გიორგი დევდარიანი: "ოლბორგთან" ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია

AutoSharing Option
გორის "დილა" ახლახან დაბრუნდა თურქული შეკრებიდან.

"დილა" წინა სეზონის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და ევროპალიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს - 18 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დანიურ "ოლბორგს" უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრას კი 25 ივლისს გამართავს.

"დილა" ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა გიორგი დევდარიანის გუნდმა ურიგო შევსება როდი მიიღო და "ოლბორგთან" მატჩისთვის უშანსოდ ნამდვილად არ უნდა იყოს. მთავარი ალბათ ის არის, მოკლე დროში რამდენად მოხერხდა ახალი გუნდის ჩამოყალიბება "დილაში".

გორელთა მთავარ მწვრთნელ გიორგი დევდარიანს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- რამდენად
კმაყოფილი ხართ თურქული შეკრებით?

- უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, თუმცა უკეთესი იქნებოდა, რომ უფრო ძლიერ სპარინგ-პარტნიორებთან გვეთამაშა, რადგან ასე უფრო კარგად გამოჩნდებოდა ჩვენი ნაკლოვანებები.

- და რა სისუსტეები დაინახეთ "დილაში"?
- საკონტროლო შეხვედრებში ნაწილობრვ გამოჩნდა ჩვენი სუსტი მხარეები, მაგალითად, პრობლემა იყო საგოლე მომენტების რეალიზაცია.

- თურქეთში წასვლამდე "დილამ" არცთუ ცოტა ახალი ფეხბურთელი დაიმატა - ახალწვეულებით კმაყოფილი დარჩით?
- კი, ახალწვეულებით კმაყოფილი დავრჩი. ნუკრი რევიშვილი ვარჯიშიდან ვარჯიშამდე უმატებდა, თურქული შეკრების ბოლო ამხანაგური შეხვედრა კი ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. გია გეგუჩაძის რეკომენდაციით ავიყვანეთ გიორგი გურული. ეს ფეხბურთელი მანამდე რამდენიმე მატჩში მყავდა ნანახი, თუმცა მასზე სრული ინფორმაცია არ მქონდა და თურქეთში მან ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი.

თურქეთში კარგად გაისარჯნენ გრიგოლ დოლიძე და დავით ბოლქვაძეც.

- რატი ალექსიძის ახლანდელი სპორტული ფორმა რამდენად დამაკმაყოფილებელია?
- ალექსიძე ნელ-ნელა შედის ფორმაში. ის ჩვენთვის დიდი ძალაა. თუნდაც ის რად ღირს, რომ ეს ფეხბურთელი გუნდში ძალიან კარგ აურას ქმნის.

- ცალკე უნდა გკითხოთ გიორგი ილურიძეზე. ამ 21 წლის შემტევს სპეციალისტები ყოველთვის აქებდნენ და ახლა თუ დადგა ისეთი მომენტი, რომ ილურიძემ გუნდის იერიშების წარმართვა მოახერხოს?
- ილურიძეს ინდივიდუალური თამაშით შეუძლია, რომ შეხვედრაში 3-4 საგოლე მომენტი შექმნას. ძალიან ძლიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება, თუ საგოლე მომენტების რეალიზაციაში უკეთესად იმოქმედებს.

- რა შთაბეჭდილება დაგრჩათ თურქული შეკრების შემდეგ - "დილას" დანიურ "ოლბორგთან" ტოლ-სწორად თამაში შეუძლია?
- კი, ნამდვილად შეუძლია.

- "ოლბორგთან" თბილისურ მატჩამდე ამხანაგურ მატჩს აღარ ითამაშებთ?
- არა, მხოლოდ ვარჯიშებით შემოვიფარგლებით, წვრთნას 13 ივლისს განვაახლებთ.

- შეიძლება იმის თქმა, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე "დილაში" ფეხბურთელების სელექცია დასრულდა?
- არა, შესაძლოა, კიდევ დავიმატოთ ახალი ფეხბურთელები.

- მაინც რა პოზიციების გაძლიერებას აპირებთ?
- არც ერთ გუნდს არც ერთ პოზიციაზე არასდროს აწყენს გაძლიერება.

- თურქეთში გამართულ საკონტროლო შეხვედრებში მეტწილად რა განლაგებას ეყრდნობოდით?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი დევდარიანი: რატომ უნდა გავიდეს "დილა" ევროპალიგის მომდევნო ეტაპზე?!
გიორგი დევდარიანი: "დილას" ამოცანა, პირველ რიგში, ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლაა
გორის "დილამ" თურქულ შეკრებაზე "სანლიურფასფორი" 3:1 დაამარცხა
გორის "დილა" ზაქათალის "სიმურგთან" მეორედაც ფრეს დასჯერდა
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე რუმინულ "ვიტორულს" დაუზავდა
გორის "დილას" მეტოქე დანიურმა "ოლბორგმა" სპარინგში იმარჯვა
გორის "დილა" შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა
წილისყრა. გორის "დილა": პიონტეკი და მუშათა კლასი
მკითხველის კომენტარები / 3 /
დილაოო ჰეე წარმატეებს გისურვებთ ღმერთმა დაგლოცოთ აბა კიდევ ერთხელ გაგავახარეთ, დილაო ჰეე ვიმარჯვებთ ჩვენ დილაოო ჰეეეეე, დილაოო ჰეეეეეე. დილას გადამკვდარი ფანი.
bibo
14:34 12-07-2013
0
წარმატება გორის დილას.ბ-ნო გიორგი უფრო მეტი ოპტიმიზმი და წარმატება იქნება გორი ტქვენს გვერდიტ არის.აბა ტქვენ იციტ ბიჭებო-გივი გაგნიძე
გივი გაგნიძე
15:42 12-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული