სფფ-მ სტიქიით დაზარალებულებს 20 ათასი ლარი გადაურიცხა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისათვის გახნილ საბანკო ანგარიშზე 20 ათასი ლარი გადარიცხა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს თანაგრძნობას სტიქიით დაზარალებულთა მიმართ.

"ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებთ მათ მწუხარებას. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას გადაწყვეტილებით, სფფ-მ თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისათვის გახნილ საბანკო ანგარიშზე (ვითიბი ბანკში) 20 ათასი ლარი გადარიცხა.

ერთად დგომა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთად დგომითა და სოლიდარობით გადავლახავთ სიძნელეებს...

ვიმედოვნებთ, შემოგვიერთდებიან სხვა სპორტული ფედერაციები და ქართული სპორტული სამყაროს სოლიდარობა ახლაც სამაგალითო იქნება.

#‎13ივნისი‬ - სოლიდარობა თბილისის
სტიქიით დაზარალებულებს!

ჩვენ თქვენს გვერდით ვართ".

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული