როგორც კობიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ფედერაციის აღმასკომმა ფუტსალის ასოციაციაში შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო.
"ფუტსალის ასოციაციაში ქაოსია. არ ტარდება ჩემპიონატი. ოქტომბერში დაიწყო პირველობა, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ 4 თამაშია გამართული. ჩვენ მივწერეთ ფუტსალის ასოციაციას, თუმცა მათგან მივიღეთ ასეთი პასუხი, რომ ჩემპიონატი ჩვეულ რიტმში გაგრძელდება, თუმცა ეს რას ნიშნავს, გაუგებარია.
გარდა ამისა, მათ მიერ გამოგზავნილ წერილს ხელს არავინ აწერს, შესაბამისად, ასოციაციაში პასუხისმგებლობის ამღებიც კი არავინ აღმოჩნდა.
დაველოდებით ფუტსალის ასოციაციაში რიგგარეშე არჩევნებს, რომელიც 5 დეკემბერს უნდა გაიმართოს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯი", - განაცხადა კობიაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე აღმასკომმა თანამდებობაზე აღადგინა საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ბიწაძე.
კობიაშვილის თქმით, აღმასკომმა მიიჩნია, რომ ბიწაძე წინა მმართველობის პერიოდში თანამდებობიდან უსაფუძვლოდ იყო გათავისუფლებული. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ასევე მოგვარდა საფეხბურთო კლუბ "გურიის" პრობლემა.
"საფეხბურთი კლუბი "გურია" და ყოფილი მწვრთნელები შეთანხმდნენ. ამ შეთანხმების შედეგად კლუბი ყოფილ მწვრთნელებს დავალიანებას პირველ თებერვლამდე გადაუხდის. შესაბამისად, კლუბს სანქციები აღარ დაეკისრება", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
რაც შეეხება ფოთის "კოლხეთში" შექმნილ პრობლემებს, როგორც კობიაშვილმა განაცხადა, ის დღის მეორე ნახევარში შეხვდება კლუბის წარმომადგენელს და დეტალურად მოისმენს შექმნილი პრობლემების შესახებ ინფორმაციას.
ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელები ხელფასების დაგვიანების გამო თამაშზე უარს აცხადებენ.
მტავარია ძველი სასტავებიდან არავინ არ გააჭაჭანოთ ეგ დამაქცევარები
რას ნიშნავს ჩვეულ რიტმში გაგრძელდება ჩემპიონატი? ოთხი გუნდი გამოდის და მათთვისაც დარბაზი ვერ დაიქირავეს და მსაჯებით ვერ უზრუნველყვეს, რომ მორიგი ტური გაემართათ. ამ პირობებში ფუტსალის ასოციაციას კიდევ ყოფნის ნამუსი და ითხოვს უფლებამოსილების გაგრძელებას..