ჩიხურა VS ზიმბრუ - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!..

AutoSharing Option
დღეს, 5 ივლისს, ზესტაფონში, საჩხერის "ჩიხურა" კიშინიოვის "ზიმბრუს" უმასპინძლებს. პირველი მატჩის მოგების (1:0) შემდეგ სოსო ფრუიძის გაწვრთნილებს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი აქვთ.

"დავით აბაშიძეზე" მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. თამაშის ლაივ-სთრიმის ბმულს Sportall.ge გვერდზე განათავსებს.

მატჩის წინა დღეს, 4 ივლისს, სტუმარ-მასპინძელმა გუნდებმა ზესტაფონში მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. "დავით აბაშიძეზე" ჯერ საჩხერელები გავიდნენ, ერთ საათში კი მოედანზე "ზიმბრუს" ფეხბურთელები გამოჩნდნენ.

- სოსო ფრუიძე: "ზიმბრუსთან" საქართველოში უფრო რთულ თამაშს ველით
- ზიმბრუ-ჩიხურა 0:1 - ყოჩაღ, "ჩიხურა"! ყოჩაღ, ფრუიძე! [VIDEO+PHOTO]

"ჩიხურა"-"ზიმბრუს" შეხვედრას სომეხ
მსაჯთა ბრიგადა განსჯის. არბიტრი სურენ ბალიანი იქნება, რომელსაც მესროპ გაზარიანი და ვანიკ სიმონიანი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი კი ზავენ ჰოვანესიანია.

36 წლის სურენ ბალიანი უეფას მესამე კატეგორიის არბიტრია. მას ევროპაში საკლუბო და სანაკრებო მატჩები განუსჯია. მის სტატისტიკას გადავხედეთ და საჭიროდ ჩავთვალეთ, გამოგვექვეყნებინა. "ჩიხურას" ფეხბურთელებისა და ხელმძღვანელების გარდა, ეს ცნობები გულშემატკივრებსაც დააინტერესებს.

საერთოდ, ბალიანი მკაცრი მსაჯის რეპუტაციით სარგებლობს. 23 საერთაშორისო შეხვედრაში მან 85 ყვითელი და 4 წითელი ბარათი გამოიყენა. მისი სიმკაცრის დასტურად სომხეთის ჩემპიონატსა და თასზე ბალიანის მიერ განსჯილი ბოლო 8 მატჩიც გამოდგება. იყო შემთხვევა, როცა ბარათი ჯიბიდან 11-ჯერ (?!) ამოიღო, "მიკასა" და თბილისის "დინამოს" პოტენციური მეტოქის, "ალაშკერტის" მატჩში კი 6 ყვითელი და ერთიც წითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს. სულ ამ ბოლო 8 მატჩში ბალიანმა 44 ყვითელი და 3 წითელი ბარათი ააფრიალა, ანუ საშუალოდ 5,5 ყვითელი ბარათი მატჩში.

ბალიანმა ბოლო საერთაშორისო შეხვედრა 2016 წლის 25 მარტს, ყაზახეთში განსაჯა და საერთოდ თავი "გაიგიჟა": ადგილობრივი და ბოსნიის ახალგაზრდულ ნაკრებთა დაპირისპირებაში სომეხმა "შავოსანმა" მოთამაშეებს 9 ყვითელი ბარათი ჩამოურიგა და პლუს ამას, მასპინძლებს ფეხბურთელიც გაუძევა. 10 დღით ადრე კი, სომხეთის თასზე, "ბაბანცისა" და "ალაშკერტის" შეხვედრაში 3 წითელი ბარათი გამოიყენა (ოთხიც ყვითელი). საინტერესოა, რომ ბალიანმა "ალაშკერტს" 4 შეხვედრაში 6 მოთამაშე გაუგდო.

ასე რომ, "ჩიხურას" ფეხბურთელებმა ეს დეტალები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

"ჩიხურას" საევროთასო განაცხადი:
მეკარეები: დინო ჰამზიჩი, კოკა სეფიაშვილი, ნიკა ქავთარაძე;
მცველები: გიორგი რეხვიაშვილი, შოთა კაშია, თორნიკე გრიგალაშვილი, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე, გიორგი განუგრავა;
ნახევარმცველები: ბესიკ დეკანოიძე, ირაკლი ლექვთაძე, საბა ლობჟანიძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი კორიფაძე, ნიკოლოზ გაბაძე, მიხეილ სარდალიშვილი;
თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ივანიშვილი, გიორგი გაბედავა, თორნიკე მუმლაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 37 /
სერიალების გადაცემას ხომ არ შეწყვეტენ, ასე აქვთ "დოგოვორში"
მურთაზი
13:51 05-07-2016
0
რაოო თამაშს არ აჩვენებენო, აბა ვიღაცეების უკანალის თამაშს აჩვენებთ ...
kaxa
13:53 05-07-2016
0

სიახლეები პოპულარული