როგორც იცით, ავსტრიული ბუნდესლიგის ბოლო უქმეებზე "რაპიდმა" საკუთარ მოედანზე "გრიოდიგთან" 0:1 წააგო. ამ შეხვედრაში ტრავმა მიიღო ნახევარმცველმა, 33 წლის ჩერნოგორიელმა ნახევარმცველმა ბრანკო ბოშკოვიჩმა, რომელიც შინ დარჩა.
სხვა მხრივ კი, "რაპიდის" მწვრთნელ ზორან ბარიშიჩის განკარგულებაში ყველა ის ფეხბურთელია, რომელიც ვენური მატჩის განაცხადში იყო:
მეკარეები: იან ნოვოტა, სამუელ რადლინგერი;
მცველები: კრისტოფერ ტრიმელი, კრისტოფერ დიბონი, მარიო ზონლაიტნერი, თომას შრამელი, მარიო პაველიჩი, ლუკას დენერი, შტეფან პალა, ჰარი პიხლერი;
ნახევარმცველები: ტანოს პეცოსი,
თავდამსხმელები: ტერენს ბოიდი, მარსელ ზაბიცერი.
გულშემატკივრებს კი ვეტყვით, რომ "დილა"-"რაპიდის" მატჩის ბილეთები უკვე იყიდება.
როგორც "დილას" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ელექტრონული ბილეთების შესაძენად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებს 13 საათიდან უნდა მიაკითხოთ. ბილეთების ფასი 3 და 5 ლარია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რაპიდი-დილა 1:0 - თამაში ავანტიურის გარეშე [VIDEO]
გიორგი დევდარიანი: თუ აუცილებელი გახდა, ვა-ბანკზეც წავალთ
ლაშა გვალია: "დილა" ევროპის ლიგის ჯგუფში - წარმოგიდგენიათ, რა იქნება?
სწრაფი, ბასრი და იღბლიანი გრიგოლ დოლიძე: წილისყრამ გაგვიმართლა
გიორგი ილურიძე: ეტო'ოსა და კარლოსისგან ბევრი რამ ვისწავლე