გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე რუმინულ "ვიტორულს" დაუზავდა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფი გორის "დილა" გასულ უქმეებზე რუმინულ "ვიტორულს" გაეჯიბრა და 1:1 ითამაშა.

"დილა" პირველ ტაიმში დაწინაურდა: მიხეილ გორელიშვილმა ირაკლი მოდებაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, გორელთა თავდამსხმელი წააქციეს და 11-მეტრიანი მოდებაძემ შეასრულა ზუსტად.

პირველი ტაიმის მიწურულს რუმინელებმა ანგარიში გაათანაბრეს.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ "ვიტორული" რუმინეთის თვრამეტგუნდა ჩემპიონატში მე-13 ადგილზე გავიდა, ამ კლუბის მფლობელი კი ლეგენდარული გეორგე ჰაჯი გახლავთ.

მეორე ტაიმში "დილას" კიდევ შეეძლო გოლის გატანა, თუმცა გიორგი ილურიძემ, გეგა დიასამიძემ და რატი ალექსიძემ შანსები ვერ გამოიყენეს.

"დილას" შემადგენლობა ასეთი იყო: რევიშვილი,
ალადაშვილი, კობახიძე (ხიზანეიშვილი 46), თომაშვილი, გურული, ღონღაძე, დ. ბოლქვაძე (დიასამიძე 60), გვალია, დოლიძე (ილურიძე 46), გორელიშვილი, მოდებაძე (ალექსიძე 65).

რუმინელებამდე "დილა" აზერბაიჯანულ "სიმურგს" გაეჯიბრა. გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილ ზაქათალელებთან "დილამ" 3:3 ითამაშა. ორი გოლი მოდებაძემ გაიტანა, ერთიც - გიორგი გურულმა.

თურქული შეკრების მომდევნო ამხანაგური მატჩი "დილას" ირანის ჩემპიონთან, თეირანის "ესტეგლალთან" აქვს დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილას" მეტოქე დანიურმა "ოლბორგმა" სპარინგში იმარჯვა
გორის "დილა" შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა
გიორგი დევდარიანი: რატომ უნდა გავიდეს "დილა" ევროპალიგის მომდევნო ეტაპზე?!
გიორგი დევდარიანი: "დილას" ამოცანა, პირველ რიგში, ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლაა
წილისყრა. გორის "დილა": პიონტეკი და მუშათა კლასი
გორის "დილა" სელექციას აგრძელებს - გუნდში მამუკა კობახიძეც მივიდა
რატი ალექსიძემ გორის "დილაში" ივარჯიშა
გორის "დილას" განცხადება დაფინანსებასთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 1 /
დილაო ჰეე, წარმატებები ბიჭებს წინ დიდი მატჩები ველის გაგვახარეთ კიდევ ბევრჯერ.
bibo
14:12 08-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული