გორის "დილა" ზაქათალის "სიმურგთან" მეორედაც ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფი გორის "დილა" ზაქათალის "სიმურგს" ხელმეორედ გაეჯიბრა: პირველი შეხვედრა 3:3 დასრულდა და მეორეშიც ფრე დაფიქსირდა - 1:1.

"დილა" პირველ ტაიმში დაწინაურდა - ოთარ ხეზანეიშვილმა ოცდახუთიოდე მეტრიდან ეფექტურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა.

"დილას" არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა დამაგვირგვინებელ მომენტში მოისუსტებდა.

"დილას" სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: შეყრილაძე, ალადაშვილი, გაბარაევი, ხიზანეიშვილი, გაგნიძე, დიასამიძე, ვ. ხორგუაშვილი, პ. ხორგუაშვილი, გოგინაშვილი, სადაღაშვილი, გაბაშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: ილურიძე, გორელიშვილი, დოლიძე.

9 ივლისს "დილა" თურქეთის ერთ-ერთ ქვედალიგელს გაეჯიბრება. გორელებს დაგეგმილი ჰქონდათ შეხვედრა ირანის ჩემპიონ "ესტეგლალთან", თუმცა ეს
მატჩი არ გაიმართება და სანაცვლოდ, "დილა" ერთ-ერთ რუმინულ გუნდს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე რუმინულ "ვიტორულს" დაუზავდა
გორის "დილას" მეტოქე დანიურმა "ოლბორგმა" სპარინგში იმარჯვა
გორის "დილა" შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა
გიორგი დევდარიანი: რატომ უნდა გავიდეს "დილა" ევროპალიგის მომდევნო ეტაპზე?!
გიორგი დევდარიანი: "დილას" ამოცანა, პირველ რიგში, ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლაა
წილისყრა. გორის "დილა": პიონტეკი და მუშათა კლასი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული