"სფფ-ის ზოგიერთი ოპონენტი სფფ-ის დახმარებაზე უფრო წარმატებულ და კლუბებისთვის სარფიან პერიოდად იმ დროს აფასებს, როცა ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზატორი პფლ (პროფესიული ფეხბურთის ლიგა) იყო.
2003-09 წლებში პფლ-ის მიერ უმაღლესი ლიგის კლუბებზე გაცემული საპრიზო თანხის ჯამმა დაახლოებით 800 ათასი ლარი შეადგინა. ეს ფული ასე გადანაწილდა: 2004, 2005, 2006, 2007 წლებში მხოლოდ
აქვე, გვინდა დავაფიქსიროთ პოზიცია: 2003-09 წლებში პფლ-ის მიერ გაწეული ფინანსური დახმარება ქართული კლუბების არსებობისა და გადარჩენისთვის მართლაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო. გვსურს მცირე სტატისტიკით საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა დაფინანსებას იღებდნენ პფლ-ისგან და რა დაფინანსებას იღებენ სფფ-ის პირობებში ეროვნული ჩემპიონატის კლუბები.
ეს მაშინ, როცა სფფ-ის მოვალეობებში არ შედის კერძო და სახელმწიფო კლუბების დახმარება. მსგავსი პრეცედენტი ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ ფიქსირდება - ეს გამოწვეულია ჩვენი რეალობიდან და სფფ-ის კეთილი ნებაა", - წერია პრესრელიზში.
ამაზე კომენტარი პროფლიგის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა პაატა ბურჯალიანმა გააკეთა:
"ამ თემის განვრცობა აღარ მსურდა, რადგან წარსულზე ხშირი ლაპარაკი მოსაბეზრებელია, მაგრამ ამ განცხადების არსი ისაა, რომ ფედერაცია ფულს პროფლიგაზე უკეთ იზიდავს.
ეს გაუგებარია, რადგან პროფლიგას სახსრები ბიზნესიდან მოჰქონდა, ფედერაცია კი კლუბებს უეფასა და სახელმწიფო სახსრებს ურიცხავს. დაფინანსების ამ ორ წყაროს შორის განსხვავება საკმაოდ დიდია.
არადა, ქართულ ფეხბურთს მაშინაც არ ულხინდა. კერძო ინვესტიცია უფრო დასაფასებელია, რადგან ფეხბურთისადმი გულგრილ ბიზნესმენს აჯერებ, რომ ფულის დაბანდება უღირს. ჩვენ სპონსორებად მოვიზიდეთ "ყაზბეგი", "კოკა-კოლა", "სილქნეტი", "აქსისი", "ჯეოსელი", "საქართველოს ბანკი", "ვი-თი-ბი ბანკი"...
ნოსტალგიით ვიხსენებ იმ დროს, რადგან ასეთი კომპანიები ახლა ფეხბურთისკენ არ იხედებიან", - ამბობს ბურჯალიანი.
პროფლიგის ყოფილი გენმდივანი საკითხს სხვა კუთხითაც განიხილავს:
"აღარც მახსოვდა და ამ განცხადების შემდეგ უფრო ამაყი ვარ და ვიტყვი - 1,3 მილიონი ლარი მოგვიზიდავს. შედარებას რომ ახდენენ, ისიც დაასახელონ, კერძო ბიზნესიდან თავად რა თანხები მოიზიდეს.
თასის ფინალსა და მნიშვნელოვან თამაშებზე ჩვენ დროს რამდენი მაყურებელი მოდიოდა და ახლა ეს ციფრი რამდენია.
საინტერესო იქნება იმის გახსენებაც, რომ ლიგის ინიციატივით, საქართველოს ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს 4 ტელევიზია გადასცემდა, ხოლო საფეხბურთო თოქ-შოუ რამდენიმე არხზე იყო. ახლა ამ კუთხით უკეთესი ვითარებაა?
ასე უფრო ობიექტური სურათი გამოჩნდება და ხალხი რეალურად შეადარებს, ვინ რას აკეთებდა და აკეთებს ქართული ფეხბურთისთვის".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"