"თუ ეს პროექტი განხორციელდა, ქართული ფეხბურთი ამ წუმპეს თავს დააღწევს"

AutoSharing Option
ირაკლი ღარიბაშვილისა და საფეხბურთო სამყაროს ბოლოდროინდელი შეხვედრების შესახებ უკვე ბევრი დაიწერა (იხილეთ ვრცლად).

ჩინებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ფეხბურთის განვითარებით დაინტერესდა და საამისოდ სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბებასაც აპირებს.

საფეხბურთო სამყაროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებს ერთი და იმავე კითხვით მივმართეთ - პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის რომელი პრობლემის მოგვარებას შესთავაზებდით პრემიერ-მინისტრს?

* * *
ტარიელ ხეჩიკაშვილი, "საბურთალოს" პრეზიდენტი, ჰოლდინგ "იბერია ბიზნეს ჯგუფის" დამფუძნებელი:

"ფეხბურთით მთავრობის დაინტერესება ძალიან მახარებს. დროცაა, მის აღორძინებაზე მსჯელობა რომ დაიწყო.

მაგრამ მიმაჩნია - პროგრამაც კარგია, საკანონმდებლო ინიციატივებიც და სახელმწიფო დაფინანსებაც, თუმცა, ჩემი აზრით,
ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში, უპირველესად, სამართლისა და ზნეობის დეფიციტი იგრძნობა.

ამ წლებში დატრიალებული მოვლენები არასწორად ან საერთოდ არ არის შეფასებული. ის ადამიანები, ვინც ჩვენი ფეხბურთი ამ დონემდე დასცა, მოვლენებს ობიექტურად ვერ აფასებენ.

მთავარი კი ისაა, რომ ქართული ფეხბურთისადმი ნდობა ყველამ დაკარგა - გულშემატკივარმა, ბიზნესმა, საერთოდ, მთელმა საზოგადოებამ და ამ ნდობის აღდგენის გარეშე ჩვენს ფეხბურთს არაფერი ეშველება.

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღევანდელი ფედერაცია. სხვათა შორის, როგორც ბიზნესმენი, ვიტყვი - ვერც მენეჯმენტის კუთხით. პირიქით, ამაში ძალიან სუსტია და სწორი პოლიტიკაც არ გააჩნია. არ ხდება ზუსტი დიაგნოზის დასმა, თუ რა სჭირს ჩვენს ფეხბურთს. ამის ნაცვლად, ფონს გასვლას ვითარების შელამაზებით ცდილობენ.

ყველაზე უცნაური ისაა, რომ ვინც ქართული ფეხბურთი ამ დღემდე მიიყვანა და ვინც არასწორად მკურნალობდა, მას დღეს აქვს პრეტენზია, ფედერაცია მომავალშიც მართოს, მაგრამ ამის რესურსი არ გააჩნიათ.

მოკლედ, ჩემი აზრია, რომ ჯერ დიაგნოზი დავსვათ და მერე ვუმკურნალოთ.

სპორტის სამინისტროში საინტერესო პროგრამას გავეცანი, სადაც პრიორიტეტული მიმართულებები შერჩეულია და გლობალური ხედვაც დავინახე. თუ ეს განხორციელდა, ჩათვალეთ, რომ ქართული ფეხბურთი ამ წუმპეს თავს აუცილებლად დააღწევს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ილია კოკაია: ღარიბაშვილს ფეხბურთი აინტერესებს და ეს ძალიან მაიმედებს
მკითხველის კომენტარები / 8 /
გაიხარე ტარიელ შენნაირი ადამიან ინეტავ ბევრი იყოს ! სწორი ხარ რეზი არველაძეს რას უნდა ფედერაციის პრეზიდენტად
0
ქართველი გულშემატკივარი დაუნახავი არ არის და აფასებს თითოეული ადამიანის გაკეთებულს, სიჭინავა იქნება თუ ფიფია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს ქართული ფეხბურთის განვითარების სამომავლო სტრატეგია,ვერ გაგვირკვევია რა ნიშა უნდა დაიკავოს საქართველომ ევროპულ ფეხბურთში, რომ ერთიანი სტრატეგიით იმუშაოს ყველა კლუბმა. ბოლოსდაბოლოს ჰოლანდიას და საფრანგეთს არ ეთაკილება იყოს ფეხბურთელების მიმწოდებელი და იმიტომაც ათამაშებს 17-18 წლის ბიჭებს. ვინმეს შეუდარებია ქართული და ჰოლანდიური კლუბების საშუალო ასაკი. ღიპიანი კაცების ძუნძულის საყურებლად გულშემატკივარი არ ივლის. არადა როგორც პოლიტიკოსი, ასევე ფეხბურთელი ხალხის მასისგან იღებს მუხტს და მერე ფთაშესხმული თამაშიც გამოსდის.
nuca
15:35 12-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული