მატჩი თავიდან ბოლომდე ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. პირველ ტაიმში თითო რეალური მომენტი ჰქონდა ორივე გუნდს, თუმცა მატჩის პირველი ნახევარი გოლების გარეშე დასრულდა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ დინამოელების სწრაფ შეტევას მეტოქის დაჯარიმება მოჰყვა და შეროზიას კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც არჩილ მესხმა უზადოდ შეასრულა - 1:0.
მიღებული გოლის შემდეგ "ვეტერინარებმა" მალევე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. 65-ე წუთზე
შეხვედრის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა და ჩემპიონის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების სერია. თერთმეტმეტრიანი დარტყმები კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა ბრწყინვალედ შეასრულეს (4:2) და "ბენდელას თასი" ზედიზედ მეორედ "დინამოს" საკუთრება გახდა.
გუნდურ ჯილდოსთან ერთად, დინამოელებმა ინდივიდუალური პრიზებიც დაისაკუთრეს:
საუკეთესო მეკარედ დასახელდა ლევან შოვნაძე
საუკეთესო თავდამსხმელი - საბა კვერნაძე
მაყურებლის სიმპათია - თენგიზ კიტოვანი
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა არჩილ მესხი
ბენდელას თასი 2014
"დინამო" დუბლები-ვიტ ჯორჯია 1:1 (4:2 პენალტებში)
გოლები: 1:0 ა. მესხი 55 (პენ)" 1:1 გეთიაშვილი 65"
დინამოელთაგან ოთხივე პენალტი ზუსტად დაარტყეს: მათიაშვილმა, ვეკუამ, არჩილ მესხმა და ნემსაძემ.
"ვიტ ჯორჯიის" შემადგენლობიდან ზუსტად შეასრულეს პენალტები: ლობჯანიძემ და კახელეიშვილმა. მჭედლიშვილმა კარს ააცილა, ხოლო გეთიაშვილის დარტყმული შოვნაძემ მოიგერია.
დინამოს დუბლები: შოვნაძე, მარაქველიძე, თევზაძე, ნემსაძე, გურეშიძე, კიტოვანი, კვერნაძე, მაჭავარიანი, კობახიძე, ა. მესხი, ც. მესხი
(მათიაშვილი, მურუსიძე, კახნიაშვილი, ვეკუა, კაციტაძე, გალდავაძე, ხარებაშვილი)
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მჭედლიშვილი, კალანდია, გეთიაშვილი, საბაძე, მაისურაძე, წყაროზია, ღიბრაძე, კორიფაძე, სიჭინავა, ლობჯანიძე
მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით