დინამო-შირაქი 1:1 - ახა­ლი გუნ­დის კონ­ტუ­რე­ბი [VIDEO]

AutoSharing Option
...დრო იყო, ქარ­თუ­ლი და სომ­ხუ­რი ფეხ­ბურ­თის ფლაგ­მა­ნე­ბის, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­სა" და ერევ­ნის "არა­რა­ტის" და­პი­რის­პი­რე­ბა სავ­სე ტრი­ბუ­ნე­ბის წინ იმარ­თე­ბო­და; სამ­წუ­ხა­როდ, 17 ივნისს გამართულმა ამ­ხა­ნა­გურ­მა შეხ­ვედ­რამ ქარ­თ­ველ ქო­მაგ­თა დი­დი ინ­ტე­რე­სი არ გა­მო­იწ­ვია.

არა­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და სომ­ხე­თის ჩემ­პი­ო­ნე­ბის პა­ექ­რო­ბას არა­ფე­რი და­ე­წუ­ნე­ბო­და.

რა თქმა უნ­და, ახა­ლი სე­ზო­ნის პირ­ველ მატ­ჩ­ში (მით უფ­რო, ამ­ხა­ნა­გურ­ში) ნე­ბის­მი­ე­რი გუნ­დის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი შე­დეგ­ზე მე­ტად ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის შე­თა­მა­შე­ბას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

ამ მხრივ, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც "დინამო"-"შირაქის" შეხ­ვედ­რა იყო (ისე, ოდ­ნავ გვი­ან რომ დაწყე­ბუ­ლი­ყო, იქ­ნებ უფ­რო მე­ტი აუდი­ტო­რი­აც ჰყო­ლო­და): ქარ­თულ-სომ­ხუ­რი სა­ფეხ­ბურ­თო "ტრა­დი­ცი­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის" გარ­და, ყვე­ლას
გვა­ინ­ტე­რე­სებ­და, თუ რა ცვლი­ლე­ბე­ბით ხვდე­ბა თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" მო­ახ­ლო­ე­ბულ ევ­რო­ტურ­ნი­რებს;

...სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნის ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბას ოპ­ტი­მა­ლურს ნამ­დ­ვი­ლად ვერ და­ვარ­ქ­მევ­დით: გი­ორ­გი ლო­რია და ირაკ­ლი ძა­რია გუნდს ოდ­ნავ გვი­ან შე­უ­ერ­თ­დ­ნენ და დუ­შან უჰ­რინ­მაც მა­თი დას­ვე­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა; მი­კელ ალ­ვა­რო ტრავ­მის გა­მო არ თა­მა­შობ­და, დარ­კო გლი­ში­ჩი კი "დი­ნა­მოს" ავ­ს­ტ­რი­ა­ში შე­უ­ერ­თ­დე­ბა.

Sportall.Geრო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, არ უთა­მა­შია დი­ნა­მო­ელ­თა ახალ­წ­ვე­ულს და­ვით კვირ­კ­ვე­ლი­ას: 32 წლის მარ­ცხე­ნაფ­ლან­გელ­მა 17 ივნისს, შუ­ადღი­სას გა­ა­ფორ­მა კონ­ტ­რაქ­ტი იმ გუნ­დ­თან, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც 2003-04 წლებ­ში ყვე­ლაფ­რის მო­გე­ბა (სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­სი, "თა­ნა­მე­გობ­რო­ბის თა­სი") მო­ა­ხერ­ხა.

ასე­თი და­ნაკ­ლი­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც იყო ძი­რი­თად­ში ორი "ახა­ლი სა­ხის" გა­მო­ჩე­ნა: 20 წლის ლა­შა შინ­და­გო­რი­ძე თა­ვის­თ­ვის უჩ­ვე­უ­ლო, მარ­ჯ­ვე­ნა ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე ას­პა­რე­ზობ­და, უკ­რა­ი­ნე­ლი იგორ პრო­კუ­რო­რი კი "დი­ნა­მო­ში" სინ­ჯებ­ზეა.

სწო­რედ შინ­და­გო­რი­ძის გარ­ღ­ვე­ვას მოჰ­ყ­ვა პირ­ვე­ლი სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტი სტუ­მარ­თა კარ­თან, თუმ­ცა ჯა­ბა დვალ­მა ახ­ლო მან­ძი­ლი­დან ზუს­ტად ვერ და­არ­ტყა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე-11 წუთ­ზე მოხ­და, თუმ­ცა ამ დრო­ი­სათ­ვის ან­გა­რი­ში უკ­ვე გახ­ს­ნი­ლი იყო: "ში­რა­ქის" ლე­გი­ო­ნე­რებ­მა ეფექ­ტუ­რი კომ­ბი­ნა­ცია გა­ი­თა­მა­შეს, სე­ნე­გა­ლე­ლი და­მე დი­ო­პის პა­სით კოტ­დი­ვუ­ა­რე­ლი ის­მა­ელ ფო­ფა­ნა ჩვენს სა­ჯა­რი­მო­ში შე­იჭ­რა და ჯერ უს­ტა­რი­ცი გა­ა­ბი­თუ­რა, მე­რე კი ზუს­ტად და­არ­ტყა!

სხვა­თა შო­რის, ის­მა­ელ ფო­ფა­ნამ მატ­ჩის დე­ბი­უტ­ში­ვე გა­ი­ტა­ნა გო­ლი, მაგ­რამ თა­მაშ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო გა­უ­უქ­მეს.

სა­ერ­თო­დაც, პირ­ველ ტა­იმ­ში სტუმ­რე­ბი ბევ­რად უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ და, სულ მცი­რე, ორი სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტიც შექ­მ­ნეს: ერთ ეპი­ზოდ­ში კე­ნი­ე­ლი ჯორჯ ოდი­ამ­ბოს გარ­ღ­ვე­ვას გი­ვი კვა­რაცხე­ლია გა­და­ე­ღო­ბა, ტა­ი­მის მი­წუ­რულს კი, რო­ცა "დი­ნა­მო" მთე­ლი გუნ­დით წინ წა­ვი­და, "ში­რაქ­მა" სწრა­ფი კონ­ტ­რ­შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და კი­ნა­ღამ მე­ო­რე გო­ლიც გაგ­ვი­ტა­ნეს.

შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ "დი­ნა­მოს" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ერ­თ­დ­რო­უ­ლად 5 ახა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი შე­მო­ვი­და, ირაკ­ლი ლექ­ვ­თა­ძე კი პირ­ველ ტა­იმ­ში­ვე გა­მოჩ­ნ­და და მატ­ჩის ბო­ლომ­დე ერ­თობ აქ­ტი­უ­რიც გახ­ლ­დათ. თუმ­ცა, დი­ნა­მო­ელ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ­ნი ცენ­ტ­რა­ლუ­რი ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლე­ბი, 29 წლის პე­ტერ გრა­ი­ცი­ა­რი და 20 წლის გი­ორ­გი პა­პა­ვა გახ­ლ­დ­ნენ. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი მე­ტო­ქეს კონ­ტ­რი­ე­რი­შე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ხომ არ აძ­ლევ­და, ამას­თან, შე­ტე­ვა­შიც ხში­რად მი­დი­ო­და და შო­რი თუ სა­შუ­ა­ლო მან­ძი­ლი­დან ზე­დი­ზედ სამ­ჯერ სა­ხი­ფა­თოდ და­არ­ტყა.

ახალ­გაზ­რ­და "საყ­რ­დენს", ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს აქ­ტი­უ­რო­ბა და­უ­ფას­და: ელ­გუ­ჯა გრი­გა­ლაშ­ვილ­მა და გი­ორ­გი მი­ქა­ბე­რი­ძემ მე­ტო­ქის სა­ჯა­რი­მოს მი­სად­გო­მებ­თან ბევ­რი იბ­რ­ძო­ლეს, მე­რე კი პა­პა­ვამ ფე­ხის წვე­რით ბურ­თი მე­ტო­ქის კა­რის "ცხრი­ან­ში" გაგ­ზავ­ნა!

არა­ნაკ­ლებ "და­გე­ში­ლი" იყო გოლ­ზე გრა­ი­ცი­ა­რიც: სლო­ვა­კი ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლი ასე­ვე შო­რე­უ­ლი დარ­ტყ­მე­ბით ცდი­ლობ­და ბურთის გა­ტა­ნას, მაგ­რამ "ში­რა­ქის" მე­კა­რეს, არუ­თინ არუ­თი­ნი­ანს ვერ აჯო­ბა. გო­ლის შან­სი ჰქონ­დათ ჩის­კოს, გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ანს და ირაკ­ლი ლექ­ვ­თა­ძეს და სა­ერ­თო­დაც, უნ­და ით­ქ­ვას, რომ მე­ო­რე ტა­იმ­ში "დი­ნა­მოს" უპი­რა­ტე­სო­ბა აშ­კა­რა­ზე მე­ტი იყო.

აი, რაც შე­ე­ხე­ბა სტუმ­რებს, მხო­ლოდ ორ­ჯერ შე­მოგ­ვი­ტი­ეს და ორ­ჯერვე დი­ნა­მო­ელ­თა მარ­ცხე­ნა ფლან­გი "ჩა­ვარ­და", - არა­და, ორი­ვე ეპი­ზოდ­ში სტუმ­რებს და­მაგ­ვირ­გ­ვი­ნე­ბელ ფა­ზა­ში ოდ­ნავ მე­ტი სი­ზუს­ტე რომ გა­მო­ე­ჩი­ნათ, თბი­ლი­სი­დან გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი წა­ვი­დოდ­ნენ. მით უფ­რო, რომ ბო­ლო მო­მენ­ტი მსა­ჯის მი­ერ და­მა­ტე­ბულ წუ­თებ­ში შექ­მ­ნეს.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


სა­ბო­ლო­ოდ კი ისე­თი შე­დე­გი და­ფიქ­სირ­და, ასე­თი ში­ნა­არ­სის მატ­ჩე­ბი­სათ­ვის რომ არის "და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი". სა­ერ­თო­დაც, მთე­ლი მატ­ჩი უაღ­რე­სად კო­რექ­ტუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ აი, მო­ედ­ნის მიღ­მა კი ვერ მოხ­და კარ­გი ამ­ბა­ვი: შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის მე­რე "დი­ნა­მო­სა" და "ში­რა­ქის" ფა­ნებ­მა იჩხუ­ბეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
თბილისის "დინამოს" ავსტრიული შეკრების სპარინგ-პარტნიორები ცნობილია
დუშან უჰრინი: არ ვფიქრობ, რომ ქართველებს განსხვავებული მენტალიტეტი გაქვთ
რომან ფიფია: არ ვითამაშებთ იმ ქალაქში, სადაც ნორმალური მოედანი არ იქნება
თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვერ გავალთ ვერააააააააააააააააააააა!!!! ეს არის გუნდის გაძლიერება?
maqsime mesxi
14:56 18-06-2013
0
უცხოურ გვარებს რომ ვკითხულობ 70-იანი წლები მახსენდება. ბ-ნი კოტე მახარაძე გადმოსცემდა კალათბურთის მატჩს და ასე ამბობდა: "პირდაპირ ცეცხლი დაანთეს ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქის მოედანზე - მილოვიდოვი, კაპუსტინი, დერიუგინი, ბოროდაჩევი, სტყორცნის, არის.
merabi
11:50 18-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული