"პატარა დინამო" ჩემპიონთა თასის ფინალურ ეტაპზე

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის 2001 წელს დაბადებულმა ბავშვებმა პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვეს. პატარა დინამოელები თურქეთის ქალაქ ანტალიაში ასაკობრივი ჩემპიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობდნენ.

ტურნირს რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" აფინანსებს და შესაბამისად, ამ კომპანიის სახელობისაა მთავარი ტროფეიც.

სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილებმა დამაჯერებლად ითამაშეს და მეტოქეებს არანაირი შანსი არ დაუტოვეს - "გალათასარაი" 4:1, სოფიის "სლავია" 4:0, "ანტალიასფორი" 11:1, ბაქოს "ინტერი" - 5:0.

ამგვარად, პატარა დინამოელებმა "ლუკოილის თასის" გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს და გავიდნენ ასაკობრივი ჩემპიონთა თასის ფინალურ ეტაპზე, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება.

ტურნირის
საუკეთესო ფეხბურთელად დინამოელი ზუკა დავითაშვილი დაასახელეს, საუკეთესო ნახევარმცველად კი - გიორგი მოისწრაფიშვილი. დავითაშვილს კიდევ ერთი პრიზი ხვდა წილად - 9 გოლით "ლუკოილის თასის" საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. სხვათა შორის, ის მთავარი მწვრთნელის ვაჟი გახლავთ.

დინამოელები თურქეთში ამ შემადგენლობით იმყოფებოდნენ: ხარშილაძე, კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ჭავჭანიძე, ბოგვერაძე, მაღალდაძე, დავითაშვილი, მოისწრაფიშვილი, გაგუა, აზაროვი, თვალოძე, ქაჯაია, ქველაძე, ლომთაძე, გოდერძიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზოგს კიდევ 100ლარი ეძვირება ამათგაწვრთნაში და აკადემიის ინგლისიდან ჩამოსულ მთავარ მწვრთნელს უწუნებს!
vova
12:23 22-08-2013
0
თქვენ გენაცვალეთ!!! გადაუარეს ყველას!
zviad
20:36 21-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული