ჩინებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ფეხბურთის განვითარებით დაინტერესდა და საამისოდ სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბებასაც აპირებს.
საფეხბურთო სამყაროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებს ერთი და იმავე კითხვით მივმართეთ - პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის რომელი პრობლემის მოგვარებას შესთავაზებდით პრემიერ-მინისტრს?
* * *
რევაზ ძოძუაშვილი, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი: "ფეხბურთის აღორძინების მზა რეცეპტი არ არსებობს. ყურადღება ბევრ ნიუანსზე უნდა გაამახვილონ. ამას სჭირდება გამოცდილი ხალხის ერთად შეკრება, მათი აზრის გაგება და ცოდნის გაზიარება.
პირადად მე ფეხბურთი ქუჩის
იმასაც დავამტკიცებ, რომ ეს ათწლეულების საქმე არ არის და პროგრამის ამუშავების შემთხვევაში, შედეგი 3-4 წელიწადში გვექნება.
გასული საუკუნის უმძიმეს პერიოდში, 90-იან წლებში შევქმენი 21-ე საუკუნის გუნდი და ახლა, როცა გაცილებით დამშვიდებული, მოწესრიგებული ქვეყანა გვაქვს, ძლიერი გუნდისა და ნაკრების ჩამოყალიბება ზღაპარი რატომ უნდა იყოს?
შევძლებთ, გავაღვიძოთ მიძინებული ფეხბურთი და გავახაროთ ქართველი კაცი, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს ჩვენი წარმატებები.
სხვათა შორის, ვეტერანები ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე შევხვდით. ის ფეხბურთისადმი დიდ ინტერესს ავლენდა. არა მგონია, რომ ახლანდელი შეხვედრები მოჩვენებითი დაინტერესება იყოს. მჯერა, ესენი ფეხბურთს მიხედავენ.
სასურველი იქნება, ყოველგვარი სტატუსისა და ოფიციალობის გარეშე შევიკრიბოთ ვეტერანები, ფეხბურთელები, მწვრთნელები, გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები და მთავრობამ გაიგოს, ჩვენს ფეხბურთს რა სჭირს და როგორ ვუმკურნალოთ.
ამ ვითომ მცოდნე ხალხმა ჩვენი ფეხბურთი დააქცია - ასე გაგრძელება არ შეიძლება, ქართული ფეხბურთი ამას არ იმსახურებს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მამუკა კვარაცხელია: ისიც უნდა გამოიძიონ, თუ რა მოხდა 2007 წლის 13 მაისს
ბიძინა ბარათაშვილი: მთავარი ისაა, აპირებენ ფეხბურთში ფულის ჩადებას?
ტარიელ ხეჩიკაშვილი: თუ ეს პროექტი განხორციელდა, ქართული ფეხბურთი ამ წუმპეს თავს დააღწევს
ილია კოკაია: ღარიბაშვილს ფეხბურთი აინტერესებს და ეს ძალიან მაიმედებს
არც არგენტინაა საქართველოსხელა ქვეყანა. და მარტო ზომაზე არაა. ერთხელ რო თასების თასი მოვიგეთ (სულ სხვა ქვეყნის დროს) არ ნიშნავს რომ არგენტინას მივეტოლოთ საფეხბურთო ტრადიციებში.
ნამუსიც კაი საქონელია