ბათუმის "დინამომ" ზესტაფონში ნიქოზიის "ომონია" დაამარცხა

AutoSharing Option
2 ივლისს, ბათუმის "დინამომ" უეფას ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის "ომონიასთან" პირველი მატჩი გამართა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.

ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი გიორგი გაბედავამ მე-40 წუთზე, საჯარიმო დარტყმის შემდეგ გაიტანა.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება ერთი კვირის შემდეგ, 9 ივლისს, ნიქოზიაში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მიუხედავად იმისა,რომ
"დილას"გულშემატკივარი ვარ, პირველ რიგში ქართველი ვარ,ამიტომ ძ ა ლ ი ა ნ, ძ ა ლ ი ა ნ გამიხარდა ბათუმის მოგება "ომონიასთან".საპასუხო შეხვედრაშიც მოგებას და შემდგომ ეტაპზე გასვლას ვუსურვებ ბათუმის"დინამოს" მთელი გულით და სულით.წარმატებული სვლით გაეხარებინოთ აჭარა და სრულიად საქართველო.ასევე წარმატებებს ვუსურვებ თბილისის"დინამოს" და"ცხინვალს" და რა თქმა უნდა გორის "დილას" ევროსარბიელზე კარგი გამოსვლით.
გორელი
12:29 03-07-2015
0
ყოჩაღ ბათუმელებს სულ გამარჯვებით და სიხარულით გევლოთ
ემზარი
22:35 02-07-2015
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული