აზერბაიჯანულმა კლუბმა მოსამზადებლად თურქეთს თბილისი ამჯობინა

AutoSharing Option
აზერბაიჯანული აზალ-ი, სადაც 2014 წლის იანვრიდან "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი მცველი ლაშა კასრაძე თამაშობს, შეკრებას თურქეთის ნაცვლად თბილისში გაივლის. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული წყაროები ავრცელებენ.

როგორც "აზერიფუტბოლი" წერს, გუნდი საქართველოს დედაქალაქში 22 იანვარს ჩამოვა და თბილისში 6 დღის განმავლობაში დარჩება. დაგეგმილია 2 ამხანაგური მატჩის ჩატარება ქართულ გუნდებთან.

ჩვენი კლუბებისთვის, საერთაშორისო მატჩებს დანატრებულები რომ არიან, აზერბაიჯანის ჩემპიონატის საშუალო გუნდის სტუმრობა სპარინგებისთვის ურიგო არ უნდა იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული