გორის "დილამ" გიუმრის "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 ივლისს სომხეთში ქალაქ გიუმრიში გორის "დილასა" და "შირაქს" შორის ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასხუო მატჩი გაიმართა.

მატჩი პენალტების სერიაში მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.

პირველი ტაიმი სომხების უპირატესობით წარიმართა, გორელები კი ძირითადად კონტრეშეტევებზე გადადიოდნენ, თუმცა თამაშის პირველი ნახევარი უგოლო ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა და მასპინძლები ისევ უტევდნენ, ხოლო "დილა" ძირითადად კარს იცავდა და კონტრშეტევებზე გადადიოდა.

მატჩის 83-ე წუთზე კი სომხებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს. გატანილი გოლის ავტორი ვახან ბიჩახჩანი გახდა. საბოლოოდ მატჩის ძირითადი დრო "შირაქის" გამარჯვებით ანგარიშით 1:0
დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა.

დამატებული ტაიმები გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში "შირაქმა" ანგარიშით 4:1 იმარჯვა და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ფუი თქვენიიიიი...
status quo
08 ივლისი 2016 09:38
0
დროა არა ფეხბურთელები და მწვრთნელები, არამედ მთლიანად მენეჯმენტი შეიცვალოს დილაში, რომლებმაც მოახერხეს, კლუბს ათასობით ვალი აჰკიდეს, სპონსორის მოსვლას ეწინააღმდეგებიან და ამ დღეში ჩააგდეს კლუბი!!!
ვსეგდა პრავ
08 ივლისი 2016 09:32
0
ფული არა იხვის ტოლმა.
ბარემ პენსიები გავანულოთ და ის ფულიც მთხლებურთში გადავაგდოთ.
ფულის სჭირდება წყალბურთს რაგბს ძიუდოს, სადაც არის ხალხი რომელიც პირადულზე არ ფიქრობს და ფულს მაოხმარს თავისი სპორტის წინასვლას. და მთხლებურთშI რა გინდა ფულით რო მოაგვარო.
giga
08 ივლისი 2016 09:16
0
რა დღეშია ქართული ფეხბურთი ამას ყველა ვხედავთ,მოვეშვათ ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და გამოსავალზე დავიწყოთ ფიქრი.ევროტურნირებზე გასული გუნდი სეზონის დასრულებისთანავე არ უნდა იშლებოდეს,შეუთამაშებელმა ფეხბურთელებმა რა წარმატებას უნდა მიაღწიონ,ამ ეტაპზე გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა გამართლებული მგონია ისუც იმ შემთხვევაში თუ გუნდები ყოველ ექვს თვეში არ დაიშლებიან.და კიდევ,კობიაშვილი და იაშვილი წლების მანძილზე გერმანიაში თამაშობდნენ მათ კარგად ეცოდინებათ როგორ ამზადებენ ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუზიარონ სხვებს გამოცდილება და ნანახი,მოიწვიონ ძლიერი ფიზმომზადების სპეციალისტები,ან ჩვენები გადაამზადონ.
malxazi
08 ივლისი 2016 09:15
0
არავის არ გონია. ყველამ ყველაფერი იცია. უბრალოდ ფულის კეთება შეიძლებაო და გულაობენ:)))
megre
08 ივლისი 2016 08:53
0
ქართული ფეხბურთი ერთადერთი მკვდარია სამოთხე რო არ გააჩნია
amirani
08 ივლისი 2016 01:59
0
დილას როცა პატრონი ყავდა კიდეც თამაშობდა და თამაშებსაც იგებდა. ეხლა არც პატრონი ყავთ და აღარც ფეღბურთელები, 2013 წლის მერე იშლება და იშლება ეს გუნდი და მოვედით აქამდე სოხებსაც ვეღარ ვუგებთ... სირცხვილია სირცხვილი...
ქომაგი
08 ივლისი 2016 00:32
0
გიბრალტარის გუნდმა "კოლეჯ ეუროპა"-მ დაძლია სომხური ბარიერი, ორი მატჩის ჯამში დაამარცხა სომხური პიუნიკი, ეხლა თქვენ თვითონ განსაჯეთ სად იმყოფება ქართული ფეხბურთი. ინდიელებს აქვთ ერთი ანდაზა " მოკვდა ცხენი? ჩამოდი ცხენიდან". ქართული ფეხბურთი არის მკვდარი, ჩვენ კიდე ამ მკვდარ ცხენს თავზე ვადგავართ და ვცდილობთ მოვასულიეროთ, ვდგავართ და ველით როდის წამოდგება ეს მკვდარი ცხენი და გაჭენდება, უაზროთ ვახარჯავთ ფულს და გვგონია რომ ეშველება.
megre
08 ივლისი 2016 00:11
0
რა შუაშია აქ ფული და ინფრასტრუქრტურა,ამის გარეშეც უნდა უგებდე ამათ.აგააა რო არაფერი გვეშველება.არააქვთ დონე აკმაყოფილეფთ ის რაც აქქვთ და ტავმოკვარეობა არ გაჩნიათ,გულშემატკივრის პატივისცემა.ფედერაციაშიც საძმაკაცოა შეყრილი და ნახევარზე მეტი არაპროფესიონალი,ბურთის გორება არ ნიშნავს საქმის ცოდნას,
ika2323ika
08 ივლისი 2016 00:03
0
თოკი ეგეტი ოპტიმიზმი გვაქ და თაობის ცვლას ველოდებით ამდენი ხანია მაგრამ იმ თაობას გაზრდა უნდა.
dato
07 ივლისი 2016 23:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული