ზვიად სიჭინავა: უეფა, biletebi.ge და ფედერაცია ერთობლივად ვმუშაობთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებით, დღის ბოლომდე გაირკვევა, თუ რა საშუალებით მოხდება სუპერთასის ბილეთების გაყიდვა.

როგორც სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბილეთები გაიყიდება ელექტრონულად, თუმცა რა ფორმით და რა საშუალებით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

"უეფა, biletebi.ge და ფედერაცია ერთობლივად ვმუშაობთ, რომ გულშემატკივრების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. პრობლემების მიზეზია ის, რომ სერვერმა დატვირთვას ვერ გაუძლო.

ბილეთები გაიყიდება ელექტრონულად. ჩვენ მივაწვდით კონცეფციას, ხოლო გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს, რომელიც დღის ბოლომდე გვეცოდინება.

მაქსიმალურად ვცდილობთ ამ პრობლემების გამოსწორებას და იმ პანიკის დამთავრებას, რომელიც ამ თამაშთან დაკავშირებით არსებობს", -
განაცხადა სიჭინავამ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

საიტზე არსებული ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 9 /
რეზო და დომენტი თქბენ მონა ვეტერანებთან ერთად დატოვეთ ფედერაცია
vako
21:25 23-06-2015
0
მოაშორეთ ეს კაცი აქედან გულის ამრევი მატკუარაა
zaza
20:33 23-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული