ლევან კობიაშვილმა დაადასტურა: ჩამოვალ და მონაწილეობას მივიღებ არჩევნებში

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილი გაისად ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ეს მან გუშინ, თოქ-შოუ "არენაში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

ანუ დადასტურდა ის, რაზეც დიდი ხანია, ლაპარაკობენ. კობიაშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ განზე გადგომას არ აპირებდა; ოღონდ იქვე დასძენდა, რომ ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა, უნდა დაფიქრებულიყო...

აი, რა პასუხი გასცა კობიაშვილმა გადაცემის წამყვანს კითხვაზე - აპირებს თუ არა, მონაწილეობა მიიღოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში?

"ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებდე, თემურ ქეცბაიას მიერ 2010 წელს გაკეთებულ განცხადებას გავიხსენებ. მაშინ მან თქვა, რომ ქართული ფეხბურთი გაპარტახებული იყო,
2014 წლის ბოლოს კი ის ამბობს, რომ ქართული ფეხბურთი მკვდარია.

მაშინ ამ ოთხ წელიწადში რა ხდებოდა? რა გზა გავიარეთ? აქ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება? არა მხოლოდ ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ერთხელ და სამუდამოდ, ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ წარუმატებლობაზე, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება.

ჩვენი პრობლემა მხოლოდ ეროვნული ნაკრები არ არის. უამრავი სხვა სატკივარია, იგივე ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც ლამის ყოველ წელს სხვადასხვა ფორმატით ტარდება. არ ჩანს, რომ ფედერაციას ერთი სტრატეგიული გზა, კონცეფცია გააჩნია, რომელსაც მიჰყვება.

ამიტომ არის ქართულ ფეხბურთში ცვლილებები საჭირო, უპირველესად კი, იქ, საიდანაც ჩვენი ფეხბურთი იმართება - ეს არის ფეხბურთის ფედერაცია. ახლა რაც შეეხება კითხვას - ბერლინის "ჰერტაში" ვმუშაობ, თავს კარგად ვგრძნობ და აქ ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ ჩემთვის უმთავრესია ქართული ფეხბურთი. აუცილებლად ჩამოვალ, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას და გაძლევთ პირობას, რომ არასოდეს ვიტყვი - აქ სად ჩამომიყვანეთო", - თქვა კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ლევანს წარმატებას კი უსურვებ, მაგრამ მეჩვენება რომ მას ამ მისიის შესასრულებლად, რასაც ქართული ფეხბურთის ჭაობიდან ამოყვანა ქვია, 10 საპრეზიდენტო ვადაც არ ეყოფა და თემურის ბედს გაიზიარებს. რაც შეეხება მის მიერ თემურის მისამართით ნამიოკების სროლას, ეს არ არის კაცური საქციელი და ჯობია სუსკაც რა.
koki
18 ნოემბერი 2014 11:17
0
აბა ჰე, აბა ჰოოოოოოოოო
leli
18 ნოემბერი 2014 11:14
0
კარგი კაცია კობი,მე მჯერა რომ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს ფეხბურთის განვითარებისთვის.
zas.
18 ნოემბერი 2014 09:00
0
კობი გენაცვალე მაგარი კაცი ხარ და გავიხარდება შენი აქ ყოფნა მარა ამ ქვეყანაშI ისე ჩასვრილი აქ ფეხბურთს არაფრის არ მჯერაა იქნებ შენ გამოგივიდეს რამეე,,,წარმატებებს გისურვებ ნაღდი პატრიოტი ხარ გენაცვალე
Temo
18 ნოემბერი 2014 08:20
0
ეეჰ იტყვი იტყვი
shota
18 ნოემბერი 2014 03:54
0
გენაცვალე ლევან, კარგი ადამიანი ხარ, ნამდვილი პატრიოტი და ნეტა, როგორც შენ გიყვარს და შეგტკივა გული შენს ქვეყანაზე, იმის ნახევარი ჰქონდეთ ამ ვაი პატრიოტებს და ფულზე დახამებულ თანამდებობის მონებს... აუცილებლად გაიმარჯვებ
ბაქარი
18 ნოემბერი 2014 02:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული