ცნობილია, რომ 16 ივლისს გორის "დილას" ტექნიკური სპონსორი ოფიციალურად სპორტული ეკიპირების ფირმა "სალერი" გახდება, რომელიც გუნდის შემოსვაზე იზრუნებს.
რაც შეეხება გენერალურ სპონსორს, მისი სახელი საზოგადოებისთვის 17 ივლისს გახდება ცნობილი. იმავე დღეს მოხდება კიდევ ორი ტექნიკური სპონსორის წარდგენაც. ერთ-ერთი მათგანი მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის კომპანია იქნება.
"სპონსორების მოზიდვა პირადი კონტაქტების მეშვეობით მოხერხდა. გორის "დილა" საკმაოდ სიმპათიური
"სალერის" წარდგენის შემდეგ, 17 ივლისს, 16:30 საათზე, ვარჯიშის წინ მოხდება საზოგადოებისთვის გენერალური სპონსორისა და კიდევ ორი ტექნიკური სპონსორის წარდგენა.
ეს საკმაოდ სერიოზული პროექტია და რაც მთავარია, ჩვენი გენერალური სპონსორის კომპანიის მფლობელი ძველი მეკარეა და ამას არა ბიზნესის, არამედ ფეხბურთის სიყვარულის გამო აკეთებს, რომლის ვინაობას ოთხშაბათს გაიგებთ", - თქვა გორის "დილას" სპორტულმა დირექტორმა გია ისიანმა Sportall.ge-სთან საუბარში.
მისივე თქმით, 17 ივლისს საზოგადოება გუნდის ახალ ფეხბურთელს, ერიკ გაბარაევსაც გაიცნობს, რომელიც "დილასთან" ერთად შეკრებაზე იყო და ამჟამად გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
ერიკ გაბარაევს თამარაშენის "ლიახვშიც" უთამაშია, ბოლოს კი რუსეთის ქვედალიგელ "სტავროპოლში" ირიცხებოდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს "დილა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიურ "ოლბორგს" უმასპინძლებს.