არმაზ ჯელაძე: სად გაიზრდებიან ახალგაზრდები?

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ ქართულ-აზერბაიჯანული გაერთიანებული ჩემპიონატის იდეასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, ასეთი იდეის არსებობის შესახებ ცოტა ხნის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა.

"ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ პროექტი საინტერესოა. ერთი მხრივ, მესმის, რაც სურს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს - რომ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილები არ უნდა ვიყოთ.

აზერბაიჯანელებთან და სხვებთან გაერთიანებული ჩემპიონატი მაყურებელს დღევანდელზე მეტად დააინტერესებს, სპონსორები ამ ტურნირისკენ უფრო გამოიხედავენ, გუნდებსა და მოთამაშეებსაც მეტი სტიმული გაუჩნდებათ.

მაგრამ ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის იდეა ბოლომდე ჩამოყალიბებული არც არის და
ბევრი კითხვაც იბადება. დადებითთან ერთად, მას ბევრი უარყოფითი შედეგიც ექნება - აზერბაიჯანში მითამაშია და კარგად ვხვდები, რა შეიძლება მოხდეს.

ჩვენს მეზობლებს აქვთ ნავთობი და ფინანსურად ყოველთვის გვაჯობებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ფეხბურთში გაცილებით მეტი ნიჭი გვაქვს, ბიუჯეტებში ჩამორჩენა თავისას მაინც იზამს - ისინი ბევრად უკეთეს მოთამაშეებს ჩამოიყვანენ და ამ სხვაობას გაგვიბათილებენ, რაც გუნდების დონესა და შედეგებზე გავლენას მოა
ხდენს.

გარდა ამისა, გაერთიანებისას მთელი ყურადღება სწორედ ამ ტურნირზე გადავა, საქართველოს ჩემპიონატი და აქ დარჩენილი კლუბები კი დაიჩრდილებიან და მეშინია, რომ ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას გზა გადაეღობება.

ამიტომაც მირჩევნია, რომ ჩემპიონატი კვლავ დამოუკიდებლად ჩავატაროთ, 16 გუნდი მარტივად, ორ წრედ ვათამაშოთ და ნახავთ, ნელ-ნელა აქ ახალგაზრდები როგორ გაიზრდებიან.

მთავარია, ინვესტიციები ჩაიდოს და არსებული პრობლემები მცირედით მაინც მოვაგვაროთ".


ასევე იხილეთ:
დაინტერესდება ჩვენი ქომაგი აზერბაიჯანულ-ქართული ლიგით?
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას
გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ
გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ
სოსო ფრუიძემ გაერთიანებული ჩემპიონატის იდეაზე ისაუბრა
გია ისიანი: ურიგო არ იქნება, თუ ასეთი ტურნირის ჩატარებას ვცდით
მალხაზ ჟვანია: ერთობლივი ლიგა ქართველებისთვის მომგებიანი იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული