"ეს ის თბილისის "დინამო" არაა, უეფა და ფიფა კი შეცდომაში არიან შეყვანილნი!"

AutoSharing Option
ფოტოზე: "დინამო თბილისის" ბაზა
ინფორმაცია, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ შევიტყვეთ, რომ ასეთი განზრახვა მართლაც არსებობს. სხვა საქმეა, ეს რამდენად რეალური ან შესაძლებელია...

სოციალურ ქსელში, გვერდზე - "დავიბრუნოთ თბილისის დინამო" - გავრცელდა ადვოკატ როინ მიგრიაულის წერილი, რომელშიც მან კლუბთან დაკავშირებული დავის ბოლოდროინდელი უცნობი დეტალები გაამხილა.

"2015 წლის ივლისში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამმა, "გარემოებების მოსაყვირე" მოსამართლემ ისევ დააყოვნა სპორტული სამართლიანობის აღდგენა საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოსთან" დაკავშირებით. 1992 წელს შექმნილი საფეხბურთო კლუბი კვლავ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია.

"თბილისის დინამოს" მოთხოვნა იყო,
მისი იურიდიულ პირად აღიარება და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია, ვინაიდან ის დღესაც აგრძელებს არსებობას", - წერს მიგრიაული.

მისი თქმით, 1992 წელს შექმნილი თბილისის "დინამო", რომელიც 1992-2001 წლებში თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ზედიზედ 10-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და მონაწილეობდა უეფას ეგიდით გამართულ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში, სხვა კლუბია, ვიდრე დღეს მოქმედი.

ადვოკატი თავისი მოსაზრების დამტკიცებას ამ ფაქტების შეხსენებით ცდილობს:

"თბილისის დინამომ" 2000-2001 წლებში ჩაამთავრა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შემოდგომის სეზონი, გაზაფხულზე კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ის ჩაანაცვლა სრულიად სხვა, მსგავსი სახელწოდების კლუბით, რომელსაც ერქვა - "დინამო თბილისი". დაწყებული ჩემპიონატიც ამ ახლად დაარსებულმა კლუბმა გააგრძელა.

ეს კლუბი მხოლოდ 2001 წლის მარტში შეიქმნა და დღესაც თამაშობს საქართველოს ჩემპიონატსა და უეფას შეჯიბრებებში. ის შექმნა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ე.წ. "რკინის კაცმა" კახა თარგამაძემ, რითიც მან ერთგვარი სამაგიერო გადაუხადა ამ კლუბის მაშინდელ მფლობელებს.

წინასწარ ჩაფიქრებული სქემით, ცოტა ხანშივე, კახა თარგამაძემ ეს კლუბი რამდენიმე მილიონ დოლარად მიჰყიდა პატარკაციშვილების ოჯახს, რომლისგანაც, რამდენიმე წლის შემდეგ, მისმა დღევანდელმა მფლობელმა შეიძინა.

მაგრამ "დინამო თბილისი" არ წარმოადგენს არც 1992 წელს შექმნილი "თბილისის დინამოს" უფლებამონაცვლეს და არც 1925 წელს შექმნილი "დინამოს" სამართალმემკვიდრეს. თუმცა 2001 წელს შექმნილ კლუბს თავის ვებგვერდზე განთავსებული აქვს მცდარი ინფორმაცია, თითქოს მისი არსებობის ისტორია 1925 წლიდან იწყება და თითქოს, 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა თასი მან მოიპოვა.

პარადოქსია, როგორ მოიპოვებდა 1981 წელს გამარჯვებას გუნდი, რომელიც მხოლოდ 20 წლის შემდეგ შეიქმნა?!

ხოლო "დინამო თბილისს" (არ აგერიოთ 1992 წელს დაფუძნებულ "თბილისის დინამოში") მაისურებზე დაბნეული აქვს ვარსკვლავი, რაც 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულს აღნიშნავს".

ამაზე დაყრდნობით, მიგრიაული ამტკიცებს:

"უეფა და ფიფა შეცდომაში არიან შეყვანილნი! თუკი მითითებული გარემოებები ცნობილი გახდა უეფას მესვეურთათვის, ქართულ ფეხბურთს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სერიოზული სანქციები ემუქრებათ.

შეცდომაშია შეყვანილი ქართული სპორტული საზოგადოებაც, გულშემატკივრები, რომელთაც ჰგონიათ, რომ ის კლუბი, რომელიც დღეს "დინამოს" ეგიდით გამოდის, არის ნამდვილი "დინამოს" სამართალმემკვიდრე და მისი ისტორიის გამგრძელებელი.

1992 წელს დაფუძნებული "თბილისის დინამოს" მფლობელები სამართლიანობის აღდგენას შეეცადნენ, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს არ ეყოთ ცოდნა და გამოცდილება, რომ კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღოთ, რაც ქართული ფეხბურთის შავ დღეებს თავიდან აგვაცილებდა".

მოკლედ რომ ვთქვათ, მოთხოვნა იურიდიულ პირად აღიარებისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაში გატარების შესახებ, ნიშნავს იმას, რომ მერაბ ჟორდანიას დროინდელ მმართველებს სარბიელზე საკუთარი კლუბის გამოყვანა სურთ.

ხმები ამის შესახებ დიდი ხნის წინათ ისმოდა, მაგრამ ძველი მეპატრონეების ადვოკატმა როინ მიგრიაულმა ამ წერილში ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ასე რომ, "თბილისის დინამო" სარბიელზე დაბრუნებას აპირებს. მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო. მაგრამ ამის შემდეგაც ეს საკითხი იოლად რომ არ გადაწყდება, აშკარაა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ერთ კლუბს პატრონი გამოუჩნდა და შემოესივნენ მუქთა მჭამელები. ჟორდანიას ვინ აჩუქა დინამო, მგონი ვერის საძმომ.
კოტე
02 ოქტომბერი 2015 16:09
0
კაკილაშვილი რამდენ შპრიცში აპირებს დინამოს გაცვლას? გრცხვენოდეთ თქვე მედროვეებო
აბაო მაგიო
15 სექტემბერი 2015 15:28
0
სტადიონი,არც აშენებულა არასოდეს დინამოსათვის და არც ყოფილა მისი საკუთრება,ასე რომ სტადიონს ვერავინ წაიღებს.
ეგ იქნება რომ ჩემპიონატს დაემატება ძველი ტიტულებით და ქუოლებით დახუნძლული ახალი სუბიექტი და იქნება ლიგაში "თბილისის დინამო" "დინამო თბილისი" საბურთალო და ლოკომოტივი, 4 კლუბი თვით დედაქალაქიდან.
ჯორდანო უბრუნებელი
14 სექტემბერი 2015 13:44
0
მოუნდათ ფიფიას ფულებით აწყობილი დინამო და მერიის ფულებით გაკეთებული სტაიდიონი ხო?
Raul
14 სექტემბერი 2015 10:56
0
მიგრიაული ისეთი იურისტია უაზრო საქმეს ხელს არ მოკიდებდა.უთუოდ აღადგენს სამართლიანობას. ასე იქნება ეს. მერე რას იტყვით ფიფიას დაქირავებულო მესაყვირეებო, ა!
ქომაგი
14 სექტემბერი 2015 10:50
0
ბოდიშით მაგრამ, თქვენ ხომ არ გარეკეთ მიგრიაულო? რა ღირს ეს "მონოლოგი"?
koki
14 სექტემბერი 2015 10:06
0
მიგრიაული ხარ თუ შმიგრიაული, აბა ეხლა დროულად დაახვიეთ თქვე არაკაცებო, თორემ სათითაოდ გამოგიტანთ სკამებიანად თქვენი აყროლებული ოფისებიდან კაკილაშვილ-ქინქლაძიანად!!!
მოუნდათ ბიჭებს აშენებული გუნდის დაბრუნება და ხელების მოთბობა..
georgiano
14 სექტემბერი 2015 02:44
0
ჟორდანია ამ მთავრობასაც გამოსტყუებს ციხეს.... ყველაზე მეტად მას არ უნდა აწყობდეს ამ ამბების ამოტივტივება.
დათო
14 სექტემბერი 2015 01:49
0
დაფუძნების ოქმს რატომ არ აქვეყნებენ? მფლობელობაში როგორ გადავიდა დინამოს სტადიონი ახალ დაფუძნებულ დინამო თბილისზე? მოხდა თუ არა ძველი დინამო თბილისის გაუქმება და მის ბაზაზე ახალი ფირმის რეგისტრაცია. მოკლედ დინამო თბილისის დამფუძნებელთა სხდომის ოქმია საჭირო. ამხელა ფილარმონია იურისტ მიგრიუალს ნამდვილად ეცოდინება.
sainteresoa
13 სექტემბერი 2015 15:21
0
და 1992 წელს ჟორდანიამ საიდან მიიღო უფლება დინამოზე? იქნებ კახი ასათიანმა აჩუქა?
da
13 სექტემბერი 2015 14:51
0

სიახლეები პოპულარული