თბილისის "დინამოს" აკადემიის გუნდებმა სეზონი ტრიუმფით დაასრულეს

AutoSharing Option
ფოტოები: fcdinamo.ge

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჭაბუკთა ლიგაში დინამოელთა ტრიუმფით დასრულდა.

ოქროს მედლებისა და საჩემპიონო თასის მფლობელები 1998/99 წლებში დაბადებულებმა მოიპოვეს.

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ფინალში ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდა და ერთის წილ ოთხი გოლი გაუტანა მეტოქეს.

გადამწყვეტი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა.

ქუთაისელთა კარში ორი გოლი გოგილაშვილმა გაიტანა, თითოც - ქაფიანიძემ და ყურაშვილმა.

საბოლოოდ, "დინამომ" 4:1 დაჯაბნა მეტოქე და სეზონი გამარჯვებით დაასრულა. ფინალის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა თბილისელებს ოქროს მედლები და საჩემპიონო,
მიხეილ მესხის სახელობის გარდამავალი თასი გადასცა.

U17. დინამო (თბ)-ტორპედო 4:1



* * *
Sportall.Ge

აქვე გეტყვით, რომ დასრულდა ჭაბუკთა ლიგის 2000/01 წლებში დაბადებულთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. ჭაბუკთა ლიგის გამარჯვებული აქაც თბილისის "დინამოს" აკადემიის გუნდი გახდა.

დინამოელების მეტოქე ფინალში "საბურთალო" იყო. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, ხოლო ფინალების სერიაში "დინამომ" ანგარიშით 3:2 იმარჯვა.

U15. დინამო (თბ)-საბურთალო 1:1 (პენ. 3:2)

U15 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, ბასარია, დარცმელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, გ. ხარშილაძე, ჯანგიძე, მექვაბიშვილი, ჯიჭონაია
შეცვლაზე შევიდნენ: გაბედავა, იაკობიძე, კვარაცხელია

U15 საბურთალო: მეგრელიშვილი, კაპანაძე, ბუიღლიშვილი, ჯინჯოლავა, ძაძამია, ნონიკაშვილი, ოქროპირიძე, პაპიაშვილი, ჯავახიშვილი, ივანიაძე, ტოკლიკიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: კუხიანიძე, გოგობერიშვილი, ცალუღელაშვილი



მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატოა ფინალი თვილისში და არა ნეიტრალურზე? რატო მსაჯობს თბილისის თამაშს თბილისელი მსაჯი? ამაზე დაწერეთ თუ მართლა ჟურნალისტები ხართ. დაიმსახურეს და მოიგეს მაგრამ ამ კითხვებზე გამეცით პასუხი თუ მაგრები ხართ
fctk
12:46 27-06-2016
0
დაასახელეთ გვარები მოგებულთა და წაგებულებისაც, ამით ყველა მოიგებს, შემდეგ გუნდების ხელმძღვანელთა შესახებაც შეატყობინეთ ხალხს, და ესეც სტიმული იქნება., და ყველაზე მთავარი , რატომ არ ჩატარდა ნეიტრალურზე ეგ ფინალები ეგებ გაგვაგებინოთ, და რატომ არის ასეთ გადამწყვეტ თამაშში როგორიც -დინამო- და ტორპედოა მსაჯი თბილისიდან, და არა ნეიტრალური.
მამლუქი ქუთაისელი
17:55 27-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული