ლევან კობიაშვილი: კლუბების წარმატება ევროთასებზე ძალიან გვჭირდება

AutoSharing Option
24 ივნისს, 16:30 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გენერალურ მდივან დავით მუჯირთან, პირველ ვიცე-პრეზიდენტ კახა ჭუმბურიძესთან და მეორე ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად ერთობლივი შეხვედრა გამართა სპორტული მედიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა ზოგად სახეს ატარებდა, ამიტომ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა არა ერთ კონკრეტულ, არამედ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს.

სფფ-ს პრეზიდენტმა ევროასპარეზზე ქართული გუნდების შანსებზეც ისაუბრა. ამავე დროს პრეზიდენტმა ფანებს შორის დაპირისპირებაზეც ილაპარაკა.

"მსურს ყველას წარმატებები ვუსურვო. ძალიან გვჭირდება კლუბების წარმატება თანაც იმ ყველაფრის ცუდის ფონზე, რაც აქამდე ხდებოდა
ევროთასებზე.

ეს წარმატება სჭირდება მათ და გვჭირდება ჩვენ. მე იმედს ვიტოვებ, რომ ოთხივე გუნდი გადალახავს ამ ბარიერს და უფრო შორს წავა. ყოველ შემთხვევაში, შანსი არის.

"სამტრედიას" შეხვდა რთული მეტოქე "გაბალას" სახით, მაგრამ საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან ცეცაძის შეგირდები, რაც "დინამოსთან" მოპოვებულ გამარჯვებაშიც (5:1) აისახა.

- "სამტრედიამ" სლოვენიურ შეკრებაზე ბუქარესტის "დინამო" 5:1 გაანადგურა [VIDEO+PHOTO]

ფანებს შორის ვისურვებდი რომ დაპირისპირებები არ იყოს, ეს არავის სურვილი არ არის, თუმცა არ გამოვრიცხავთ იქიდან გამომდინარე, რომ ორი წლის მანძილზე გარკვეული დაძაბულობა იყო. ვიზრუნებთ იმაზე, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს", - განაცხადა კობიაშვილმა.

- ლევან კობიაშვილი: ფეხბურთელებისთვის პრემიები იქნება, თუ ნაკრები ფინალურ ეტაპზე გავა
- "არ ვართ ის ხალხი, ვინც ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვებით დაკმაყოფილდება"
- ლევან კობიაშვილი: ტყუილია, სფფ მძლეოსნობის სტადიონს "საბურთალოს" არ გადასცემს
მკითხველის კომენტარები / 8 /
რას ნიშნავს პირადული?კი გეთანხმები მოედნები გვინდა ,ანუ პირადად მოედანი ვიგულისხმე,შეიძლება არასწორად
zaza
27 ივნისი 2016 23:49
0
ყველას პირადული ამოძრავებს, აბა სტადიონის აშენება რომ შველოდეს საქმეს, რუსეთში რამდენი ქალაქიცაა იმდენი სტადიონია, მაგრამ ფეხბურთს ვერ თამაშობენ. სტადიონი კი არა მოედნები გვინდა, საშხაპეებით და აღდგენითი ცენტრბით. ჰოდა თუ რეფორმამ გაამართლა მერე სტადიონებსაც ეშველება. აბა უფეხბურთო და უმაყურებლო სტადიონი ვის რა ჯანდაბა უნდა.
yvelas piraduli amozravebs
26 ივნისი 2016 11:14
0
ჩვენ გვინდა შემტევი სტილის ფეხბურთი ვითამაშოთ?გვყავდეს ბარსელონას პროფილის ფეხბურთელები,მაგრამ მთავარი რაც არის გასაკეთებელი.მასობრიობა უნდა გაიზარდოს ,მასობრიობას სტადიონების აშენება უნდა დანგრევა კი არა,მალე კიდევ ერთი სტადიონია მაგისტვის გამზადებული,ფედერაციას თუ არა მერიას ხო შეუძლია არ დაანგრევინოს,,,,მაგრამ ამაზე ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ უნდა ატეხოს განგაში და მერია გვერდში დაუდგეს
zaza
25 ივნისი 2016 23:05
0
ტრადიციული ფიზმომზადება არის ქართველი ფეხბურთელის თვითრეალიზაციის ხელისშემშლელი ძირითადი ფაქტორი. სახეზეა ქმედება, რომელიც უკუშედეგს იძლევა და ამავე დროს ხელს უშლის სიახლის დანერგვას.

ჩვენი ოპონენტები, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ წლების შემდეგ მიხვდებიან, რომ ქართული მეთოდიკის გამოყენება მაინც მოუწევთ, რადგან უცხოური ტექნოლოგიები გაძლიერების საშუალებას არ მისცემთ.

ქართული ფეხბურთის პრობლემების მოგვარების დაწყებაც კი შეუძლებელია ამ მეთოდიკის გამოყენების გარეშე.

როდესაც ქართული ფეხბურთის მესვეურების მიზანი გახდება წინსვლა „47+5“ მეთოდიკა გამოყენებული იქნება როგორც მიზნამდე მისვლის დაჩქარების იარაღი.

ყველა ქართულ კლუბს წარმატებას ვუსურვებთ!
სირბილის სწავლების ცენტრი
25 ივნისი 2016 13:50
0
AMODZRAVDIT COTA IQNEB ESHVELOS FEXBURTS!
სტადიონების დანგრევას შეუშალეთ ხელი და პირიქით ააშენეთ
დ.ნ
25 ივნისი 2016 13:39
0
mate
ე ბიჯო ნუ დაგვტანჯეთ ამ თქვენი წყეული ლათინურასოვანი ქართულით, თუ ვერ წერთ ქართულად, დააყენეთ კლავიატურა, ან საერთოდ ნუ წერთ ამ უმახინჯესი ფორმით.
მოდერატორ, საერთოდ დაბლოკე ყველა კომენტარი რომელცი ქართული სიტყვებით და უცხოური ასოებით არის დაწერილი, ამოვიდა რა ყელში ეგ უმსგავსობა.
Jango
25 ივნისი 2016 13:01
0
kartuli klubebebis tarmateba tu egre mnishvnelovania shentvis levan, mashin magalitad goris dila ar unda izlebodes fexburtelebisgan turnis datkebamde, zota daxmarebodit unda mag klubs. somxebisgan pazori gvaklia....
mate
25 ივნისი 2016 12:20
0
ფედერაციის პრეზიდენტმა აღარ უნდა დააკონკრეტოს ამხანაგურ მატჩი რიგითი კლუბის გამარჯვება, ეს იმიტომ ხდება რომ ძალიან გვაკლია გამარჯვებები, იმედია სამტრედია და სხვები დაძლევენ პირველ ეტაპს, მართლა გაგვიმართლა კენჭისყრაში და უნდა გამოვიყენოთ
ბუქარესტის დინამოს თუ ქედის ბეთლემის მიერ"გაშვებულ" გოლებზე არ უნდა დავკმაყოფილდეთ, თვალები ფართოდ უნდა გავახილოთ!!!
თუმცა დარწმუნებული ვარ ცეცაძემ ხედავს, ხვდება და იცის ყველაფერი, მართლა საუკეთესოა ამ ეტაპზე!
ქომაგი
24 ივნისი 2016 23:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული