როგორც მუჯირმა განაცხადა, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელობის ქმედებების შედეგად ფედერაციაში საბიუჯეტო დეფიციტის საერთო რაოდენობამ, ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, 16 785 600 ლარი შეადგინა. აქედან დავალიანება შეადგენს 11 მილიონ 785 ლარს, ხოლო წინასწარ გახარჯული თანხები - 5 000 600 ლარს.
მუჯირის განმარტებით, აუდიტი ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობის მისვლისთანავე ჩატარდა. მისივე თქმით, საბიუჯეტო დეფიციტი გამოიწვია საბანკო სესხებმა, სხვადასხვა ორგანიზაციის მიმართ დავალიანებამ, უეფა-დან და ფიფა-დან გადმორიცხული თანხების წინასწარ და არამიზნობრივმა დახარჯვამ,
მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით