რო­გორ შე­უ­რიგ­და რევაზ ძო­ძუ­აშ­ვი­ლი ზვიად სი­ჭი­ნა­ვას...

AutoSharing Option
უკ­ვე ვწერ­დით, რომ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ რე­ვაზ ძო­ძუ­აშ­ვილს ნაკ­რე­ბი გუნ­დე­ბის სე­ლექ­ცი­ო­ნე­რის პოს­ტი შეს­თა­ვა­ზა.

68 წლის სპე­ცი­ა­ლის­ტი საქ­მი­ა­ნო­ბას 1 სექ­ტემ­ბ­რი­დან შე­უდ­გე­ბა. ალ­ბათ, ეს სწო­რედ მის­თ­ვის მორ­გე­ბუ­ლი შტა­ტია, რად­გან ფეხ­ბურ­თ­ში ჩა­ხე­დუ­ლი ხალ­ხი დაგ­ვე­თან­ხ­მე­ბა, რომ "მი­ხი­ჩა" მო­თა­მა­შეს, რო­გორც იტყ­ვი­ან, კო­ჭებ­ში ცნობს.

ძო­ძუ­აშ­ვილ­მა თა­ვის სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ი­ა­რა. სწო­რედ მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა თა­ვის დრო­ზე ყვე­ლას­თ­ვის უც­ნო­ბი ლატ­ვი­უ­რი "სკონ­ტოს" გაძ­ლი­ე­რე­ბა. მე­რე იყო ლატ­ვი­ის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­უ­ტა­ნა. ამ ნაკ­რებ­მა ევ­რო­პის 2004 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე რომ იას­პა­რე­ზა, ეს გზა ძო­ძუ­აშ­ვი­ლის გაკ­ვა­ლუ­ლი­ცაა.

სხვა­თა შო­რის,
2008/09 წლებ­ში ბა­ტო­ნი რე­ზო წვრთნი­და ყა­რა­ღან­დის "შახ­ტი­ორს", რო­მე­ლიც ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მიმ­დი­ნა­რე გა­თა­მა­შე­ბა­ში ჯგუ­ფურ ეტაპს მი­უ­ახ­ლოვ­და...

ძო­ძუ­აშ­ვი­ლი "ლე­ლოს" თა­ვის ახალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე უსა­უბ­რა...

- გი­ლო­ცავთ ფეხ­ბურ­თ­ში დაბ­რუ­ნე­ბას!..
- ჯერ ჩე­მი სა­კითხი გა­დაწყ­ვე­ტი­ლი არ არის, მაგ­რამ მითხ­რეს, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას 1 სექ­ტემ­ბ­რი­დან გა­ვა­ფორ­მებთ. მი­ხა­რია, რომ მი­მიწ­ვი­ეს. სულ ვამ­ბობ­დი, რომ ქარ­თულ ფეხ­ბურთს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბო­და ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა. ეს არ იყო ჩე­მი ახი­რე­ბა და არც იმის მცდე­ლო­ბა, რომ რა­ი­მე ად­გი­ლი მე­პოვ­ნა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ყო­ფი­ლან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ეს­მით - ხურ­ცი­ლა­ვას, ჩი­ვა­ძის, ძო­ძუ­აშ­ვი­ლი­სა და სხვა ვე­ტე­რა­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ისევ ჩვენს ფეხ­ბურთს წა­ად­გე­ბა. ასეა კი­ე­ვის "დი­ნა­მო­ში", სა­დაც ვე­ტე­რა­ნებს თვა­ლის ჩი­ნი­ვით უფ­რ­თხილ­დე­ბი­ან.

ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რე­ბი აიღეთ - სკო­ლა­რის ასის­ტენ­ტე­ბად მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე ნა­მუ­შე­ვა­რი მწვრთნე­ლე­ბი მი­უს­ვეს. გა­მოც­დი­ლე­ბა არ უნ­და და­ი­კარ­გოს.

- თქვე­ნი და­ნიშ­ვ­ნა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც 2011 წელს სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში" მოხ­და. მა­შინ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვას და­უ­პი­რის­პირ­დით...
- ქარ­თ­ვე­ლე­ბი ემო­ცი­უ­რი ხალ­ხი ვართ და მა­შინ მეც ზედ­მე­ტი მო­მი­ვი­და. მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, რომ გა­უ­გებ­რო­ბა იყო. მე ჩაწყო­ბილ მატ­ჩებ­ში მო­ნა­წი­ლე ფეხ­ბურ­თე­ლებ­სა და კლუ­ბე­ბის პრე­ზი­დენ­ტებ­ზე ვთქვი - მათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნ­და იწ­ვა­ლონ-მეთ­ქი, არა­და, ზვი­ად­მა ეს სა­კუ­თარ თავ­ზე მი­ი­ღო. მე­რე შევ­ხ­ვ­დი, და­ვი­ლა­პა­რა­კეთ, ორი­ვეს ერ­თი და იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი გვა­დარ­დებს. ერ­თ­მა­ნე­თი გა­ვი­ცა­ნით და უსი­ა­მოვ­ნე­ბაც წარ­სულს ჩა­ბარ­და.

- ნაკ­რე­ბი გუნ­დე­ბის სე­ლექ­ცი­ო­ნე­რი მუდ­მი­ვად მოძ­რა­ო­ბა­ში უნ­და იყოს, შე­სა­ბა­მი­სად, სახ­ს­რე­ბი დაგ­ჭირ­დე­ბათ. ფე­დე­რა­ცია ამას უზ­რუნ­ველ­ყოფს?
- ჯერ არც ვი­ცი, რა პი­რო­ბებ­ზე ვი­მუ­შა­ვებ. არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ მქო­ნია და ჩე­მი­ვე სახ­ს­რე­ბით ბევრს ვმოძ­რა­ობ­დი. სე­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბა ჩემ­თ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ ქარ­თულ ფეხ­ბურთს უფ­რო აქ­ტი­უ­რად ვემ­სა­ხუ­რო. კა­რი­ე­რა რომ და­ვამ­თავ­რე, მსა­ჯო­ბა და­ვიწყე, მე­რე არ­მი­ის გუნ­დ­ში ჯა­რის­კა­ცებს ვა­ვარ­ჯი­შებ­დი. ეს საქ­მე არ მე­ზა­რე­ბა, რად­გან მიყ­ვარს ფეხ­ბურ­თი და მი­სი სხვა კუთხი­დან შეს­წავ­ლა მსურ­და. ნი­ჭი­ე­რი ბავ­შ­ვე­ბის ძებ­ნა ყო­ველ­თ­ვის მა­ხა­რებ­და და ახ­ლა რა­ღა და­მიდ­გე­ბა წინ?

- კლუბ­სა და ოფი­ცი­ა­ლურ სტრუქ­ტუ­რებ­ში 2010 წლი­დან არ გი­მუ­შა­ვი­ათ. ამ პე­რი­ოდ­ში რას საქ­მი­ა­ნობ­დით?
- იცით, რომ მი­მუ­შა­ვია სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ლატ­ვი­ის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბებ­ში, ქარ­თულ, რუ­სულ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ, ლატ­ვი­ურ, უკ­რა­ი­ნულ, ყა­ზა­ხურ და სა­უ­დის არა­ბე­თის კლუ­ბებ­შიც კი. თუმ­ცა 2010 წლი­დან, "თა­ვუ­ზი­დან" წა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, კლუბ­ში აღა­რა­ვის მი­ვუწ­ვე­ვი­ვარ.

მაგ­რამ ფეხ­ბურ­თის გა­რე­შე ერ­თი სა­ა­თიც არ მიცხოვ­რია. ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე ძო­ძუ­აშ­ვი­ლის აკა­დე­მია, სა­დაც უგუნ­დო ფეხ­ბურ­თე­ლებს მო­ვუ­ყა­რე თა­ვი. სტა­დი­ო­ნი არ მქონ­და და ამი­ტომ, ჯერ "დი­ნა­მო არე­ნის" სა­თა­და­რი­გო მო­ე­დან­ზე ვვარ­ჯი­შობ­დით, შემ­დეგ იპოდ­რომ­ზე. ცალ­კე აფ­რი­კე­ლე­ბის გუნ­დიც მყავ­და...

ხომ იცით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი უპატ­რო­ნო ბავ­შ­ვია, გუნ­დი კი - ცო­ტა და გუნ­დ­ში ხომ ყვე­ლა ვერ ეწყო­ბო­და. ზუს­ტად ასე­თებს ვეხ­მა­რე­ბო­დით. მა­გა­ლი­თად, არ­სად არ ირიცხე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი, 24 წლის გი­ორ­გი ჭე­დია, რო­მე­ლიც "მე­ტა­ლურ­გ­ში" სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ჩვენ­თან ვარ­ჯი­შობ­დ­ნენ მე­კა­რე მაქ­სი­მე ქვი­ლი­თაია, ზა­ალ ელი­ა­ვა, გი­ორ­გი თექ­თურ­მა­ნი­ძე, ახ­ლა­ხან - ვა­ლე­რი აბ­რა­მი­ძეც.

სხვა­თა შო­რის, თექ­თურ­მა­ნი­ძე "დი­ნა­მო­ში" ჩვენ­თან ამ­ხა­ნა­გუ­რი თა­მა­შის შემ­დეგ აიყ­ვა­ნეს. აბა, ასე­თი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და?! ფაქ­ტობ­რი­ვად, ქუ­ჩი­დან მო­ვიყ­ვა­ნეთ 17 წლის თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი გი­ორ­გი გი­ორ­გა­ძე, რომ­ლი­თაც ერთ-ერ­თი ინ­გ­ლი­სუ­რი კლუ­ბი და­ინ­ტე­რეს­და.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, ქარ­თულ კლუ­ბებ­ში რა­ტომ აღარ გიწ­ვევ­დ­ნენ?
- იყო დრო, ძო­ძუ­აშ­ვი­ლი კი არა, სა­ერ­თოდ, გა­მოც­დი­ლი ხალ­ხი აღარ სჭირ­დე­ბო­დათ. თო­რემ, თა­ვად ყო­ველ­თ­ვის ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თ­ვის ვცხოვ­რობ­დი. კარ­გად მახ­სოვს, რუ­სეთ­ში ვმუ­შა­ობ­დი, რო­ცა ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს" გა­უ­ჭირ­და. ძმებ­მა კო­დუ­ებს ჩე­მი თა­ვი ურ­ჩი­ეს და რუ­სუ­ლი გუნ­დი და­უ­ფიქ­რებ­ლად მი­ვა­ტო­ვე.

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იმა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, რომ ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თ­ვის გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა და ახ­ლა ეს შან­სი მო­მე­ცა. თუ მწვრთნე­ლად არა­ვის ვჭირ­დე­ბი, აგერ, სე­ლექ­ცი­ო­ნე­რად მიხ­მეს და დავ­თან­ხ­მ­დი. მსა­ჯო­ბა არ მი­თა­კი­ლია და სე­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბა­ზე უარს ვიტყო­დი?!

- თქვე­ნი აზ­რით, ჩრდილ­ში ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი მო­თა­მა­შეა?
- ეზო-ეზო და სო­ფელ-სო­ფელ დავ­დი­ვარ, რად­გან ასე­თი ბევ­რი გვყავს. ზო­გი ფეხ­ბურ­თი­დან გა­ჭირ­ვე­ბის გა­მო მი­დი­ო­და, ზოგს სა­ო­პე­რა­ციო ფუ­ლი არ ჰქონ­და და ასე შემ­დეგ. უჭირს ხალხს... ისე­თი ნი­ჭი­ე­რი მო­თა­მა­შე­ე­ბი აღ­მო­მი­ჩე­ნია...

- თქვე­ნი აზ­რით, დღეს ნაკ­რე­ბი გუნ­დე­ბის სე­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბი რო­გორ მუ­შა­ო­ბენ?
- ქეც­ბაია, ჩი­ვა­ძე, ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბის მწვრთნე­ლე­ბი სულ ძი­ე­ბა­ში არი­ან და მეც გვერ­დ­ში და­ვუდ­გე­ბი. თუ გა­იხ­სე­ნებთ, სა­დაც მი­მუ­შა­ვია, ნაკ­რებს მო­თა­მა­შე­ებს ყო­ველ­თ­ვის ვუზ­რ­დი­დი. კო­ბი­აშ­ვი­ლი, კა­ლა­ძე, აშ­ვე­თია, ასა­თი­ა­ნი, სი­ლა­გა­ძე, ჩა­ლა­ძე... რო­მე­ლი ერ­თი ჩა­მოვ­თ­ვა­ლო? ან პერ­ტია მწვრთნე­ლად ვინ გა­ზარ­და? ფე­დე­რა­ცი­ა­საც არ აქვს იმ­ხე­ლა ფუ­ლი, ვინ­მე უცხო­ეთ­ში მყოფ ქარ­თ­ვე­ლებს სის­ტე­მა­ტუ­რად რომ და­აკ­ვირ­დეს, თო­რემ მუ­შა­ო­ბა არა­ვის ეზა­რე­ბა.

რა გგო­ნი­ათ - ქინ­ქ­ლა­ძე­ე­ბი და არ­ვე­ლა­ძე­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღარ არი­ან? და თუ ვინ­მე მო­მე­წო­ნე­ბა, ნაკ­რე­ბის მწვრთნელს ვურ­ჩევ და ხელ­საც მო­ვა­წერ, რომ ის ფეხ­ბურთს ითა­მა­შებს, რად­გან ჩე­მი ამორ­ჩე­უ­ლი 10 კა­ცი­დან 9 ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და.

გი­გა ნო­რა­კი­ძის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი ჭა­ობ­ში იყო და ისე­თი ტა­ლან­ტე­ბი დავ­კარ­გეთ, დღემ­დე ვერ მო­მი­ნე­ლე­ბია. მე ვალ­დე­ბუ­ლიც ვარ, ჩვენს ფეხ­ბურთს და­ვეხ­მარო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რევაზ ძოძუაშვილი ფეხბურთში ბრუნდება
რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას
რევაზ ძოძუაშვილი: თემურ ქეცბაია ამ წრეს სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს
"ყველა ქართველ პრეზიდენტს ადვილად სამართავი მწვრთნელი სჭირდება"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ესე იგი ხელფასს 1 სექტემბრიდან მისცემენ?
tedo
16:25 25-08-2013
0
ერთი ამ ვეტერანების გაკეთებული საქმე გვანახა. ახლა რომ ფეხბურთს თამაშობენ, რომ დაამთავრებენ თამაშს, მათაც ვეტერანები ერქმევათ და პრეტენზია გაუჩნდებათ მე ვიცი ფეხბურთიო!
axlabeda
18:42 25-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული