ხმა ამოიღეთ, საქართველოც სახელმწიფოა! აფხაზეთში სლოვაკურმა "ჟილინამ" გაიმარჯვა

AutoSharing Option
ფოტოზე: ახრიკ ცვეიბას სახელობის საერთაშორისო ტურნირის გახსნა სოხუმში

სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. სლოვაკეთის "ჟილინას" საფეხბურთო სკოლის 14-წლამდელთა გუნდი აფხაზეთს ესტუმრა და სოხუმში ახრიკ ცვეიბას სახელობის საერთაშორისო ტურნირში ითამაშა.

ეს ინფორმაცია "ჟილინას" ვებგვერდმა გაავრცელა, სოხუმის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით კი, სლოვაკები 29 მაისს დასრულებული ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

ცნობისთვის, ტურნირში ასევე ითამაშეს მოსკოვის "დინამოს", მახაჭყალის "ანჟის" და ნალჩიკის "სპარტაკის" ასაკობრივმა გუნდებმა.

მსგავსი ფაქტი მანამდეც ბევრი იყო - მთიანი ყარაბახის ეგრეთ წოდებული ნაკრების სტუმრობა აფხაზეთის "ეროვნულ გუნდთან", ბავშვთა ტურნირებზე რუსების ჩასვლა და ასე
შემდეგ. შარშან ცვეიბას სახელობის ტურნირში, რუსების გარდა, დონეცკის "შახტარი" და სტამბოლის "ბეშიქთაშიც" მონაწილეობდნენ.

ცხადია, ამ ყველაფერს ქართველებს არც ეკითხებიან. არადა, საქართველოს მთავრობამ და ფეხბურთის ფედერაციამაც ამაზე ხმა უნდა ამოიღონ.

თურქეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, სლოვაკეთი კი - ევროკავშირის წევრი. საქართველოს ამ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და ამ ფაქტისთვის ასე წაყრუება საკუთარი თავის უპატივცემულობაა და მეტი არაფერი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
sason hogi - "თურქებს მაგრათ ფეხებზე ვკიდივართ, ერთი სული აქვთ როდის დავსუსტდებით". გამეცინა ამ კომენტარზე. შე დალოცვილო, რამეს რომ წერ, აზრი ხომ უნდა დაატანო. ჯერ ერთი როგორაც არ უნდა გაძლიერდეს საქართველო, თურქეთს ვერასოდეს დააჩოქებს, მეორეც, ამაზე მეტად როგორ უნდა დასუსტდეს საქართველო? ის ხომ კნავის და სულს რაფავს !!!! თურქეთს არ მოუნდეს თორე, როცა უნდა მაშინ გაგსრისავთ.
khusein tavdgiridze
26 ივნისი 2015 12:13
0
რა მაგარია ეს ვიღაცაა თურქეთი ჩვენი მეგობარიაო გეგონება ქართული მიწები მარტო რუსეთმა წაგვართვა და ბათუმზე თურქეთი კბილებს არ ილესავს ,მეგობარი არა იხვი,თუ რამე შეუძლია მთავრობამ კი უნდა ამოიღოს ხმა და მოსთხოვოს პასუხი
გიო
22 ივნისი 2015 07:52
0
თურქებს მაგრათ ფეხებზე ვკიდივართ, ერთი სული აქვთ როდის დავსუსტდებით, რომ გადაგვიარონ, ხოლო სლოვაკებს სულ ერთ ადგილზე ვკიდივართ.

სანამ ჩვენ თვითონ არ გავერკვევით რა გვინდა, ან დათვი(რუსეთი) შეგვჭამს ან ...
sason hogi
20 ივნისი 2015 20:41
0
ფეხბურთზე კომენტარს აკეთებთ და არ იცით რომ ფიფა ცალკე მდგომი ორგანიზაციაა და სახელმწიფო ვერ ერევაა?ფიფას უნდა მოსთხოვოს ჩვენმა მკვდარმა ფედერაციამ,ასევე უეფასაც-პლატინის ხომ ეხუტებიან კარგად!
sano
18 ივნისი 2015 15:19
0
დდ მიშას დროს მერე რატო არიხდიდენ ბოდიშს ბოდიშს მიოიხდიდენ არა ჩაიხდიდენ კიდე სულ ,,, მაგათ მიშაც და გრიშაც აქ ფულია მთავარი.
qutaiseli
12 ივნისი 2015 16:11
0
ისე მიშა, რომ ყოფილიყო სლოვაკებს მინიმუმ 5 ჯერ ექნებოდათ ბოდიში მოხდილი და კიდევ რა ვიცი რა...
კობა
11 ივნისი 2015 01:43
0
ვინმეს თუ გონია რუსეთს აწყობს დამოუკიდებელი აფხაზეთი ძალიან ცდება.მათ ახლანდელი მდგომარეობა სჭირდებათ და ჩვენ რომ ისინი დამოუკიდებლად ვცნოთ რუსეთი წიმააღმდეგი იქნება.
chero
10 ივნისი 2015 10:59
0
ქუთაისელ-ს ევროპელებს ჩვენი სუვერენიტეტი სულ ცალფეხზე კიდიათ და კრემლში დარბიან მაყუთის საშოვრად ეს რაც აქ ხდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის პოლიტიკანობა აღფოთება პროტესტი და შეშფოთება გაიკეთონ ერთადგილას ყველა დასავლელმა ევროპელმა პოლიტიკანმა მე მათ პოლიტიკურ პრასტიტუტკებს ვეძახი ფულის მონები არიან ესენი და რუსებზე გაყიდული შნირები.მეტი არაფერი რაც შეეხება სუვერენიტეტის დაცვას რა სუვერენიტეტზეა საუბარი როცა ყველა მომხვდურს უწვება ქვეყანა ჩინელი იქნება ის თუ თურქი.მაგარი სუვერენიტეტია ძალიან მაგარი.არიცოდენ თურმე საცოდავმა სლოვაკებმა სად მიდიოდენ გზაააებნათ საცოდავებს და შევახსენოთ რომ ჩვენც სუვერენური სახელმწიფოვართ ხო ყველაფერიც კარგად იციან მაგ გოთვერნნება უბრალოდ ფული ბაბა ფული.ესარი მთავარი.მაინც იგივეს გაიმეორებენ იმიტო რო თანამედროვე კიკუები არიან და მორჩა.
qutaiseli
10 ივნისი 2015 01:49
0
თუ ჩემი ძმა ხარ რა შუაშია აქ ფეხბურთის გარტყმაში ხარ თუ არა? შენ კუთვნილ ტერიტორიაზე ჩამოდიან შენ მეგობარად და პარტნიორებად წოდებული ქვეყნების გუნდები და სეპარატისტებს როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის გუნდებს ეთამაშებიან. ფედერაციას რო .. ... ეძებს, ხო მარა მთავრობასაც თუ ... არა აქვს ან თავის ქვეყნის ბედი ადარდებს, ამ ტურნირით რო სუვერენიტეტი ილახება ვერ ხვდება? თუ ხვდება და ვითომ თევზია, გავკარი ყველა მთავრობას მარა აქ გაჩუმება ან სირობაა მართლა როგორც წინა კომენტარში აღნიშნეს ან მიზანმიმართული მუნჯობა რბილად რომ ვთქვათ (უწმაწურობა არ მინდა უბრალოდ)
ქუთაისელ-ს
09 ივნისი 2015 12:14
0
პოლიტიკანობა არაფერ შუაშია ნამდვილად ფეხბურთთან და ეს სანქციებითაც ისჯება ფიფა-უეფასგან, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ტერიტორიის ხელყოფას ეხება, ოღონდ სპორტული კუთხით და ბუნებრივია მთავრობასაც არ უნდა ეძინოს. თორე ფედერაციას და სპორტის სამინისტროს რო ეკუთვნით პირველი ხმლის ამოღება ეს ფაქტია (და დავწერე კიდეც)
irakli
09 ივნისი 2015 11:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული