13:33 03-10-2015
შელაპარაკება შოთა არველაძესა და "ჰოლიდეი ინნ"-თან შეკრებილებს შორის [VIDEO]
AutoSharing Option
არველაძე სასტუმროს შენობიდან ცოტა ხნით გავიდა ჟურნალისტებთან გასაუბრების მიზნით, თუმცა იგი პოლემიკაში შევიდა აქციის მონაწილეებთან.
არველაძემ ორგანიზაცია "სპორტის საზოგადოების" წარმომადგენლებს, რომლებიც აქციას მართავენ, მიმართა შეკითხვით: ვის დავალებებს ასრულებენ. ასევე, მან მცირე კომენტარი გააკეთა მედიასთან და აღნიშნა, ჟურნალისტები დაინტერესდნენ "რატომ დააკავეს ერთი დელეგატი, რატომ მოხსნეს 10 დელეგატი და რატომ ჩაჩეხეს ყველა; ჟურნალისტები არ ხართ?! გაარკვიეთ", - მიმართა არველაძემ მედიის წარმომადგენლებს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე მას გამოეხმაურა და უთხრა, რომ "როცა ბიჭებს იჭერდნენ, მაშინ არველაძეები გაჩერებულები იყვნენ".
შოთა არველაძემ რამდენიმე წუთიანი პოლემიკის შემდეგ აქციის ტერიტორიიდან კვლავ სასტუმროს შენობაში გადაინაცვლა. რაიმე ინციდენტს მიმდინარე აქციაზე ამ დრომდე ადგილი არ ქონია, ძირითადად არველაძისა და ლევან კობიაშვილის მხარდამჭერები ერთმანეთთან მცირე სიტყვიერ პოლემიკაში შედიან.
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.
ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
არ ეყოთ აღმასკომი და ახლა ხალხს ურჩევენ საქმეს.ძმაოოოოოოოოო....
0
0
მანტიორი ძმაკაციიიი:D:D:D:D:D:D:D:
0
0
კობიაშვილი მინდა რომ გახდეს პრეზიდენტი,და იცით რატომ?ვერაფერს რომ ვერ გააკეთებს(მიუხედავად იმისა რომ ,მთავრობის ფაორიტი და კსალაძის ძმაკაცია) და ეს ამდენი მასქებარები მალე გინებას რომ დაუწყებთ.იქნებ მაშინ მაინც მიხვდეთ,რომ კარგი ფეხბურთელი ,არ ნიშნავს კარგ მენეჯერს.ისე ჩემი ფავორიტი -კვარაცხელიაა
0
0
ამ ფედერაციის დროს ჩაიჩეხა ფეხბურთი უფსკრულში,და ასე გამცარებით რომ იბრძვიან ახალ არჩევნებში, ცხადია რომ მხოლოდ ფული სკამი აინტერესებთ
0
0
თქვენი არჩევნების და ტქვენი გაკეთებული საქმის რა ვთქვი მეე, დაგაგიჯათ ესე ფულზე და სკამზე სამივეზე მაქვს ლაპარაკი, დარწმუნებული ვარ მანდ ისეთი ხალხი დგას თავისი ქალაქის ან თუნდა ქვეყნის ნაკრების თამაშზე საერთოდ რომარაა ნამყოფი,წესივრად მაინც მეტყველებდნენ,ნებისმიერ კანდიდატზე თქვით რაც გინდათ მარა შოთის თავი დაანებეთ,უსაქმურების ხროვა
0
0
კობი კარგი და წესიერი იყო სანამ პრეზიდენტობა მოუნდებოდა ეხლა ეგეც თავის წინამორბედებზე ნაკლები აღარაა უკვე....ის არავინ დაწეროთ ეხლა რო ქართული ფეხბურთი ადარდებს რაა..ფული ბიძიკო ფული და სკამიიიი,,გაიგეთ რაა,ეს ეხლა მაინტიორმა ძმაკაცმა დააპროგრამა დაპირდა რაგაცეებს და ეგაა,ფედერაცია იყო რასაც ეს მთავრობა ვერ აკონტროლებდა,კობი კი იდეალურ ვარიანტად შეარჩიეს,ხალხ უყვარს და რამე,აირჩევენ და მერე მაინტიორი რასაც ეტყვის იმას გააკეთებენ.
0
0
კობი რო პრეზიდენტი გახდება იასნია უკვე, და ეს ხალხი ეხლა რო ადანასჰაულებს ფედერაციას და შეურაცყოფების ტალღას როარ იშურებს, ნეტა მერე რას იზავენ როცა 4 წლის მერე იგივე სიტუაცია იქნება ქართულ ფეხბურთში?ყვარყვარე ნაროდია მეტი არაპერი
0
0
არსებობს კიდე ისეთი არაცივილიზებული მხარებიი საქართველოში საიდანაც ეს ხალხი ყავთ ჩამოყვანილიი?შოთას რო კაცი იუუ ყვირილს დაუწყებს იმას ან ფეხბურთის რა ესმის და ან საერთოდ რაზე უნდა ელაპარაკო
0
0
უკვე კომენტარების გაკეთებაც კი გვეშინია (
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული