მაქსიმე ქვილითაია: ბოლო წუთზე გოლის გაშვება ყველაზე მძიმე გადასატანია

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მეკარემ, მაქსიმე ქვილითაიამ თბილისის "დინამოსთან" (0:1) საქართველოს სუპერთასის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"ბოლო წუთზე გოლის გაშვება ყველაზე მძიმე გადასატანია. სჯობდა, თავიდან გასულიყო და რაღაცას მაინც შევცვლიდით... სამწუხაროდ, ასეც ხდება. "დინამომ" დამსახურებულად გაიმარჯვა და ვულოცავ ამ ტიტულს. წაგების მიუხედავად, მადლობა ბიჭებს ასეთი თავდადებისა და ბრძოლისთვის", - თქვა ქვილითაიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო (თბ)-ჩიხურა 1:0 - ჩისკო გოლით და სუპერთასით წავიდა [VIDEO+PHOTO]
ჩისკოს ცრემლები - ესპანელი საქართველოდან ვალმოხდილი მიდის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული