ზვიად სიჭინავა: უეფა, biletebi.ge და ფედერაცია ერთობლივად ვმუშაობთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებით, დღის ბოლომდე გაირკვევა, თუ რა საშუალებით მოხდება სუპერთასის ბილეთების გაყიდვა.

როგორც სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბილეთები გაიყიდება ელექტრონულად, თუმცა რა ფორმით და რა საშუალებით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

"უეფა, biletebi.ge და ფედერაცია ერთობლივად ვმუშაობთ, რომ გულშემატკივრების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. პრობლემების მიზეზია ის, რომ სერვერმა დატვირთვას ვერ გაუძლო.

ბილეთები გაიყიდება ელექტრონულად. ჩვენ მივაწვდით კონცეფციას, ხოლო გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს, რომელიც დღის ბოლომდე გვეცოდინება.

მაქსიმალურად ვცდილობთ ამ პრობლემების გამოსწორებას და იმ პანიკის დამთავრებას, რომელიც ამ თამაშთან დაკავშირებით არსებობს", -
განაცხადა სიჭინავამ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

საიტზე არსებული ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 9 /
მსოფლიო დონის სირცხვილი!!!!!!!!!! ეს არის საქართველოს საბოტაჟი!!!!!! გვიან არის უკვე, მაგრამ ეხლა მაინც გამოფხიზლდეს მთავრობა!!!!!!! თქვენ შეგეხებათ ეს პირველ რიგში და არა კრიმინალურ ფედერაცას და მათ "შარაშკინა კანტორას"
დათო
13:30 23-06-2015
0
რა გაუკეთებიათ ჩავარდნების გარეშე, რაც საერთოდ ფეხბურთში ხდება ამ ბრალია, ამ ზუგდიდსკი კამანდის, რა გიკვირთ, მართლა შარაშკინა კანტორაა ... კანტორა...
machabeli_1
14:06 23-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული