უჩა სოსიაშვილი: "შირაქი" 90 წუთის განმავლობაში უშანსოდ დავტოვეთ!

AutoSharing Option
ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

დღეს, 30 ივნისს, გორის "დილამ" საკუთარ მოედანზე სომხური 'შირაქი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

"თამაში რთული და დაძაბული გამოდგა. თამაში ორმხრივი იერიშებით დაიწყო. არავის სურდა მეორე ნომრად თამაში. ორივე გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გამოვიდა. პირველი ტაიმი სანახაობრივად უკეთესი იყო. მეორეში კონტრშეტევებზე ვამჯობინეთ თამაში. ვიტყოდი, რომ "შირაქი" მთელი მატჩის მანძილზე უშანსოდ დავტოვეთ.

გუნდი ერთ მუშტად შეიკრა და ამან შედეგი განაპირობა, რისთვისაც მადლობა ფეხბურთელებს.

კარგია, რომ გავიმარჯვეთ,
მაგრამ წინ 90 წუთი გველის. კარგია ისიც, რომ გოლი არ გავუშვით შინ და ვიმედოვნებ, სომხეთშიც თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს შემადგენლობაში მოხდა ბევრი ცვლილება - 7 ფეხბურთელი მოვიდა და შეთამაშების პრობლემა არის, რადგან ამხანაგური მატჩები ნაყოფიერად ვერ გამოვიყენეთ. შეთამაშდება ეს გუნდი და თავს უკეთ წარმოვაჩენთ. ვიცით, რა გარემო იქნება სომხეთში, თუმცა ცდას არ დავაკლებთ.

მსაჯებზე საუბარი არ მსურს. თქვენ შეაფასეთ, მე მხოლოდ ჩემს გუნდზე ვსაუბრობ", - განაცხადა სოსიაშვილმა.

სომხური გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით კი, არა მხოლოდ დღევანდელი ანგარიშიდან, არამედ თამაშიდან გამომდინარეც, განმეორებით მატჩშიც ფავორიტი "დილა" იქნება.

ასევე იხილეთ:
გორის "დილამ" "შირაქი" პირველ მატჩში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 16 /
ამ სამ ევროპალიგის თამაშმა დამანახა რომ ქართულ ფეხბურთს ამ წელსაც არანაირი პროგერსი არ განუცდია. პრიქით ალბათ უფრო უკან წავიდა. დინამო ვნახოთ რას იზამს. ან რა უნდა ქნას როგრც ყოველთვის დაიმატეს რამდენიმე ფეხბურთელი 1 თვით ადრე ვისაც ევროპალიგის მერე ისევ გაყიდიან. ეგაა მაგათი ბიზნესი და არსებობის მიზანი ალბათ.ეჰჰ.
vato
01 ივლისი 2016 15:00
0
დილას ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ! ერთი მაინტერესებს არ შეიძლება,რომ სატრანსფერო ფანჯრის ვადების შეცვლა? თორემ ყოველი საკვალიფიკაცოების დაწყების წინ ყველა გუნდი 90%-ით იცვლება და კლასი,კლასად და შეთამაშებასაც რომ ვერ ასწრებენ!..
tazo
01 ივლისი 2016 09:59
0
მთავრობა რა შუაშია შენთუ ფეხბურთის აზრზე არახარ და პლიუს ამას არც მონდომებული ხარ რო რაღაცას მიაღწიო ცხოვრებაში ანუ იმით ხარ კმაყოფილი რასაც გიხდიან.ბიძინამ რაგბი მიატოვოს და ფეხბურთს მიუბრუნდეს თუ რაშია საქმე.დდ ისე არამგონია რომ ეს მან გააკეთოს.არაპროფესიონალიზმი დილეტანტიზმი და სიხარბე ღუპავს ქართულ ფეხბურთს და არა მთავრობა აიღეთ რაგბისგან მაგალითი მორჩა და გათავდა
qutaiseli
01 ივლისი 2016 09:55
0
მთავრობა რა შუაშია შენთუ ფეხბურთის აზრზე არახარ და პლიუს ამას არც მონდომებული ხარ რო რაღაცას მიაღწიო ცხოვრებაში ანუ იმით ხარ კმაყოფილი რასაც გიხდიან.ბიძინამ რაგბი მიატოვოს და ფეხბურთს მიუბრუნდეს თუ რაშია საქმე.დდ ისე არამგონია რომ ეს მან გააკეთოს.არაპროფესიონალიზმი დილეტანტიზმი და სიხარბე ღუპავს ქართულ ფეხბურთს და არა მთავრობა აიღეთ რაგბისგან მაგალითი მორჩა და გათავდა
qutaiseli
01 ივლისი 2016 09:55
0
რას ამბობენ ებრაელები,აღარ ყიდულობენ დილას? დროზე თორემ რაც "ვარსკვლავები" არიან დილაში შეიძლება სომხებმა გადაიბირონ თავის მწვრთნელიანა და მეორე ეტაპზე ჩვენ კი არა ისინი გავიდნენ
vaxvax
01 ივლისი 2016 09:51
0
კუთხურები და სტანდარტულები დაგიმუღამებია საკაიფოდ და რა გენაღვლება ნუ დისციპლინაზე და დანარჩენზე აღარ ვსაუბრობ, რა შანსი არ დაუტოვე არ გრცხვენია ამხელა კაცს
mdaaa...
01 ივლისი 2016 09:48
0
ისეკი ფეხბურთს არაფერი არ ეშველება სანამ მთავრობის მხრიდან არ შეიცვლება ამ სპორტის მიმართ დამოკიდებულება რასაც ჯერ ნამდვილად ვერვხედავ.
SF
01 ივლისი 2016 09:37
0
მწვრთმელმა რაქნას მართლა რა ყველა რო ლაპარაკობთ რაგაცას რა გუნდსაც აძლევენ იმისგან ცდილობს მაქსიმუმის გაკეთებას მანდ ესბიჭი არაფერშუაშია... რაცშეეხება ფეხბურთელებს ნამდვილად საცოდავობა იყო მაგათი ყურება 5 პასს ვერ აკეთებენ ზედიზედ ვერც მოძრაობენ მოედანზე სწორედ თუგინდათ სჰეუთამაშებლობას დააბრალეთ მაგრამ მაგათი ესეთი ცუდი თამაში მაგის კი არა კლასის უქონლობის ბრალია ... ბევრი რო არ ვილაპარაკოთ ერთადერთი მართO დოლიძე და ღონღაძე გავდნენ ფეხბურთელს დანარჩენები საერთოდ მოყვარულების დონეზე არიან .. განსაკუტრებით სჰეტევასჰი მყოფი ახალგაზრდები.. ეს გუნდი ტუ არ გავარდა უმაღლესიდან ნამდვილად გამიკვირდება..
SF
01 ივლისი 2016 09:34
0
Pleiofi migweva iqneba arc magis imedi maqvs darchenili sami shansidan
912
01 ივლისი 2016 07:55
0
ეს თამაში ძირითადად მოდებაძემ, კვირკველიამ და დოლიძემ ითამაშეს კარგად. ამ გამოცდილმა ფეხბურთელებმა შეძლეს ის რაც დანარჩენმა გუნდმა ვერ შეძლო, ბოლომდე ბრძოლა და ხარისხიანი პასების გაკეთება. უაზრო მოგერიება ბურთის, არაზუსტი პასები, ფიზიკურად სუსტი ფეხბურთელები, ზედმეტი ინდივიდუალიზმი, ბურთის დაკარგვა და ა.შ. ასეთი თამაშით შირაქს თუ გავცდით მადლობა უნდა ვთქვათ.
ლუკა კუ
01 ივლისი 2016 03:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული