ფუტსალის ასოციაციას სფფ-ის წევრობა დროებით შეუჩერდა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფუტსალის ასოციაციას ფედერაციის წევრობა დროებით შეუჩერდა.

როგორც კობიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ფედერაციის აღმასკომმა ფუტსალის ასოციაციაში შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო.

"ფუტსალის ასოციაციაში ქაოსია. არ ტარდება ჩემპიონატი. ოქტომბერში დაიწყო პირველობა, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ 4 თამაშია გამართული. ჩვენ მივწერეთ ფუტსალის ასოციაციას, თუმცა მათგან მივიღეთ ასეთი პასუხი, რომ ჩემპიონატი ჩვეულ რიტმში გაგრძელდება, თუმცა ეს რას ნიშნავს, გაუგებარია.

გარდა ამისა, მათ მიერ გამოგზავნილ წერილს ხელს არავინ აწერს, შესაბამისად, ასოციაციაში პასუხისმგებლობის ამღებიც კი არავინ აღმოჩნდა.
აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასოციაციას შეუჩერდეს წევრობა.

დაველოდებით ფუტსალის ასოციაციაში რიგგარეშე არჩევნებს, რომელიც 5 დეკემბერს უნდა გაიმართოს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯი", - განაცხადა კობიაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე აღმასკომმა თანამდებობაზე აღადგინა საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ბიწაძე.

კობიაშვილის თქმით, აღმასკომმა მიიჩნია, რომ ბიწაძე წინა მმართველობის პერიოდში თანამდებობიდან უსაფუძვლოდ იყო გათავისუფლებული. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ასევე მოგვარდა საფეხბურთო კლუბ "გურიის" პრობლემა.

"საფეხბურთი კლუბი "გურია" და ყოფილი მწვრთნელები შეთანხმდნენ. ამ შეთანხმების შედეგად კლუბი ყოფილ მწვრთნელებს დავალიანებას პირველ თებერვლამდე გადაუხდის. შესაბამისად, კლუბს სანქციები აღარ დაეკისრება", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

რაც შეეხება ფოთის "კოლხეთში" შექმნილ პრობლემებს, როგორც კობიაშვილმა განაცხადა, ის დღის მეორე ნახევარში შეხვდება კლუბის წარმომადგენელს და დეტალურად მოისმენს შექმნილი პრობლემების შესახებ ინფორმაციას.

ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელები ხელფასების დაგვიანების გამო თამაშზე უარს აცხადებენ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
werilis wera ar sezlebia sacodavebs da gaagdet saertod futbolidan
huntelaar
01 დეკემბერი 2015 17:19
0
ეს უკვე კაი ამბავია ფუტსალით დაინტერესება. კარგია კობი, მაგრამ ეხლა მთავარია ახალი სუფთა ფურცლიდან ახალი სუფთა ხალხით დაიწყოთ მუშაობა. ძველი გასვრილი სასტავი არ გააკაროთ არანაირ საქმეს
ვაკო
01 დეკემბერი 2015 17:07
0
აღმასკომის უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება ხან შეგიძლიათ და ხან არა? დანარჩენი გასაგებია.
11
01 დეკემბერი 2015 16:11
0
სულ არ ვიცი სფერო. ხელს არავინ აწერს - ჩვეული რიტმი. სასაცილო სეგმენტი ჰყოლია სფფ-ს
zemfira
01 დეკემბერი 2015 16:02
0
ვაა როგორც იქნა ფუტსალი ვიღაცამ მოიკითხა. საღოლ კობი ჯიგარი ხარ
მტავარია ძველი სასტავებიდან არავინ არ გააჭაჭანოთ ეგ დამაქცევარები
ლევანი
01 დეკემბერი 2015 15:48
0
imedia zaal chitaladzes ar moiyvanen da ar gaagrdzeleben dapirispirebas futsalshi
roni
01 დეკემბერი 2015 15:40
0
მისასალმებელი ამბავი კობი. კაი კაცი ხარ ფუტსალით რომ დაინტერესდი. მაგრად გვეიმედება შენი და ახალი კამანდის. ახალგაზრდა სუფთა ხალხი და კარგი მენეჯერები უნდა მოიყვანოთ სათავეში.
futsal
01 დეკემბერი 2015 15:39
0
jigari xar kobi. im arafris maqnisebs rom sheucheret mushaobis upleba. riggareshe archevnebze arafrit ar unda micet upleba dzvelebidan vinmem iyaros kenchi da moigos archevnebi
gveShveleba rame?
01 დეკემბერი 2015 15:35
0
მადლობა ლევან ამ გადაწყვეტილებისთვის. იმედია ეხლა მაინც გვეშველება ნაკრებს და ჩემპიონატს. ძველი ხელმძღვანელები, რომლებმაც დაღუპეს ფუტსალი უნდა მოშორდნენ და ახალი სუფთა ხალხი უნდა მოვიდეს
ფეხბურთელი
01 დეკემბერი 2015 15:32
0
სწორი გადაწყვეტილება მიგიღიათ ლევან. ქაოსი აღარ ქვია იმას, რაც ფუტსალში ხდება დღეს. კარგი ქენით რომ ძველ შემადგენლობას შეუჩერეთ წევრობა, უფლებამოსილება.
რას ნიშნავს ჩვეულ რიტმში გაგრძელდება ჩემპიონატი? ოთხი გუნდი გამოდის და მათთვისაც დარბაზი ვერ დაიქირავეს და მსაჯებით ვერ უზრუნველყვეს, რომ მორიგი ტური გაემართათ. ამ პირობებში ფუტსალის ასოციაციას კიდევ ყოფნის ნამუსი და ითხოვს უფლებამოსილების გაგრძელებას..
georgiano
01 დეკემბერი 2015 15:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული