ზვიად სიჭინავა: ყველაფერზე პასუხისმგებელი არის Biletebi.ge

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების თაობაზე, სპეციალური განცხადება გააკეთა.

როგორც სფფ-ის პრეზიდენტმა განმარტა, უეფამ ქართული ინტერნეტსივრცე შეისწავლა და აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა კონტრაქტი Biletebi.ge-სთან დაედო.

ზვიად სიჭინავას განმარტებით, საიტი გათვლილი იყო დღეში 2500 მომხმარებელზე, ერთბაშად 10 000 ადამიანის შესვლამ კი არსებულო ხარვეზი გამოიწვია.

სიჭინავას თქმით, საიტს კონტრაქტში უწერია, რომ თავად უნდა უზრუნველყოს ტექნიკური გამართულობა და ბილეთების გაყიდვა.

ზვიად სიჭინავას ამ დროისთვის არ აქვს ინფორმაცია, თუ როდის შეძლებს საიტი ბილეთების გაყიდვას.

"მინდა გითხრათ,
რომ Biletebi.ge არის კომპანია, რომელიც აირჩია უეფამ.

გუშინ მქონდა მათთან შეხვედრა. მათ თქვეს, რომ ყველანაირ ხარვეზს გაასწორებდნენ და ყველაფერზე პასუხისმგებელნი არიან ისინი.

საიტი ერთდროულად უძლებს 2500 მყიდველს. სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით, საიტზე შევიდა 10 ათასი ადამიანი. ახლა მიდის მუშაობა. მათ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ არ იყო გათვლილი ამდენ ადამიანზე", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

ასევე იხილეთ:
Biletebi.Ge: ამას "ამაზონის" სერვერი თუ გაუძლებს მხოლოდ

ლაშა დვალიშვილი: შევეცდებით, biletebi.ge-ზე პრობლემები სწრაფად აღმოიფხვრას

Biletebi.ge-ს ცნობით, საიტზე შეტევა მიმდინარეობს
მკითხველის კომენტარები / 9 /
ახლა რომ არ გავიდა ნომერი ხელს აწმინდავენ ბილეთები ჯ ის და ტუილად აბრალებენ ყველაფერს მათ
ემზარი
21:47 22-06-2015
0
კრიმინალური ბანდა ვაკეში!!!! მთავრობას , კერძოდ შსს ვურჩევ დროზე ჩაერიოს ამ საკითხის გარკვევაში!!! პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტზე ერთ ადგილზე რამოდენიმე ბილეთი იყო გაყიდული და სპეციალურად შექმნეს შესვლის დროს ქაოსი ეს რომ დაეფარათ. ფეხბურთის ქომაგები მთავრობას მოსთხოვს პასუხს!!!! დროზე ჩაერიეთ!!!!
დათო
15:44 22-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული