საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჭაბუკთა ლიგაში დინამოელთა ტრიუმფით დასრულდა.
ოქროს მედლებისა და საჩემპიონო თასის მფლობელები 1998/99 წლებში დაბადებულებმა მოიპოვეს.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ფინალში ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდა და ერთის წილ ოთხი გოლი გაუტანა მეტოქეს.
გადამწყვეტი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა.
ქუთაისელთა კარში ორი გოლი გოგილაშვილმა გაიტანა, თითოც - ქაფიანიძემ და ყურაშვილმა.
საბოლოოდ, "დინამომ" 4:1 დაჯაბნა მეტოქე და სეზონი გამარჯვებით დაასრულა. ფინალის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა თბილისელებს ოქროს მედლები და საჩემპიონო,
U17. დინამო (თბ)-ტორპედო 4:1
* * *
აქვე გეტყვით, რომ დასრულდა ჭაბუკთა ლიგის 2000/01 წლებში დაბადებულთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. ჭაბუკთა ლიგის გამარჯვებული აქაც თბილისის "დინამოს" აკადემიის გუნდი გახდა.
დინამოელების მეტოქე ფინალში "საბურთალო" იყო. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, ხოლო ფინალების სერიაში "დინამომ" ანგარიშით 3:2 იმარჯვა.
U15. დინამო (თბ)-საბურთალო 1:1 (პენ. 3:2)
U15 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, ბასარია, დარცმელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, გ. ხარშილაძე, ჯანგიძე, მექვაბიშვილი, ჯიჭონაია
შეცვლაზე შევიდნენ: გაბედავა, იაკობიძე, კვარაცხელია
U15 საბურთალო: მეგრელიშვილი, კაპანაძე, ბუიღლიშვილი, ჯინჯოლავა, ძაძამია, ნონიკაშვილი, ოქროპირიძე, პაპიაშვილი, ჯავახიშვილი, ივანიაძე, ტოკლიკიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: კუხიანიძე, გოგობერიშვილი, ცალუღელაშვილი
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით