[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ოქტომბერს, თითქმის 8-საათიანი პერიპეტიების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ლევან კობიაშვილის არჩევამდე, მთელი დღის მანძილზე საარჩევნო პროცესი შეხლა-შემოხლისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

წინა ღამით დააკავეს ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც არველაძის მხარდამჭერად ითვლებოდა. მთელი დღის მანძილზე არველაძის მხარდამჭერები სწორედ მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, თუმცა გათავისუფლებულ გობეჯიშვილს უეფა-ს რეკომენდაციით არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. საბოლოოდ, ლევან კობიაშვილის პრეზიდენტობას 18-მა დელეგატმა, არველაძეს კი - 15-მა დაუჭირა მხარი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელიც "ჰოლიდეი ინნ"-ში მობილურით ფარულადაა გადაღებული. კადრებში ჩანან, რევაზ
არველაძე, უეფა-ს ვიცე პრეზიდენტი გრიგორი სურკისი, ასევე არჩევნების დელეგატები.

"ჩემი მეგობარი გეგა ახლა ჩემ გამო ზის ციხეში. მისი ცოლი და პატარა ბიჭი ფეისბუქზე მწერენ: რეზო, შენ თუ მამაკაცი ხარ არ დანებდე, თუნდაც მამაჩემი იჯდეს ციხეში. გამოუშვით ეს ადამიანი... სანაცვლოდ, მოვილაპარაკეთ - წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ..." - ისმის ფარულ ჩანაწერში.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მასონებს მალე დაგიჭერთ ქართველები!
...
10 ოქტომბერი 2015 14:18
0
რომელ სახელმწიფო ჩარევაზეა საუბარი, წესდების ყველა მუხლი დაარღვია, რომელიც არ ეზარებოდა რეზიკომ !! სურკისი ალბათ აფრხილებდა რეზიკოს, რომ ფული ვის არ უყვარს, მარა ამდენი წესების დარღვევა, რომ ხდება შენი მხრიდან უეფა ჩაერევა და საერთოდ ფეხბურთის თამაშის უფლებას ჩამოგართვემთ, გონზე მოდიო :)
Patrick
10 ოქტომბერი 2015 12:53
0
რუსულად იმიტომ ბაზრობენ რომ შენ ვერ გაიგო ვერაფერი, თორემ სურკისმა გადასარევად იცის ქართული :)))
grisha
10 ოქტომბერი 2015 12:24
0
აბა სურკიზმა ქართული არიცის და როგორ უნდა ებაზრათ?
Nukri
10 ოქტომბერი 2015 12:17
0
1. ქვეყნის ეროვნული ნაკრები უსუსურია
2. ფეხბურთელები არ იზრდება
3. ბავშვთა ფეხბურთი არ ვითარდება
4. ინფრასტრუქტურა არ არის
5. მწვრთნელი არ ვარგა
6. რეიტინგში მეორასე ადგილს მივუახლოვდით
7. თამაშის ბილეთებს ვერ ყიდიან
8. სტადიონის კარებებს ვერ აღებენ
9. ჩაწყობილ თამაშებში მსაჯები და თითქმის მთელი გუნდი ამხილა შსს-მ
10. კანკავას თამაში შეეძლო და არ ათამაშეს, იმიტომ რომ ეგონათ თურმე დისკვალიფიკაცია ქონდა
11. ახალგაზრდულში ათამაშეს ის, ვისაც მართლა დისკვალიფიკაცია ქონდა

და კიდევ მრავალი და აქედან ყველაფერზე ურცხვად გამოდის და იძახის ეს ფედერაციის პასუხისმგებლობა არაა. კაცი, რომელიც პასუხისმგებლობას არაფერზე იღებს და კიდე ასე ურცხვად გამოდის და ფედერაციის პრეზიდენტობაზე იქაჩება, ეგ კაცი არის უნამუსო.
არველაძეების გვარს თუ აუგად მოიხსენიებენ, სწორედ რეზის გამო, თორემ არ მგონია აჩის და შოთას მიმართ ვინმეს ასეთი აგრესიული დამოკიდებული ქონდეს.
ლუკა
10 ოქტომბერი 2015 11:57
0
Rეზოს ქცევა ჩემთვის არის ძალიან უნამუსოსთან ახლოს. რატომ წამოიწყო ბინძური თამაში. არჩევნების წინ რატომ დაიწყო დელეგატების მანდატის დარიგება? იმიტომ რომ არსებული დელეგატებით უეჭველი წააგებდა და მიმართა ბინძურ მეთოდებს, მაგრამ ასეთივე მეთოდებით უპასუხეს და სამართლიანადაც წააგო!
კაცი, რომელიც 20 წელია ფეხბურთის ფედერაციის ტოპ მენეჯმენტშია და მთელი ამ წლების განმავლობაში არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას, იმ კაცს თუ სულ მცირე ნამუსი გააჩნია, ფედერაციაში რიგით მუშაკადაც არ უნდა დარჩეს, არათუ პრეზიდენტობის არჩევნებისთვის იბრძოლოს.
ლუკა
10 ოქტომბერი 2015 11:57
0
რუსულად რატო ბაზრობენ რუსეთუმები არიან? :D
papuna
10 ოქტომბერი 2015 11:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული