თბილისის "დინამომ" პირველ მატჩში "ალაშკერტს" ორბურთიანი სხვაობით სძლია

AutoSharing Option
დღეს, 12 ივლისს, "დინამო არენაზე" თბილისის "დინამომ" ჩემპიონთ ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა ერევნის "ალაშკერტის" წინააღმდეგ და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის 49-ე წუთზე დინამოელთა მცველმა უჩა ლობჟანიძემ ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, მის ნაცვლად კი იურაი იარაბეკმა ოთარ კიტეიშვილი შეიყვანა. კიტეიშვილის ცვლილელებამ "დინამოზე" დადებითად იმოქმედა - გუნდმა შეტევა გააძლიერა, კიტეიშვილმა კი შემოსვლიდან 6 წუთში, 55-ე წუთზე ბრწყინვალე დარტყმით თბილისელები წინ გაიყვანა.

67-ე წუთზე საჯარიმოში ჯაბა ჯიღაურის წაქცევის გამო, "ალაშკერტის" კარში
პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც გიორგი ქვილითაიამ მოახდინა - 2:0. ამის შემდეგ როგორც დინამოელებს, ისე მეტოქე გუნდს კიდევ არაერთი მომენტი შეექმნათ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი სომხეთის დედაქალაქ ერევანში ზუსტად ერთკვირაში, 19 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ირაკლი ქუთაისელი-ს ჯგუფურიდან დაგიქნევთ ხელს))))
svani
13 ივლისი 2016 13:58
0
კარგი სიმპატიური კოლეკტივი ყალიბდება დინამოში პროგნოზი ერევანში 50-50. ლროა დვალიშვილმა დალაშქროს გუნდების კარები.დინამოს ვუსურვებ წარმატებებს.
ანატოლი ქუთაისელი
13 ივლისი 2016 11:30
0
ვულოცავ დინამოს,თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა. სკრიბეზე ვერაფერს ვიტყვი,აი ველევი სერიოზული მოთამაშეა.რაც შეეხება რენეს,კლასია,თან ძალიან მაღალი. დვალიშვილი საღოლ, ორი მატჩის ითამაშა ერთში,აი ის გოლიც რომ გაეტანა მთლად გმირი იკნებოდა.კიტეიშვილმა ჯიგრულად,როგორც იცის,დაარტყა გაიტანა. აი პაპუნაშვილის მაგრად მიკვირს,მაგი მეორე კი არა,პირველ ბუნდესლიგაშიჩ გაქაჩავდა. მეორე ტაიმი იკო თამაში,საღოლ მწრთვნელი. ისე ლობჟანა რომ არ დამტვრეულიკო არ ვიცი
gulshematkivari
13 ივლისი 2016 10:11
0
პირველი ტაიმის მერე აღარ მიყურებია. გაკვირვებული დავრჩი. ფეხბურთი წინ მიდის ჩვენ კიდე...დიდი ბოიში, მარა სანაგვეში ვართ
ირაკლი ქუთაისელი
13 ივლისი 2016 09:37
0
Ra sijiutea es xorvati 33 nomeri araa dinamos donis tevzadze bevrad jobia da kidev marjvena mcvelia sachiro lobjana daberda magas miumatet amisulashvilic dzaan zantia tan mouqneli erti Kaci idga dacvashi Rene ver gaqachaven aseti dacvit....
Dato
13 ივლისი 2016 05:17
0
Gaorebuli grdznoba damrcha....
luk
13 ივლისი 2016 03:06
0
გილოცავთ.წარმატება დინამოს.დარწმუნებული ვიყავი ფორით გაიმარჯვებდა
Soso0919
13 ივლისი 2016 00:33
0
გილოცავთ!!! პირველი მატჩის კვალობაზე კარგი იყო. განსაკუთრებით მეორე ტაიმი როცა სისწრაფეებს მოუმატეს. იდეალური იყო დვალიშვილი!მაგალითი თუ როგორ უნდა იშრომო. კარგი იყო კიტეიშვილი! მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ჟინი გამარჯვების. კარგები იყვნენ ლეგიონერებიც, განსაკუთრებით ფერეირა! მაგალითი პროფესიონალიზმის.
P.S. დაცვაში მეტი ყურადღება და კონცენტრაციაა საჭირო!
დათო
13 ივლისი 2016 00:04
0
ხორვატი არ ვარგოდა, ლადოს კი დვალიშვილს მადლობა კაცი ყველგან იყო, რენე საუკეთესო, ასე უნდა დაიხარჯოს ყველა მოთამაშე მხოლოდ ბრძოლით მოდის წარმატებები. ქვილითა ცოტა ნელია, უნდა აჩქარდეს. წარმატებები დინამოს.
kaxa
13 ივლისი 2016 00:00
0
ვულოცავ დინამოს და ყველა დინამოს ფანს ამ გამარჯვებას.......წარმატებებს გისურვებთ თამაში კარგი გამოვიდა....
ტორპედოს გულშემატკივარი
12 ივლისი 2016 23:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული