რატომაა "დინამო" ფავორიტი? პატივი ვცეთ მეტოქეს, მაგრამ ვაღიაროთ, რომ...

AutoSharing Option
ქართული გუნდებიდან წლევანდელ ევროტურნირებში ყველაზე გვიან თბილისის "დინამო" ჩაებმება - ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 12 ივლისს ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სომხეთის "ალაშკერტს" უმასპინძლებს...

გამოკვეთილი ფავორიტი, რა თქმა უნდა, "დინამოა". მეტოქისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მოვლენების სხვაგვარად განვითარება ვერც წარმოგვიდგენია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სომხურ კლუბს თავისი ქვეყნის ჩემპიონატში მხოლოდ... 4 (ოთხი!) სეზონი აქვს ჩატარებული, ევროტურნირებზე კი მეორედ უნდა იასპარეზოს.

"ალაშკერტს" ევროტურნირებზე დებიუტი შარშან ჰქონდა და ბევრისთვის მოულოდნელად, ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში შოტლანდიურ "სენტ ჯონსტონს" აჯობა.

1990 წელს დაარსებული და 2011 წელს ხელახლა აღდგენილი "ალაშკერტის" ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევა გასულ სეზონში მოპოვებული სომხეთის ჩემპიონობაა. ასეთ მეტოქესთან თბილისის "დინამოს" რომ ფავორიტის სტატუსი მივანიჭოთ, მგონი, გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს.

ტიტულებსაც თავი რომ დავანებოთ, თბილისის "დინამო" მალე მე-100 მატჩს გამართავს ევროტურნირებზე, თან ამ შემთხვევაში მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასპარეზობის პერიოდს ვგულისხმობთ.

1993 წლიდან მოყოლებული დღემდე, "დინამოს" ევროთასებზე 94 მატჩი აქვს ჩატარებული და ძალიან გვინდა, რომ მეასეც და ასმეერთეც ამავე სეზონში გამართოს. საამისოდ, "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიც უნდა დაძლიოს და მესამეც, პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა კი მე-100 იქნება.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ "ალაშკერტისაგან" განსხვავებით, "დინამო" პოსტსაბჭოთა პერიოდშიც (1972-87 წლებში) რეგულარულად და, რაც მთავარია, წარმატებით გამოდიოდა ევროპის საკლუბო ტურნირებზე და როცა გრანდებსაც ამარცხებდა, ამ ყველაფერს ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამდით...

ისე, ადვილი წარმოსადგენია, რა შთაბეჭდილება დარჩებათ "ალაშკერტის" მწვრთნელ-ფეხბურთელებს, თბილისის "დინამოს" საწვრთნელი ბაზა (ან საფეხბურთო აკადემია) რომ დაათვალიერებინონ. ან რა გრძნობა დაეუფლებათ "ალაშკერტის" ფეხბურთელებს, "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ რომ გავლენ. თავად ხომ საშინაო მატჩებს ყველა პარამეტრით მოკრძალებულ "ალაშკერტ სთედიუმზე" ატარებენ, 7000 მაყურებელსაც რომ ვერ იტევს.

თუმცა, სტუმართა დელეგაციაში ერთი პიროვნებისთვის "დინამოს" სტადიონი უცხო არ უნდა იყოს: "ალაშკერტის" მთავარ მწვრთნელს, აბრამ ხაშმანიანს 80-იანი წლების ბოლოს თბილისში რამდენჯერმე უთამაშია, როგორც ერევნის "არარატის" ფეხბურთელს.

თანამედროვე ფეხბურთში, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე, უკვე დიდი ხანია აღარავის უკვირს შედარებით სუსტი გუნდების წარმატებები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - თბილისის "დინამო", უბრალოდ, ვალდებულია, ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდეს!

ახლა აღარც ისტორიას ვახსენებთ, აღარც ტრადიციასა თუ ტიტულებს: "დინამოს" დღევანდელი შემადგენლობა, ხარისხობრივად, მეტოქისას აშკარად აღემატება. ამაში მაშინაც დარწმუნდებით, როცა 12 ივლისის მატჩამდე "ალაშკერტს" უფრო ახლოს გაგაცნობთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 44 /
1972-1987 პოსტსაბჭოთა პერიოდია? საშუალო სკოლა მაინც არ დაგიმთავრებიათ?
dato
07:50 09-07-2016
0
.......................!რა შუაშია სტადიონის სიდიდე და გუნდის წარსული წარმატებები?!უნდა მოემზადო ერთი კონკრეტული თამაშისთვის და ყველა მეტოქე იმაზე მეტად უნდა შეაფასო ვიდრე რეალურად არის.იმედია ფეხბურთელებიც ესე განწყობილები არ არიან და დიდი ბრძოლისთვის ემზადებიან!!!რთული თამაში იქნება და საკუთარ მოედანზე გატანილი გოლები გადაწყვეტს ყველაფერს.აქ მაქსიმუმი უნდა შევყაროთ და იქ უკვე Dაცვაში ჩავჯდეთ.დროა რაღაც ტაქტიკა შეიმუშავონ დინამოს ხელმძღვანელებმა თორე ის რაც სამტრედიას ჩიხურას და დილას დაემართა ეს იყო უტვინო მიდგომის ბრალი.
zviad
11:47 09-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული