შეხვედრა ზოგად სახეს ატარებდა, ამიტომ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა არა ერთ კონკრეტულ, არამედ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს.
სფფ-ს პრეზიდენტმა ევროასპარეზზე ქართული გუნდების შანსებზეც ისაუბრა. ამავე დროს პრეზიდენტმა ფანებს შორის დაპირისპირებაზეც ილაპარაკა.
"მსურს ყველას წარმატებები ვუსურვო. ძალიან გვჭირდება კლუბების წარმატება თანაც იმ ყველაფრის ცუდის ფონზე, რაც აქამდე ხდებოდა
ეს წარმატება სჭირდება მათ და გვჭირდება ჩვენ. მე იმედს ვიტოვებ, რომ ოთხივე გუნდი გადალახავს ამ ბარიერს და უფრო შორს წავა. ყოველ შემთხვევაში, შანსი არის.
"სამტრედიას" შეხვდა რთული მეტოქე "გაბალას" სახით, მაგრამ საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან ცეცაძის შეგირდები, რაც "დინამოსთან" მოპოვებულ გამარჯვებაშიც (5:1) აისახა.
- "სამტრედიამ" სლოვენიურ შეკრებაზე ბუქარესტის "დინამო" 5:1 გაანადგურა [VIDEO+PHOTO]
ფანებს შორის ვისურვებდი რომ დაპირისპირებები არ იყოს, ეს არავის სურვილი არ არის, თუმცა არ გამოვრიცხავთ იქიდან გამომდინარე, რომ ორი წლის მანძილზე გარკვეული დაძაბულობა იყო. ვიზრუნებთ იმაზე, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს", - განაცხადა კობიაშვილმა.
- ლევან კობიაშვილი: ფეხბურთელებისთვის პრემიები იქნება, თუ ნაკრები ფინალურ ეტაპზე გავა
- "არ ვართ ის ხალხი, ვინც ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვებით დაკმაყოფილდება"
- ლევან კობიაშვილი: ტყუილია, სფფ მძლეოსნობის სტადიონს "საბურთალოს" არ გადასცემს
ჩვენი ოპონენტები, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ წლების შემდეგ მიხვდებიან, რომ ქართული მეთოდიკის გამოყენება მაინც მოუწევთ, რადგან უცხოური ტექნოლოგიები გაძლიერების საშუალებას არ მისცემთ.
ქართული ფეხბურთის პრობლემების მოგვარების დაწყებაც კი შეუძლებელია ამ მეთოდიკის გამოყენების გარეშე.
როდესაც ქართული ფეხბურთის მესვეურების მიზანი გახდება წინსვლა „47+5“ მეთოდიკა გამოყენებული იქნება როგორც მიზნამდე მისვლის დაჩქარების იარაღი.
ყველა ქართულ კლუბს წარმატებას ვუსურვებთ!
სტადიონების დანგრევას შეუშალეთ ხელი და პირიქით ააშენეთ
ე ბიჯო ნუ დაგვტანჯეთ ამ თქვენი წყეული ლათინურასოვანი ქართულით, თუ ვერ წერთ ქართულად, დააყენეთ კლავიატურა, ან საერთოდ ნუ წერთ ამ უმახინჯესი ფორმით.
მოდერატორ, საერთოდ დაბლოკე ყველა კომენტარი რომელცი ქართული სიტყვებით და უცხოური ასოებით არის დაწერილი, ამოვიდა რა ყელში ეგ უმსგავსობა.
ბუქარესტის დინამოს თუ ქედის ბეთლემის მიერ"გაშვებულ" გოლებზე არ უნდა დავკმაყოფილდეთ, თვალები ფართოდ უნდა გავახილოთ!!!
თუმცა დარწმუნებული ვარ ცეცაძემ ხედავს, ხვდება და იცის ყველაფერი, მართლა საუკეთესოა ამ ეტაპზე!