ტურნირი ჩატარდა ქართველი ბიზნესმენებიც დაინტერესდებიან სავარაუდოდ და ჩადებენ ფულს.და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქართული ფეხბურთისთვის ყველას ენანება ფულის ჩადება,როცა დაინახავენ რომ მოტივაცია იზრდება,ხალხმა სტადიონზე დაიწყო სიარული,ნელ-ნელა აქაც ჩაიდება თანხები
Kakha
02:59 19-04-2013
0
ჩემო კარგო ადამიანო შენ ფეხბურთის გაგეგება რამე? ჩვენი ჩემპიონატი სოFლის ტურნირს რომ დაემსგავსა ვერ ხვდები??? თუ არ გინდა დაინახოთ? უცილებელია რომ ინტრიგა დაბრუნდეს ხალხი მივიდეს სტადიონზე და აზრი მიეცემა ყველაპერს. უნდა ჩატარდეს გაერთიანებული ჩემპიონატი აუცილებლად!
giorgi
00:14 19-04-2013
0

სიახლეები პოპულარული