- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]
"ამხანაგურ შეხვედრებს ის დატვირთვა და დაძაბულობა არ ახლავს, რაც ოფიციალურს. მთავარი მიზეზი, რის გამოც დავმარცხდით, ჩვენი გამოუცდელობა და ნერვიულობა იყო. მეტოქე მოედანზე ასე ნამდვილად არ გამოსულა - "გაბალა" გაცილებით მობილიზებული და თავდაჯერებული იყო.
აზერბაიჯანელები შარშან ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვდნენ და გამოცდილება ეტყობოდათ, მაგრამ ასეთი ანგარიშით მოგებას თავად "გაბალას" ფეხბურთელებიც არ ელოდნენ. ჩვენი პრობლემის მიზეზი ფსიქოლოგიაშია მოსაძებნი. იმედია,
გია ცეცაძის გაწვრთნილებს შემდეგ ეტაპზე გასვლის მხოლოდ მინიმალური, თეორიული შანსი აქვთ, მაგრამ გუნდში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ საპასუხო მატჩს მოიგებენ. 22 წლის ზივზივაძე იმედოვნებს, რომ გუნდი მაყურებლის წინაშე რეაბილიტაციას მოახდენს:
"ძალიან საწყენია, რაც პირველ შეხვედრაში მოხდა. "გაბალა" ძლიერი მეტოქეა და ველოდებით, რომ საპასუხო მატჩი დაძაბული იქნება. შემდეგ ეტაპზე გასვლა ახლა ძალიან რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით, ჩვენი შეცდომები გავაანალიზოთ.
თამაშისთვის ნირწამხდრები ვემზადებით, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, აზერბაიჯანში განცდილი სირცხვილის გამო ნამუსი ზესტაფონში მაინც მოვიწმინდოთ. შეიძლება შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეთ, მაგრამ ეს მატჩი მაინც უნდა მოვიგოთ".
ზივზივაძე განიცდის, რომ 0:3-ზე გოლის გატანისა და სხვაობის შემცირების შანსით ვერ ისარგებლა:
"საჯარიმოში ბურთი მარცხენა ფეხზე გადავიტანე და ცუდად დავარტყი. ჯობდა, ეს მარჯვენით გამეკეთებინა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. არადა, იქნებ ამას შედეგზე გავლენა მოეხდინა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"