"სამტრედიამ" საპასუხო მატჩში "გაბალას" დამარცხება შეძლო

AutoSharing Option
7 ივლისს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "სამტრედიამ" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში აზრბაიჯანულ "გაბალას" უმასპინძლა.

შეხვედრა სამტრედიელების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "გაბალას" გამარჯვებით ანგარიშით 5:1 დასრულდა. შესაბამისად "სამტრედია" ევროპის ლიგას გამოეთიშა.

რაც შეეხება თამაშს, ანგარიშის გახსნა მე-14 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ პენალტით შეძლო. სტუმრებმა გათაბრება 42-ე წუთზე თეო უიკსის გოლით მოახერხეს. 92-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 34 /
rio-ს. "თუ ეს ბიჭები შეინარჩუნეს, კარგ ფეხბურთს ითამაშებენო" გვამცნობს გიო. ძალიან კარგი თუ ასეთი ოპტიმისტი ხარ, მაგრამ ახლა ვინ უშლიდათ ხელს კარგი ფეხბურთი ეთამაშათ და სამარცხვინოთ 5-1 არ წაეგოთ? ამასტან, რომ იძახი "თუ შეინარჩუნეს ეს ბიჭებიო". საინტერესოა, ვინმეს რომელიმე საზღვარგარეთული კლუბი ეპატიჟება თუ შიდა ბაზარზეა მათი მოთხოვნა? კაი რა თუ ძმა ხარ...ქართულ ფეხბურთს დედა არარ ყავს. დედის გარეშე კი ბავშვი ვერ იზრდება ისეთი, როგორიც საჭიროა.
კოკა
10:21 08-07-2016
0
მხოლოდ ფულში რომ იყოს საქმე, მაშინ ძალიან უჭკუოები ყოფილან და არაფერი ცოდნიათ იმის შესახებ თუ რამდენს ღებულობენ უეფასაგან თითოეული ეტაპის გადალახვისათვის და ჯგუფში მოხვედრისათვის, თორემ ესგ რომ იცოდნენ დაიხოცავდნენე თავებს. ვინც არ იცის თუ რამდენს იხდის უეფა თითოეულ ეტაპზე და ჯგუფში მოხვედრისათვს, აქვე მოგახსენებთ :
ყველა კლუბი, რომელიც მონაწილეობს უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში მიიღებს € 120,000 მაშინაც კი, თუ ისინი ვერ გადალახავენ კვალიფიკაციას და ვერ მოხვდებიან ჯგუფური ეტაპზე. მეორე შესარჩევი რაუნდი მონაწილეები დაეუფლებიან € 130,000 მაშინაც მაშინაც კი, თუ ისინი ვერ გადალახავენ კვალიფიკაციას და ვერ მოხვდებიან ჯგუფური ეტაპზე. და თითოეული კლუბის სათამაშო მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში მიიღებს € 140,000 მიუხედავად შედეგებისა.
ქვეჯგუფში მოხვედრის შემდეგ კი ავტომატურა დაერიცხება € 1.3m. ასევე იქნება შესრულების პრემიები, € 200,000 ყოველ გაიმარჯვებაზე და € 100,000 ყოველ ფრეზე ჯგუფური ეტაპზე. უფრო მეტიც, ჯგუფის გამარჯვებულები დამატებით € 400,000 და მეორეადგილოსან € 200,000 .
ესეიგი არტივი მათემატიკაა რომ, მარტო ჯგუფში მოხვედრისას კლუბი მიიღებს 1,690,000 ევროს, რაც დაახლოებით 4,500,000 ლარია და ამისთვის რომ არ ბრძოლობ ბოლომდე ძალიან ცუდია 
ჯერ ამით დავკმაყოფილდეთ და ქვეჯგუფუდან გასვლის შემთხვევაში რამდენს მიიღებენ ეგ თქვენთვითონ ნახეთ და გადაამოწმეთ ეს ინფოც უეფას ვებ გვერდზე
dave
10:27 08-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული