გორის "დილა" ნუკრი რევიშვილსა და გიორგი ბერიაშვილთან ჯერ ისევ თათბირობს

AutoSharing Option
21 ივნისს გორის "დილამ" ორი საკონტროლო შეხვედრა ითამაშა სხვადასხვა შემადგენლობით. შუადღეს გორელთა მეტოქე ქვედალიგელი UC BESTI იყო, აფრიკელი ლეგიონერებით დაკომპელქტებული გუნდი.

"დილამ" 6:0 მოიგო, დუბლი შეასრულეს კონსტანტინე გაბაშვილმა და ნიკოლოზ სადაღაშვილმა, თავი თენგიზ წიქარიძემ და ნესტორ ლომიძემაც გამოიჩინეს.

"დილამ" ამ შემადგენლობით ითამაშა: ლეგაშვილი, გაბარაევი, ი. ლომიძე, წულაია, პ.ხორგუაშვილი, ვ.ხორგუაშვილი, გოგინაშვილი, წიქარიძე, სადაღაშვილი, გაბაშვილი, დიასამიძე. შეცვლაზე შევიდნენ: დრიაევი, ნ. ლომიძე, ნოზაძე.

საღამოს 18 საათზე კი "დილას" მეტოქე უკვე ასევე ქვედალიგელი "ზოოვეტი" იყო. "დილამ" 5:0 გაიმარჯვა, ირაკლი მოდებაძემ დუბლი მიითვალა, დავით ბოლქვაძემ
პენალტით გაიტანა, "ზოოვეტი" ირაკლი მაისურაძემ და მიხეილ გორელიშვილმაც დაამწუხრეს.

21 ივნისს საღამოს მატჩში "დილამ" ესენი ათამაშა: შეყრილაძე, ღონღაძე, კვახაძე, გაგნიძე, გურული, დოლიძე, გვალია, ბოლქვაძე, აბურჯანია, გორელიშვილი, მოდებაძე. შეცვლაზე შევიდნენ: მაისურაძე, ალადაშვილი, ხიზანეიშვილი.

"დილა" ორ დღეს დაისვენებს და ვარჯიშს ორშაბათიდან განაახლებს.

"დილას" არც ერთ შეხვედრაში არ უთამაშიათ ნუკრი რევიშვილსა და გიორგი ბერიაშვილს. ამის მიზეზი ის არის, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მათთან მოლაპარაკებას აწარმოებს და კონტრაქტებიც ჯერ არ არის გაფორმებული.

რაც შეეხება გიორგი კახელიშვილის, გიორგი ილურიძისა და გულვერდ თომაშვილის არყოფნას, მათ მიკროტრავმა აწუხებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სამზადისი. გორის "დილა": თუ პირობებზე შეთანხმდებიან
ნუკრი რევიშვილი გორის "დილაში"?
გორის "დი­ლა­ში" თეიმურაზ ღონ­ღა­ძე და კონსტანტინე გა­ბაშ­ვი­ლიც გა­მოჩ­ნ­დ­ნენ
არამხოლოდ ახალგაზრდული ჟინით - გიორგი დევდარიანი გორის "დილაში"
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული