გია ისიანი: გორის "დილას" გენერალური და ტექნიკური სპონსორები ეყოლება

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ გორის "დილათი", რომელიც აქამდე მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსების იმედად იყო, კერძო სექტორი დაინტერესდა. კლუბს გენერალური და რამდენიმე ტექნიკური სპონსორი ეყოლება, რასაც გუნდის გაძლიერებაც მოჰყვება.

ცნობილია, რომ 16 ივლისს გორის "დილას" ტექნიკური სპონსორი ოფიციალურად სპორტული ეკიპირების ფირმა "სალერი" გახდება, რომელიც გუნდის შემოსვაზე იზრუნებს.

რაც შეეხება გენერალურ სპონსორს, მისი სახელი საზოგადოებისთვის 17 ივლისს გახდება ცნობილი. იმავე დღეს მოხდება კიდევ ორი ტექნიკური სპონსორის წარდგენაც. ერთ-ერთი მათგანი მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის კომპანია იქნება.

"სპონსორების მოზიდვა პირადი კონტაქტების მეშვეობით მოხერხდა. გორის "დილა" საკმაოდ სიმპათიური
გუნდია და მაისურზე გაკეთებულ სპონსორთა სახელებს არ შეარცხვენს.

"სალერის" წარდგენის შემდეგ, 17 ივლისს, 16:30 საათზე, ვარჯიშის წინ მოხდება საზოგადოებისთვის გენერალური სპონსორისა და კიდევ ორი ტექნ
იკური სპონსორის წარდგენა.

ეს საკმაოდ სერიოზული პროექტია და რაც მთავარია, ჩვენი გენერალური სპონსორის კომპანიის მფლობელი ძველი მეკარეა და ამას არა ბიზნესის, არამედ ფეხბურთის სიყვარულის გამო აკეთებს, რომლის ვინაობას ოთხშაბათს გაიგებთ",
- თქვა გორის  "დილას"  სპორტულმა დირექტორმა გია ისიანმა Sportall.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, 17 ივლისს საზოგადოება გუნდის ახალ ფეხბურთელს, ერიკ გაბარაევსაც გაიცნობს, რომელიც "დილასთან" ერთად შეკრებაზე იყო და ამჟამად გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ერიკ გაბარაევს თამარაშენის "ლიახვშიც" უთამაშია, ბოლოს კი რუსეთის ქვედალიგელ "სტავროპოლში" ირიცხებოდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს "დილა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიურ "ოლბორგს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არა ბოლოში დასასრული კარგი აქვს:)))
Nikoloz
15:55 15-07-2013
0
თუნს კი არა ოლბორგს
guti 14
16:04 15-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული